iliko1990 Posted November 4, 2011 Posted November 4, 2011 ელექტრონიკის მწარმოებელთა არსენალში დღეისათვის მრავალი სხვადასხვაგვარი ვიდეოდაკვირვების სისტემაა, ეს სისტმები საკმაოდ მარტივია მოხმარებისას და ეფექტურნი თანმდევი ხარჯების ასპექტში. მაგრამ ამავდროულად, ისინი ხშირად არც ისე მოხერხებულია, რადგანაც მათთან სამუშაოდ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაა აუცილებელი, რომელსაც მწარმოებელი ქმნის და ყველა პლატფორმისთვის როდია ხელმისაწვდომი. პროდუქტი Lorex Live Connect სასიამოვნო გამონაკლისია. სისტემის კომპლექტში ერთი ვებ-კამერა შედის, რომელიც 640×480 წერტილის გარჩევადობის ვიდეოს ტრანსლირებას წამში 20 კადრის სიხშირით ახორციელებს და 700 მილიამპერი საათში ტევადობის აკუმულატორით იკვებება. კამერა უსადენო ქსელურ შლუზს უერთდება, რომელიც ასევე კომპლექტში შედის და ინტერნეტში გასვლა შეუძლია, H.264 ფორმატში ვიდეოს ტრანსლაციისას, მესამე კომპონენტი კი მობილური უსადენო მონიტორია 2,4-დიუმიანი LCD-დისპლეით, რომლის გარჩევადობაა 320×240 წერტილი. მონიტორს აგრეთვე microSD ფორმატის მეხსიერების კარტებისთვის სლოტი აქვს, რომელზეც ვიდეონაკადიდან სკრინშოტების შენახვა შეიძლება. http://www.youtube.com/watch?v=-1DvRU6m8yk&feature=related მაგრამ სისტემის მთვარი ღირსებაა ის ფაქტი, რომ უსადენო შლუზი მხარს უჭერს სერვისთან Skype მიერთებას, კლიენტები ამ სერვისისთვის უმეტესობა სამაგიდო და მობილურ პლატფორმაში არსებობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერი კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან შეიძლება გაიგოთ, რა ხდება თქვენს სახლში. ამას გარა, სისტემაში შეიძლება ერთდროულად ოთხი კამერა ჩაერთოს, მართალია, მათი დამატებით შეძენა დაგჭირდებათ. Lorex Live Connect-ის საბაზო კომპლექტის ღირებულება ინტერნეტ-მაღაზიაში Amazon.com 399,95 აშშ დოლარს შეადგენს.( http://www.amazon.com/Lorex-LW2031-connect-Wireless-Monitor/dp/B005GTNZU2/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1320425595&sr=1-1 ) წყარო: www.3dnews.ru 6 Quote
gamer1 Posted November 4, 2011 Posted November 4, 2011 წავიკითხე, მადლობა ინფოსთვის :miyvarxar: Quote
სოსო Posted November 4, 2011 Posted November 4, 2011 ამითი ცოლის თვალთვალიც შეიძლება არა სამსახურიდან? Quote
iliko1990 Posted November 4, 2011 Author Posted November 4, 2011 ამითი ცოლის თვალთვალიც შეიძლება არა სამსახურიდან? ხო სოსო წარმოიდგინე ცოლს როგორ უნდა გაუჭირდეს ადამიანს რომ ამით უთვალთვალოს ცოლს :lollol: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.