Jump to content

Recommended Posts

Posted

ოქტომბრის დასაწყისში, AMD-ს ტრადიციულ პარტნიორ PowerColor-მა წარმოადგინა ექსკლუზიური პროდუქტი Devil 13 HD6970, რომლის ფოტოსურათებისა და ზოგიერთი მახასიათებლის მოპოვება მხოლოდ გუშინ მოხერხდა, ვებ-რესურს Fudzilla-ს მიერ. პირველ რიგში, გაირკვა ის, რომ 880/5500 და 960/5700 მჰზ სიხშირეების მქონე, VGA-BIOS მიკროსქემებს შორის გადამრთველის როლს ასრულებს უკანა პანელზე განთავსებული წითელი ღილაკი. ამგვარი კონსტრუქციული მიდგომა ჩვენ ადრეც შეგვხვედრია, ColorFire-ის ვიდეობარათ Radeon HD 6870-ში.

რაც შეეხება შესაძლებლობებს, მათ შორის ალბათ უნდა აღინიშნოს ძირითადი ძაბვის გასაზომად განკუთვნილი კონტაქტების, პოლიმერულ კონდენსატორ Proadlizer-ის, DirectFET ტრანზისტორებისა და უჩვეულო მოყვანილობის მყარი დროსელების არსებობა - სითბოს უკეთესი მოცილებისთვის.

1744ba2bfa0a2b417d1db828fdde5c7d.jpg

2ceaf3bed563b822500fb3f94bef8e6e.jpg

კომპანიის მარკეტოლოგების აზრით, გაუმჯობესებული PCB უზრუნველყოფს მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობის ორჯერ გაზრდას - ძალური ელემენტების 15%-ით შემცირებულ გათბობაზე - ეტალონურ Radeon HD 6970-თან შედარებით.

პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია ევროპაში 428 ევროდ.

  • Upvote 4
Posted

კომპანიის მარკეტოლოგების აზრით, გაუმჯობესებული PCB უზრუნველყოფს მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობის ორჯერ გაზრდას - ძალური ელემენტების 15%-ით შემცირებულ გათბობაზე - ეტალონურ Radeon HD 6970-თან შედარებით.

ფასი ალბათ მაგიტომ აქვს ასეთი მაღალი

სახელი მაგარი აქვს :)

და საერთოდ მაგარია ეს ბრენდი

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.