საბა Posted November 1, 2011 Posted November 1, 2011 არ ვიცოდი სად გამეხსნა ეს თემა, მოდერს შეუძლია შესაბამისი ადგილი მიუჩინოს. პირველ რიგში მინდა მოგესალმოთ ყველას სამწუხაროდ უკვე ვეღარ ვახერხებ ხშირად შემოსვლას ფორუმზე რაღაც რაღაც მიზეზების გამო და ამიტომ ყველა ძალიან მომენატრეთ.არც სიახლეების საქმის ყურში ვარ და არც ის ვიცი ამჟამად რა ხდება ფორუმზე. ძალიან იშვიათად თუ მოვიცლი ხოლმე და რამოდენიმე მაღლა წამოწეულ თემას გადავხედავ,მეტი არაფერი.მეტს ფიზიკურად ვერ ვახერხებ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე რომელიც წლის ბოლომდე მხოლოდ უფრო და უფრო თუ გართულდება, გამარტივების შანსი არ არის . ახლა რისთვის გაწუხებთ რამდენიმე დღის წინ, სკოლაში შეიქმნა ჯგუფები და ყველას დაევალა თითო-თითო პრეზენტაციის მომზადება. თემატიკა შეზღუდული არ იყო ამიტომ ზოგს რა იდეამ დაარტყა და ზოგს რამ. არც მე ჩამოვრჩენილვარ მათ და ავირჩიე ერთი "x" თემა რომლის შესახებაც გადავწყვიტე მოკლე მეტრაჟიანი ფილმის გადაღება.ახლა შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა რა დროს რეჟისორობაა ამ აბიტურიენტობის დროსო, მაგრამ დამიჯერეთ არის იმიტომ რომ უბრალოდ ასე მინდა! თავიდან რა თქმა უნდა მე და ჩემმა პატარა ჯგუფმა, წესრიგში მოვიყვანეთ სიუჟეტის და სცენარის ამბავი. და ჯერი მიდგა გადაღებებზე. გადაღებისთვის ადგილიც შერჩეულია და ტექნიკაც ასე თუ ისე სიმწრით შეგროვებული, მაგრამ დარჩენილია ერთი პრობლემა,მონტაჟი. ვინაიდან და რადგანაც ამ სფეროსთან არასდროს შეხება არ მქონია მაქვს პატივი ჩემს თავს ვუწოდო ჩაინიკი ხოდა overclockers.ge ის წევრს პრობლემის შექმნის თანავე სხვა რა გამახსენდებოდა თუ არა მშობლიური ფორუმი ერთი სიტყვით მინდა გკითხოთ რჩევა ამ ამბავთან დაკავშირებით, თუ შეგიძლიათ ვინმეს მონტაჟის ამბავში ანბანს მაინც გამაცნოთ, ან მირჩიოთ რა პროგრამებითაა უკეთესი ასეთ მოკლე მეტრაჟიან ფილმებთან მუშაობა და ა.შ ერთი კითხვა ახლავე შემიძლია დაგისვათ, დღეს ვფიქროდი მაგაზე თან. აი უბრალო სატელეფონო საუბრის დროს რომ ეკრანი იყო და ორი კადრი იჩითება, ეგ რა პროგით შეიძლება გაკეთდეს და ესეთი რაღაცეები მაინტერესებს რა წელს მივხვდი დროს რამხელა ფასი ქონია, ამიტომ თუ ვინმე მოახერხებს და ცოტა დროს დამითმობს მადლობელი დავრჩები. ახლა ჩემთვის ერთი ორი სიტყვით დახმარებასაც დიდი ფასი აქვს, იმიტომ რომ როგორც ზემოთ აღვნიშნე ამ ამბავში ჩაინიკი ვარ ეს იყო ჩემი სათხოვარი, სათქმელი და რავი რაც გინდათ ის დაარქვით ახლა გავიქეცი ქართულზე აბა ჰეთ და აბა ჰოთ
anzori88 Posted November 1, 2011 Posted November 1, 2011 სალამი. ყველაზე მარტივი და უბრალო პროგრამა არის Windows movie maker, რომელიც როგორც წესი ვინდოუსებს მოყვება. შეგიძლია ჩააგდო როგორც ფოტოები, ისე ვიდეოები. არის პატარა კუბიკები სადაც ამ ვიდეოებს ჩაყრი, დაალაგებ რა თანამიმდევრობითაც გინდა, იქვე შეგიძლია გაყო ვიდეოებიც, ანუ მოაჭრა არასასურველი მომენტები, მერე ქვემოთ იქვე აქვს აუდიო ფაილის ჩასაგდები ადგილიც, თუ უკვე მზად გაქვს აუდიო რაც უნდა დაადო, ჩაუგდებ, შეგიძლია ისიც დაარედაქტირო როგორც მახსოვს. შემდეგი ნაბიჯი არის რა ზომებში გამოგიტანოს ვიდეო, ანუ აირჩევ ხარისხს, ფორმატს და ა.