Jump to content

Recommended Posts

Posted

სანამ NVIDIA 28 ნმ გრაფიკული გადაწყვეტილებების მზადების პროცესშია, ვიდეობარათების მწარმოებლები ცდილობენ დღეს არსებული პროდუქტების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. წინა კვირას, კომპანია Inno3D-მ განაცხადა Jericho სუფიქსის მქონე, GeForce GTX 570-ის გამოსვლის შესახებ, რომლის მთავარ უპირატესობად ეტალონურ მოდელებთან შედარებით, უნდა ჩაითვალოს ორსლოტიანი გაგრილების სისტემა. ის მოიცავს ალუმინის რადიატორთან დაკავშირებულ ხუთ სითბური მილაკს, 92 x 92 x 15 მმ ზომის PWM-მართვის მქონე ფენს, რომლის სისწრაფეც იცვლება ავტომატურად - 1000-დან 4200 ბრ/წთ-მდე, ამასთან გამოსცემს არაუმეტეს 18 დბ-ს (რეფერენს ვერსიებზე 15%-ით ნაკლებს და ამდენივე პროცენტით უკეთეს გაგრილებას) და წუთში უზრუნველყოფს მაქსიმუმ 45 ფუტ3 ჰაერის ნაკადის გატანას, ხოლო სტაბილური მუშაობის ხანგრძლივობა კი შეადგენს 40 000 სთ-ს.

0f861779bb63d32c354147485c4ec31d.jpg

2ef32594ed2167ff3b58c6e28e6333a4.jpg

ნაწარმის მასა შეადგენს 420 გ-ს, ხოლო GTX 570-ის ჩვეულ ვერსიებთან შედარებით, დიდი ალბათობით გაიზრდება სიხშირეების ნიშნულებიც. მის გარდა, კომპანია აგრეთვე აპირებს მსგავსი ვიდეო-ადაპტერის, 448 ნაკადური პროცესორით აღჭურვილ, Inno3D GeForce GTX 560 Ti Jericho-ს გამოშვებასაც.

  • Upvote 5
Posted

კარგ ვიდზეა +1

Posted

აუუ ესეთი გამჭირვალეა ? მაგარია ძალიან დიზაინი :thumbsup:

Posted

საკაიფო დიზაინიცაა და ეგ სერიალიც მევასებოდა თავის დროზე :cry:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.