George Posted November 30, 2011 Posted November 30, 2011 Acer: HDD shortage to intensify in December http://guru3d.com/news/acer-hdd-shortage-to-intensify-in-december/
westsider Posted November 30, 2011 Posted November 30, 2011 ვა შენ ცოცხალი ხარ? მერე რა ქენი გაასაღე უკვე ოთხივე? რომ გავყიდო ისე 4ვე კი მომივა მაგარი სსდ 2 ცალიც რომ გავყიდო საკმარისია პრინციპში 200 ევროს ავირებ ორ ცალშ
X-treme user Posted December 7, 2011 Posted December 7, 2011 მყარ დისკების დეფიციტი დღემდე იგრძნობა, თუმცა ბოლო 2-3 კვირის მონაცემებით, სიტუაცია თანდათანობით სტაბილურდება. მაგალითად 500 გბ-იანი მოდელები, რომელთა ფასიც ოქტომბერში 45-დან 120$-მდე გაიზარდა, დღესდღეობით უკვე დაახლოებით 100$-მდე ჩამოვიდა. 62-დან 160$-მდე გაძვირებული 1 ტბ-იანები უკვე 125$-ზე იმყოფებიან, ხოლო 2 ტბ-იანებმა კი, 185-დან 145$-მდე ჩამოინაცვლეს. ხოლო მათთვის, ვინც გარკვეული დროით გადადო HDD-ის აპგრეიდი, კომპანია WD ატყობინებს ტაილანდში აღდგენით სამუშაოების შესახებ. მისი ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ შესაბამისი ღონისძიებები ტარდება 'დადგენილ გრაფიკების მნიშვნელოვნად გასწრებით'. რამდენიმე კვირაში მოხერხდა შემდეგი: დადგენილ თარიღებზე ერთი კვირით ადრე, გაშვებულ იქნა მყარი დისკების წარმოება ერთ-ერთ სამრეწველო კორპუს ბანგ პა-ინში (BPI), ტაილანდში. 15 ოქტომბრიდან, ეს ფაბრიკა დაიტბორა ორი მეტრით. ამ წ^ლის გაწოვა დასრულდა 17 ნოემბერს, ელ-ენერგიის მიწოდება განახლდა 26-ში, ხოლო 30-დან მუშაობა კვლავინდებურად განახლდა; მდგომარეობის შეფასების, წმენდისა და აღდგენის შესასრულებლად, მყარ დისკების 'თავაკების' წარმოებისთვის განკუთვნილ ყველა მოწყობილობას (სლაიდერებს) ჩაუტარდათ დემონტაჟი და გადატანილ იქნენ ბანგ პა-ინში; მომდევნო წლის მეორე კვარტალში იგეგმება არამხოლოდ HDD-ების თავაკების წარმოების განახლება ბანგ პა-ინში, არამედ ასევე სლაიდერების დამამზადებელი, ახალი ფაბრიკის გახსნაც პენანგში, მალაიზიაში;WD-ის ფაბრიკები ნავანაკორნში რჩებიან 60 სმ-ით დატბორილნი. გეგმების მიხედვით, წ^ლის სრული გაწოვა დასრულდება 10 დღეში, რის შემდეგაც, დაუყოვნებლივ დაიწყება გაწმენდითი და სარემონტო სამუშაოები. ამასთან ერთად, WD-ის პრეს-სამსახური იუწყება Hitachi GST-სთან მოლაპარაკების გადატანის შესახებ - მომდევნო წლის მეორე კვარტლამდე. Overclockers.ua 4
სოსო Posted December 7, 2011 Author Posted December 7, 2011 მაინც ორჯერ ძვირი რჩება ფასები მაგრამ წ#$%ს დონესთან ერთად იკლებს :)
ბექა Posted December 7, 2011 Posted December 7, 2011 საქართველოში არ დაიკლებს კარგა ხანს +1 ამათ მიზეზი მიეცი და
lomsa Posted December 7, 2011 Posted December 7, 2011 საქართველოში არ დაიკლებს კარგა ხანს საქართველოში ხო 2 ჯერ მეტი ღიდა ამ ამბავამდე და ეხლა კიდე გაასამმაგეს :fuk:
სოსო Posted December 7, 2011 Author Posted December 7, 2011 გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს :chojinfc:
aBnOrMaL Posted December 8, 2011 Posted December 8, 2011 ნეტა რა აზრი აქვს ერთი : )) ვისაც თავის დროზე 320-იანი ვინტები უნახავს 50 60 ლარებში ის ნამდვილად არაა გადამხდელი ეხლა 120 100 ლარის..500 და ტერაბაიტიანებზე აღარაფერს ვიძახი.... აძვირონ და იყონ მაინც ვერ ყიდიან აზრი? :| ვიღაცას 500-ნი ვინტი თავის დროზე 80 ლარად უყიდია დღეს GTX 2XX დონის ვიდეო კარტებში ცვლიან ეგ ქარხანა ამუშავდება და ჩვენ ქვეყანას მაინც არაფერი ეშველება ...ალტამ ვინტების დეფიციტიაო და შარშან თუ კომპიუტერს აწყობდა 400 ლარად დღეს ვინჩესტერს ყიდის 500-ანს მაგ ფასად :| არმინდააა იქამდე დავიტანჯავ თავს ამ 160-ნი ვინტით სანამ ფასები არ დავარდება ;|