შ. მიუთითებ სად შეინახოს და დაიწყებს დამზადებას. ასევე შეგიძლია ჯერ მხოლოდ ვიდეო დაამზადო, მერე ცალკე ჩაწერო ხმა, და უკვე მთლიან ვიდეოს იგივ ეპროგრამაში დაასვა ეს ხმა და იგივე ნაბიჯეი გაიმეორო. ყველაზე მარტივი გზა ეს არის, მემგონი. ან აიღე ვიდეოსთან სამუშაო სხვა პროგრამა, ნახე ერთი ორი მოკლე ტუტორიალი youtube-ზე და უბრალო და მარტივ ვიდეოს დაამზადებ უპრობლემოდ. :)
eXtreme-Hunter Posted November 1, 2011 Posted November 1, 2011 adobe premier pro + tutorials + 2 day = average quality montage
საბა Posted November 1, 2011 Author Posted November 1, 2011 gajaviki thanks anyway anzori88 დიდი მადლობა,სხვა რომელიმე დიდ პროგს თუ არ დავეჯახე, ეგეც შეიძლება გამოვიყენო რაღაც რაღაც მომენტებისთვის eXtreme-Hunter :bow: უკვე DOWNLOADING უღრმესი მადლობა :)
eXtreme-Hunter Posted November 1, 2011 Posted November 1, 2011 თან რა პონტია იცი? ეს საქმე ერთხელ მაინც თუ გააკეთე, ვეღარ გაჩერდები, აქედან გამომდინარე მაინც მოგიწევს პრემიერზე გადასვლა, აწი ბარემ მაგითვე დაიწყე რა, რაც არ უნდა გამოიყენო, ხომ მაინც ასათვისებელი გაქვს? ხოდა რაღა სუსტებზე ივარჯიშო, პირდაპირ მხეცით დაიწყე :spiteful:
საბა Posted November 1, 2011 Author Posted November 1, 2011 თან რა პონტია იცი? ეს საქმე ერთხელ მაინც თუ გააკეთე, ვეღარ გაჩერდები, აქედან გამომდინარე მაინც მოგიწევს პრემიერზე გადასვლა, აწი ბარემ მაგითვე დაიწყე რა, რაც არ უნდა გამოიყენო, ხომ მაინც ასათვისებელი გაქვს? ხოდა რაღა სუსტებზე ივარჯიშო, პირდაპირ მხეცით დაიწყე კი ბატონო, გეთანხმები მადლობა კიდევ ერთხელ. შემოსკაიპდი საქმე ამქ დროზე რა მესკაიპება ბიჯოუ თუ რამეა FB ში მომწერე PM :miyvarxar:
ბექა Posted November 1, 2011 Posted November 1, 2011 კი ბატონო, გეთანხმები მადლობა კიდევ ერთხელ. რა მესკაიპება ბიჯოუ თუ რამეა FB ში მომწერე PM თუ გეზარება დიდი პროგრამები აიღე sony vegas და ეგ არის
Nathaniel Posted November 2, 2011 Posted November 2, 2011 თან რა პონტია იცი? ეს საქმე ერთხელ მაინც თუ გააკეთე, ვეღარ გაჩერდები, დაიცა როგორ ვერ გაჩერდები Was there, done that.
Name Posted November 2, 2011 Posted November 2, 2011 ვინმე მემონტაჟეს მიუტანე კატასტროფულ ფასს არ გამოგართმევს. დროი ისადაც მცირე გაქვს აბიტურიენტობისას და მონტაის, მონტაჟის სწავლა დიდ დროს წაგართემევს. ოღონდ ქორწილის,ბანკეტის და მისნაირების მემონატაჯეებს არ მიუტანო მაათი დამონტაჟებულს ჩემმა თუ არ აჟობეს მე ვიყო ბიბერი.
ოთო Posted November 2, 2011 Posted November 2, 2011 თუ გინდა გადმომიგზავნე პატარ-პატარა ფრაგმენტები და შეძლებისდაგვარდ დაგეხმარები
საბა Posted November 2, 2011 Author Posted November 2, 2011 იყოს იყოს, ვნახე ნაცნობი ვინც ერკვევა ამ ამბავში და მეხმარება დიდი მადლობა ყველას შეგიძლიათ დახუროთ თემა.
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.