Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრონიკის მწარმოებელთა არსენალში დღეისათვის მრავალი სხვადასხვაგვარი ვიდეოდაკვირვების სისტემაა, ეს სისტმები საკმაოდ მარტივია მოხმარებისას და ეფექტურნი თანმდევი ხარჯების ასპექტში. მაგრამ ამავდროულად, ისინი ხშირად არც ისე მოხერხებულია, რადგანაც მათთან სამუშაოდ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფაა აუცილებელი, რომელსაც მწარმოებელი ქმნის და ყველა პლატფორმისთვის როდია ხელმისაწვდომი. პროდუქტი Lorex Live Connect სასიამოვნო გამონაკლისია.

lorex-live-connect-skype-camera.jpg

lorex-live-connect.jpg

LW2031_MAIN_a.jpg

lorex-live-connect-lw2031-skype-surveillance-monitor-thumb-500x375-9992.jpg

185245_d.png?ts=1277987706

სისტემის კომპლექტში ერთი ვებ-კამერა შედის, რომელიც 640×480 წერტილის გარჩევადობის ვიდეოს ტრანსლირებას წამში 20 კადრის სიხშირით ახორციელებს და 700 მილიამპერი საათში ტევადობის აკუმულატორით იკვებება. კამერა უსადენო ქსელურ შლუზს უერთდება, რომელიც ასევე კომპლექტში შედის და ინტერნეტში გასვლა შეუძლია, H.264 ფორმატში ვიდეოს ტრანსლაციისას, მესამე კომპონენტი კი მობილური უსადენო მონიტორია 2,4-დიუმიანი LCD-დისპლეით, რომლის გარჩევადობაა 320×240 წერტილი. მონიტორს აგრეთვე microSD ფორმატის მეხსიერების კარტებისთვის სლოტი აქვს, რომელზეც ვიდეონაკადიდან სკრინშოტების შენახვა შეიძლება.

http://www.youtube.com/watch?v=-1DvRU6m8yk&feature=related

მაგრამ სისტემის მთვარი ღირსებაა ის ფაქტი, რომ უსადენო შლუზი მხარს უჭერს სერვისთან Skype მიერთებას, კლიენტები ამ სერვისისთვის უმეტესობა სამაგიდო და მობილურ პლატფორმაში არსებობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერი კომპიუტერიდან ან სმარტფონიდან შეიძლება გაიგოთ, რა ხდება თქვენს სახლში. ამას გარა, სისტემაში შეიძლება ერთდროულად ოთხი კამერა ჩაერთოს, მართალია, მათი დამატებით შეძენა დაგჭირდებათ. Lorex Live Connect-ის საბაზო კომპლექტის ღირებულება ინტერნეტ-მაღაზიაში Amazon.com 399,95 აშშ დოლარს შეადგენს.( http://www.amazon.com/Lorex-LW2031-connect-Wireless-Monitor/dp/B005GTNZU2/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1320425595&sr=1-1 )

წყარო: www.3dnews.ru

  • Upvote 6
Posted

წავიკითხე, მადლობა ინფოსთვის :miyvarxar:

Posted

ამითი ცოლის თვალთვალიც შეიძლება არა სამსახურიდან?

facepalm.gif

Posted

ამითი ცოლის თვალთვალიც შეიძლება არა სამსახურიდან?

facepalm.gif

ხო სოსო :D

წარმოიდგინე ცოლს როგორ უნდა გაუჭირდეს ადამიანს რომ ამით უთვალთვალოს ცოლს :lollol: :lollol:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.