X-treme user Posted October 31, 2011 Posted October 31, 2011 ოქტომბრის დასაწყისში, AMD-ს ტრადიციულ პარტნიორ PowerColor-მა წარმოადგინა ექსკლუზიური პროდუქტი Devil 13 HD6970, რომლის ფოტოსურათებისა და ზოგიერთი მახასიათებლის მოპოვება მხოლოდ გუშინ მოხერხდა, ვებ-რესურს Fudzilla-ს მიერ. პირველ რიგში, გაირკვა ის, რომ 880/5500 და 960/5700 მჰზ სიხშირეების მქონე, VGA-BIOS მიკროსქემებს შორის გადამრთველის როლს ასრულებს უკანა პანელზე განთავსებული წითელი ღილაკი. ამგვარი კონსტრუქციული მიდგომა ჩვენ ადრეც შეგვხვედრია, ColorFire-ის ვიდეობარათ Radeon HD 6870-ში. რაც შეეხება შესაძლებლობებს, მათ შორის ალბათ უნდა აღინიშნოს ძირითადი ძაბვის გასაზომად განკუთვნილი კონტაქტების, პოლიმერულ კონდენსატორ Proadlizer-ის, DirectFET ტრანზისტორებისა და უჩვეულო მოყვანილობის მყარი დროსელების არსებობა - სითბოს უკეთესი მოცილებისთვის. კომპანიის მარკეტოლოგების აზრით, გაუმჯობესებული PCB უზრუნველყოფს მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობის ორჯერ გაზრდას - ძალური ელემენტების 15%-ით შემცირებულ გათბობაზე - ეტალონურ Radeon HD 6970-თან შედარებით. პროდუქტი უკვე ხელმისაწვდომია ევროპაში 428 ევროდ. Overclockers.ua 4 Quote
Fatal Fighter Posted October 31, 2011 Posted October 31, 2011 კომპანიის მარკეტოლოგების აზრით, გაუმჯობესებული PCB უზრუნველყოფს მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობის ორჯერ გაზრდას - ძალური ელემენტების 15%-ით შემცირებულ გათბობაზე - ეტალონურ Radeon HD 6970-თან შედარებით. ფასი ალბათ მაგიტომ აქვს ასეთი მაღალი სახელი მაგარი აქვს და საერთოდ მაგარია ეს ბრენდი Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.