GIVI-1990 Posted December 9, 2011 Posted December 9, 2011 იცით ალბათ რომ 2 კვირის წინ გამიფუჭდა hdd , მოკლეთ დავიწყე ქართული მაღაზიების შემოვლა და როგორც ყოველთვის(არასდროს არაფერი არააქვთ) მითხრეს hdd ებს აღარ ვყიდითოო, მოკლეთ მთელი მაღაზიები დავიარე და მხოლოდ ალტაში იყო 500 იანი 260 ლარად სხვა არაგვაქო თან კიდე საიტი აქვთ გადაჭედილი 80 იანი გინდა 160 გინდა მოკლეთ ყველანაირი და სინამდვილეში რო მიხვალ არაფერი არააქვთ ეხლა რატო დავწერე ეს ყველაფერი გააძვირონ რამდენიც უნდათ კიდევ კარგი რომ არსებობს ამაზონი ძვირათაც შეგიძლია პოვნა და იაფდაც არის , მართალია 2 კვირა ველოდე მაგრამ სამაგიეროთ რაც მინდოდა და რა ფასშიც მინდოდა ის ვიყიდე სულ მალე კიარა მემგონი უკვე აღარავინ აქაური მაღაზიიდან აღარაფერს იყიდის ყველაფერს ამაზონზე შეუკვეთავენ
X-treme user Posted December 11, 2011 Posted December 11, 2011 მყარი დისკების ნაკლებობა კიდევ დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნდება, რაც თავის მხრივ, გავლენას მოახდენს კომპიუტერული ბაზრის ზრდის მაჩვენებელზე. თუ ადრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ 9,5%-იან მატებას, ახლა ისინი თვლიან, რომ ეს ნიშნული არ გადააჭარბებს 6,8%-ს. IHS iSuppli-ის ექსპერტები დაწრმუნებულნი არიან, რომ დეფიციტი ყველაზე მეტად დააზარალებს ნოუთბუქებს. მათი გათვლებით, აღნიშნული სეგმენტის დონე, მომავალ წელს აიწევს 10,1%-ით (აგვისტოში ეს პროგნოზი 13,8%-ს შეადგენდა). მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია უკვე 2012-ის I კვარტლიდან დაიწყებს გამოსწორებას, შეთავაზებებსა და მოთხოვნილებებს შორის ბალანსს, ეს სფერო მხოლოდ III კვ-ში მიაღწევს. უფრო მეტიც, წლის ბოლოს, შესაძლოა მოხდეს მყარი დისკების წარმოების მაჩვენებლის გადაჭარბება და საწყობების გადატვირთვა, რადგანაც გამოშვების მოცულობებს ტაილანდში, დაემატება იმ ქარხნებიდან მიღებული პარტიები, რომლებიც ამჟამად სხვა ქვეყნებში იხსნება. IXBT
სოსო Posted December 11, 2011 Author Posted December 11, 2011 მე SSD-ს გაიაფებას ველოდები და ესენი HDD-საც აძვირებენ რა დროს წყალდიოდობა იყო
George Posted December 12, 2011 Posted December 12, 2011 Impact of Thailand Flooding to Affect HDD Supply Into 2013 http://guru3d.com/news/impact-of-thailand-flooding-to-affect-hdd-supply-into-2013/ რა კარგ დროს მიყია ისე F3 1ტბ 140 ლარათ
X-treme user Posted December 13, 2011 Posted December 13, 2011 ხოლო Digitimes Research-ის სპეციალისტებმა სცადეს სიტუაციის სამომავლო განვითარების პროგნოზირება. მათი აზრით, დეფიციტი პიკს ამ და იანვრის თვეში მიაღწევს. თებერვლიდან, მიწოდებების ოდენობები თანდათანობით გაიზრდება. ხოლო ბაზრის შევსებას ხელს შეუშლის საწყობების მარაგების არქონა, თუმცა მარტისთვის, Western Digital და ამ კომპანიასთან დაკავშირებული კომპონენტების მწარმოებლები, შეძლებენ უწინდებური მოცულობების 70%-ის დონის მიღწევას. ეს კი, იმ ვარაუდებზე სამი თვით უფრო ადრეა, რომლებიც ადრე კეთდებოდა. აღდგენითი ტემპებიც აღმოჩნდა უფრი მაღალი და ამგვარად, მეორე კვარტალში, გამოშვებულ იქნება 165 მლნ მყარი დისკი, რაც თავის მხრივ, პირველ კვ-სთან შედარებით, 18%-ით მეტია. ამის შედეგად, დეფიციტი შემცირდება 5%-მდე. სასიკეთო პირობების შემთხვევაში, ბალანსი - მოთხოვნილებებსა და შემოთავაზებებს შორის, დამყარდება II კვარტლის ბოლოსთვის. IXBT 1
Stifmaster Posted December 13, 2011 Posted December 13, 2011 დღეს ვნახე 140-ად 500-ანი,იაფია?ავიღო?თუ დაველოდო?
