X-treme user Posted November 4, 2011 Posted November 4, 2011 კომპანია Seagate-მა განაცხადა ასორტიმენტში მომხარ ცვლილებებისა და 1 ტბ ტევადობის განახლებული მყარი დისკების მიწოდებების დაწყების შესახებ. არსებითად, ეს სიახლე უკავშირდება Barracuda-ს უფროსი მოდელების მახასიათებლებს - მაგნიტური ფირფიტების რაოდენობა უკვე არ აჭარბებს სამს - 3 ტბ-იან ვერსიების შემთხვევაშიც კი. მწარმოებლის სიტყვებით, ამგვარი ღონისძიებები იძლევიან ამ პროდუქტების ენერგომოხმარების დონის დაწევას, რასთან დაკავშირებითაც, ის მომდევნო წლის თებერვლიდან აპირებს 5900 ბრ/წთ-ის მქონე, Barracuda Green ხაზის წარმოებიდან ამოღებას. უფრო მეტიც, ამ ზომის მისი ყველა HDD აღარ დაიყოფა სერიებად და მთლიანად გაერთიანდება Barracuda-ის ქვეშ. ფლაგმან Barracuda XT-ის შემცვლელად, 2012-ის დასაწყისში გამოჩნდება მისი ჰიბრიდული ვარიანტი, რომელიც აღჭურვილი იქნება არანაკლებ 4 გბ-იანი ბუფერით. დაწვრილებითი ცხრილი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე განახლებული ხაზის ყველა ნაწარმს გააჩნია SATA-600 ინტერფეისის მხარდაჭერა, თითოეული 500 გბ-იანი მოდელის კეშ-მეხსიერება კი შეადგენს 16 მბ-ს, დანარჩენებისა კი - 64 მბ-ს. თვითონ კონტროლერი კი მზადდება უფრო პროგრესულ, 40 ნმ ტექ-პროცესზე, რაც ასევე იძლევა ენერგომოხმარების შემცირებას. ნაწარმებს სულ ცოტა ხანში შეემატება 4 ტბ-იანი სამაგიდო დისკიც. უფრო მაღალი ტევადობის ვერსიებში გამოყენებული იქნება ორსაფეხურიანი მექანიკური წამყვანი, რომლიც უზრუნველყოფს მაგნიტური თავაკების უფრო ზუსტ პოზიციონირებას. გარანტიის ხანგრძლივობა შემცირებულია სამიდან ორ წლამდე, ამას კი, კომპანიის წარმომადგენლები ხსნიან მარკეტინგული ფაქტორებით და არა საიმედოობის დაკლებას - წლის განმავლობაში, მწყობრიდან გამოდის ამ მარკის თანამედროვე მყარი დისკების არაუმეტესი 1% ნაწილი. სასაცილოდ ჟღერს ტბ-იანი ფირფიტების მქონე მოდელების რეკომენდირებული საბაზრო ფასები აშშ-ში: ST3000DM001 (3 ტბ) -> $179.99;ST2000DM001 (2 ტბ) -> $105.99;ST1500DM001 (1.5 ტბ) -> $83.99;ST1000DM003 (1 ტბ) -> $71.99. მიწოდებები უკვე დაწყებულია, თუმცა ტაილანდში მომხდარი მოვლენების გათვალისწინებით, როდის გაჩნდებიან ისინი გაყიდვაში, ჯერჯერობით უცნობია. Overclockers.ru 5 Quote
სოსო Posted November 4, 2011 Posted November 4, 2011 მანდ რაც ფასებია დაწეულია ფაქტიურად უბრალოდ ვერ გავიგე seagate-ს რა შეეხო ეგ წყალდიდობა? Quote
zV1 Posted November 4, 2011 Posted November 4, 2011 Vaa ra fasebia ra xdeba sizmari iyo tailandshi wyaldidoba,3tb medzvireba cota imitm rom 500gbs gazrdisas 10 dolari imatebs pasi magram tailands tu gavitvaliscinebt zgapari pasebia me 500gb-c yelshi amomdis araa sawiro 3 tb vinme idioti milioneri mag 3tb ians 4-s iyidis da raid0 shi (facepalm) Quote
George Posted November 4, 2011 Posted November 4, 2011 ხო მეც ვნახე ეგ ინფო Seagate simplifies HDD lineup, kills 5400RPM http://guru3d.com/news/seagate-simplifies-hdd-lineup-kills-5400rpm/ 5400რპმ მოდელები ამოუღია წარმოებიდან Quote
George Posted March 21, 2012 Posted March 21, 2012 Seagate achieves storage density of 1 terabit per square inch http://guru3d.com/news/seagate-achieves-storage-density-of-1-terabit-per-square-inch--/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.