X-treme user Posted November 5, 2011 Posted November 5, 2011 პლანშეტურ კომპიუტერ Motorola XOOM-მა საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურებები მოიპოვა და კრიტიკის ქარ-ცეცხლქვეშ გაიარა, ამიტომ კომპანიის ინჟინრები აქტიურად მუშაობდნენ მის მეორე თაობის დამზადებაზე, რომელიც ოფიციალურად სწორედ დღეს წარადგინეს. ხოლო ის ქვეყნები, რომლებიდანაც დაიწყება XOOM 2 და მის თანამოძმე XOOM 2 Media Edition-ის არცთუ იოლი გზა, გახდება დიდი ბრიტანეთი და ირლანდია. მოდელებს ბევრი რამ აქვთ საერთო: ორივეს საფუძვლად უდევს 1.2 გჰზ ტაქტური სიხშირის მქონე, 2-ბირთვიანი პროცესორი, 1 გბ ოპერატიული მეხსიერება, 16 გბ ტევადობის მყარი დისკი, ორი ცალი 1.3 (ფრონტალური) და 5 მპ-იანი (უკანა, შუქდიოდური მაშუქით). მოწყობილობები მუშაობენ ოპერაციულ სისტემა Google Android 3.2 Honeycomb-ზე, ხოლო შემთხვევითი დაზიანებებისგან, ისინი დაცულნი არიან Gorilla Glass მინით და წ^ლის შხეფების საწინააღმდეგო ზედაპირით. უფროსი ვერსია XOOM 2 აღჭურვილია 10.1-დუიმიანი ეკრანით, მისი ზომებია 253.9 х 173.6 х 8.8 მმ და იწონის 599 გ-ს. მასში წინასწარ არის დაყენებული პროგრამები, რომლებიც საქმიან ადამიანებს ნამდვილად გამოადგებათ. ელემენტის ერთი დამუხტვით, გაჯეტს შეუძლია 10 სთ-მდე ფუნქციონირება. რაც შეეხება XOOM 2 Media Edition-ს, ის შედარებით მცირე გაბარიტებით (139 x 216 x 8.99 მმ), დისპლეით (8.2 დუიმი) ხასიათდება, არის 386 გ და გათვლილია გართობისთვის განკუთვნილ უნივერსალურ საშუალებად, რაც გამოიხატება არამხოლოდ სახელწოდებაში, არამედ განსაკუთრებული დინამიკებითაც, რომლებიც უზრუნველყოფენ ადაპტირებულ ვირტუალურ, მოცულობით ჟღერადობას. ევროპაში პროდუქტები ნოემბრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდებიან. ფასები ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ერთ-ერთ ირლანდიურ მაღაზიის ბუკლეტის მიხედვით, 3G მხარდაჭერის არმქონე XOOM 2 Media Edition-ის ეს ნიშნული 400 ევროს უტოლდება. Overclockers.ru 5 Quote
ჯამბო Posted November 5, 2011 Posted November 5, 2011 რა აზრი აქვს ამათ გამოშვებას ? გაუთავდათ ალბათ რაც ქონდათ გაკეთებული და ვითომ ახლა რაღაც განაახლეს :facepalm: Quote
სოსო Posted November 5, 2011 Posted November 5, 2011 ეს ვაბშე რა არის? ტაბლეტია თუ ამპულა? ვიდზე ძალიან მომწონს Quote
Barca Posted November 5, 2011 Posted November 5, 2011 საკმაოდ კარგი ვიდი აქვს და მსუბუქიცაა , მაგრამ ძვირია Quote
გათი Posted November 5, 2011 Posted November 5, 2011 რა აზრი აქვს ამათ გამოშვებას ? გაუთავდათ ალბათ რაც ქონდათ გაკეთებული და ვითომ ახლა რაღაც განაახლეს ჩემ აზრებს კითხულობ დიზაინი არ მომწონს რაღაც.. Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.