Vako™ Posted December 13, 2011 Posted December 13, 2011 ამ წუთას ნორმალური ვარიანტია მაგრამ თუ არ გეჩქარება ჯობია დაელოდო
Blaster Posted December 13, 2011 Posted December 13, 2011 სამსუნგიც ხომ უშვებს ვინჩესტერებს გადარჩენილია რა ისე როდის დაიკლებს ნეტა გარე ვინჩესტერი მჭირდება სასწრაფოდ :S
საჯო Posted December 13, 2011 Posted December 13, 2011 რამდენიმე დღის წინ მეგობარმაა ააწყო არ წამიყვანა წინა დღეს გავაფრთხილე და 250 ლარში შეტენეს 500 იანი მეორე დღეს კიდე აღარც დაიბრუნეს pcshop.ge
George Posted December 14, 2011 Posted December 14, 2011 Intel Lowers Q4 Revenue Prospect, Hard Drive Shortages are cause http://guru3d.com/news/intel-lowers-q4-revenue-prospect-hard-drive-shortages-are-cause/
George Posted December 16, 2011 Posted December 16, 2011 თებერვლიდან ვითომ გაუმჯობესდებაო სიტუაცია http://www.3dnews.ru/news/621489
X-treme user Posted December 18, 2011 Posted December 18, 2011 WD-მა გადაწყვიტა, რომ 2012-ის დასაწყისში, ერთი მესამედით, ანუ 3-დან 2 წლამდე შეამციროს გარანტიის ხანგრძლივობა Caviar Blue, Caviar Green და Scorpio Blue სერიის მყარ დისკებზე. უფრო ზუსტად კი, ეს ცვლილება შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებსაც პარტნიორები მიიღებენ 2 იანვრის შემდეგ. ამგვარად, იქმნება სიტუაცია, როდესაც იგივე მოდელები ხელმისაწვდომნი იქნებიან სხვადასხვა აღნიშნული ვადებით. -------------------------------------------------- კომპანია Seagate-იც, თავის მხრივ, ამცირებს ზოგიერთი მყარი დისკის საგარანტიო თარიღებს 5-დან 1 წლამდე - 2011-ის 31 დეკემბრიდან. Barracuda, Barracuda Green (3,5 დუიმი), Momentus (2,5 დუიმი, 5400 და 7200 ბრ/წთ) — ერთი წელი;Pipeline HD Mini, Pipeline HD, SV35 — ორი წელი;Barracuda XT, Momentus XT, Constellation 2 და Constellation ES.2 - სამი წელი IXBT 1
Vako™ Posted December 18, 2011 Posted December 18, 2011 დაიცა 5 წლიანი გარანტიის მაგივრად 1 წლიან გარანტიას იძლევიან? :ups:
George Posted December 18, 2011 Posted December 18, 2011 მართლა ეგრე გამოდის Seagate Cuts Warranties on HDDs http://guru3d.com/news/seagate-cuts-warranties-on-hdds/
George Posted December 20, 2011 Posted December 20, 2011 HDD supply to be most stringent in January http://guru3d.com/news/hdd-supply-to-be-most-stringent-in-january/ Western Digital შეუმცირებია გარანტია თავის HDD-ზე არა მარტო სიიგეიტს http://www.3dnews.ru/news/621729
Recommended Posts