X-treme user Posted November 8, 2011 Posted November 8, 2011 Тგაგრილების სისტემების ტაივანურ მწარმოებელ Thermalright-ის საიტზე გაჩნდა ქულერ True Spirit 140-ის ფოტოსურათები და სპეციფიკაციები. მასზე დაკვირვებით, შეინიშნება 'Tower' ტიპის სხვა გადაწყვეტილება Archon-ის მოხაზულობა, მხოლოდ ახალი პროდუქტი მის გამარტივებულ ვერსიას მოგვაგონებს და ალბათ, მასზე იაფიც ეღირება. კონსტრუქციის ზომები შეადგენს 155(L) x 79,5(W) x 170 (H), მისი წონა დაახლოებით 950-960 გ-ია, ამასთან მისი 800 გ რადიატორზე მოდის. ის აღჭურვილია საფირმო TY-140 ფენით, 160 x 140 x 26,5 მმ-ით, რომლის წარმადობის დონეც 900-1300 ბრ/წთ-მდეა. გარდა ამისა, ის შედგება სპილენძის ნიკელირებული ძირის, 6 მმ დიამეტრის, ამდენივე სითბური მილაკისგან და ალუმინის ფირფიტების მჭიდრო მასივისგან. მხარდაჭერილია Intel (LGA775/1155/1156/1366) და AMD (AM2/AM2+/AM3/AM3+/FM1) პლატფორმები. როგორც ჩანს, კომპანია სრულებით მოახდენს Archon-ის ჩანაცვლებას - კიდევ უფრო დიდი ზომის ფენის მქონე, ახალ მოდიფიკაცია Archon Rev.A-ით, ხოლო TS-140 გახდება მისი 'ბიუჯეტური' ალტერნატივა. Overclockers.ua 3 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.