Power_VANO Posted November 6, 2011 Posted November 6, 2011 მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ (DDoS შეტევები საიტზე) გადავწყვიტეთ ჰოსტინგის შეცვლა. საერთო თანხმობით არჩევანი უცხოურ ჰოსტინგზე შეჩერდა, კერძოდ HostGator.com-ზე. ახალი ჰოსტინგი უკეთეს შესაძლებლობებს გვიჩენს და გარკვეულწილად ახალი სერვისების მოწოდების საშუალებასაც გვაძლევს. NS-ების ცვლილებაზე განაცხადი დომენების რეგისტრატურაში უკვე შეტანილია, 2-დან 7 დღემდე ვადაში გადასვლა მოხდება. იმისათვის, რომ დაუნთაიმი მინიმუმამდე დავიყვანოთ, საიტი ჩართული რჩება და ბაზის ბეკაპები დღეში რამდენჯერმე გაკეთდება. როგორც კი ნეიმსერვერებზე ცვლილება გაკეთდება, ბოლო ბეკაპი ახალ სერვერზე აიტვირთება და აქაურობა გაითიშება. საიტის დაუნთაიმი ჯამში დაახლოებით 1 საათი შეიძლება იყოს. ერთადერთი პრობლემა, რაც შეიძლება იყოს, ისაა, რომ იუზერები, რომლებიც ისეთ DNS სერვერს იყენებენ, რომელიც გვიან გააკეთებს განახლებას (სამსახურების შიდა DNS სერვერები ძირითადად, ზოგიერთი უცხოური DNS სერვერი), დროებით ისევ ძველ საიტს დაინახავენ. ეს პრობლემა წესით 1 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. პატისივისცემით, Overlockers.ge-ს ადმინისტრაცია
zV1 Posted November 6, 2011 Posted November 6, 2011 ცოტა ვერ გაციგე,საიტის დიზაინი შეიცვლება?(ლამერულ კითხვაზე ბოდიში,არ ვერკვევი ნეტვორკინგში)
walkman Posted November 6, 2011 Posted November 6, 2011 PM-ს ვერ ვხსნი და ამ მამაძაღლობის ბრალია? რა უნდათ ამ საიტისგან :|
Power_VANO Posted November 6, 2011 Author Posted November 6, 2011 ცოტა ვერ გაციგე,საიტის დიზაინი შეიცვლება?(ლამერულ კითხვაზე ბოდიში,არ ვერკვევი ნეტვორკინგში) არა, საიტის დიზაინი იგივე დარჩება, ჰოსტინგს ვცვლით მხოლოდ ანუ ადგილს, სადაც საიტი დევს. PM-ს ვერ ვხსნი და ამ მამაძაღლობის ბრალია? რა უნდათ ამ საიტისგან :| არა, მასს PM-ის დაგზავნა გავუშვი ამ სიახლის შესახებ და 10-15 წუთში შეძლებ ისევ PM-ის ჩვეულებრივ გამოყენებას.
OverDozeD Posted November 6, 2011 Posted November 6, 2011 გარეგნულად არაფერი შეიცვლება, უბრალოდ გლობალჰოსტინგი გვექნება აქაური პროსერვისის ნაცვლად. გაცილებით მეტად დაცული და სწრაფი.
Recommended Posts