Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Packard Bell-ის ბრიტანულმა განყოფილებამ, ქვეყნის ბაზარზე გამოუშვა ორი ახალი მონობლოკური კომპიუტერი - oneTwo M და oneTwo L. მათ შორის ძირითადი განსხვავება ეკრანის დიაგონალის ზომაშია, პირველისთვის ის შეადგენს 21,5-ს, ხოლო მეორესთვის - 23 დუიმს. განსხვავება გაფართოებაშიც არ არის და ორივე მათგანისთვის ის 1920 х 1080 პიქსელია. პროდუქტები ეფუძნებიან Intel Huron River პლატფორმას და აღჭურვილნი არიან ინტეგრირებულ GPU-ს მქონე, Sandy Bridge პროცესორით. ხელმისაწვდომი იქნება ასევე დისკრეტული NVIDIA GeForce GT 520 და 530, ან AMD Radeon HD 6450 ვიდეობარათებიც. მყარი დისკის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 2 ტბ-ს, ოპერატიულის კი - 8 გბ-ს.

0f30db7524091e94fb954d47d822b998.jpg

გარდა ამისა, თითოეულის კომპლექტაციაში შესულია ჩაშენებული ვებ-კამერა, ორი 2,5 ვ სიმძლავრის დინამიკი, ოპტიკური წამყვანი DVD-დისკების ჩაწერისა და Blu-ray-ს წაკითხვის შესაძლებლობით, მოწყობილობა ხუთი ფორმატის მეხსიერების ბარათების read/write-ისთვის, ორი USB 3.0 და ოთხი USB 2.0 ინტერფეისი, ვიდეოგასასვლელი HDMI.

იტყობინებიან, რომ ნაწარმები თავიანთ წინამორბედებთან შედარებით, დაახლოებით 65%-ით უფრო ნაკლები სისქის არიან, თუმცა ზუსტი ზომები არ ვრცელდება. დიდ ბრიტანეთში, ისინი უნდა გამოჩნდნენ ამ თვეს. ცნობილია მათი ფასებიც: oneTwo M ბაზური შემადგენლობით - 960$, oneTwo L მასზე 160$-ით ძვირი.

  • Upvote 4
Posted

ვა რა საკაიფო რამეა :) მომეწონა

Posted

ესენი საკაიფო მონიტორებს უშვებდნენ იმედია ესეც კარგი იქნება :yes: ნავიდუ მაგარი ვეშია :thumbsup:

Posted

კარგია მაგრამ ვიდეო ბარათები სულ სუსტი აქვს ასეთ PC ებს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.