Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Sapphire-ს, ბოლო დროს ყურადღება გამახვილებული აქვს ვიდეობარათ Radeon HD 6970-ის ასორტიმენტის განახლებაზე - ახალი მოდიფიკაციების ხარჯზე. როგორც ყოველთვის, ამ დროს, ის ცვლის გაგრილების სისტემის კონსტრუქციასაც, რაც თავის მხრივ, არ შეიძლება, რომ არ ახარებდეს ეტალონური ქულერების მოწინააღმდეგეებს. ამ კვირას, მან წარმოადგინა კიდევ ერთი ასეთი პროდუქტი, 2 გბ GDDR5 მეხსიერებით, სხვადასხვა დიამეტრის ხუთი სითბური მილაკითა და ხრახნების ოპტიმიზირებული მოყვანილობის მქონე, ორი ცალი 90 მმ-იანი ფენით, რომლებიც კონკურენტ გადაწყვეტილებებთან შედარებით, უზრუნველყოფენ იმავე რაოდენობის ჰაერის ნაკადის დამუშავებას, 10%-ით ნაკლები ხმაურის დონით და 25%-ით მეტი ეფექტურობით. ხოლო მათი საკისრები დაცულნი არიან მტვრის მოხვედრისგან, რაც ზრდის მათი მუშაობის ხანგრძლივობას.

37651311901d12db91c6171d0de58fa3.jpg

ნაწარმის მეორე თავისებურება გახლავთ BIOS-ის მეორე მიკროსქემის არსებობა, რომელზე გადართვითაც, მატულობს ბირთვზე ძაბვა - 1.2 ვ-მდე და ფენების ბრუნვის სისწრაფე. სტანდარტულ რეჟიმში, ის მუშაობს 880/5500 მჰზ სიხშირეებზე, ხოლო 'ოვერქლოქერული' პროფილი იძლევა ამ მაჩვენებლების აწევას - 1500/8000 მჰზ-მდე, ყოველ შემთხვევაში, ასეთია უტილიტა TriXX-ის მიერ დაწესებული თეორიული ზღვარი.

უკანა პანელზე განთავსებულია ორი DVI-გასასვლელი, ამდენივე mini-DisplayPort და ერთი HDMI. ადგილი მოიძებნა ფართო სავენტილაციო ღრმულებისთვისაც. ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ეს ვერსია ხელმისაწვდომი იქნება იგივე ფასად, როგორიც ეტალონური და პერსპექტივაში, უნდა მოახდინოს მისი ჩანაცვლებაც.

  • Upvote 4
Posted

გამოუშვან ახალი ვიდეო დაფები თორე რამდენად ღა ატრიალონ აღარ იციან :D

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.