Jump to content

Recommended Posts

Posted

ფაქტიურად მხოლოდ ლიცენზირების მეთოდი

Microsoft-ს აქვს ლიცენზირების განსხვავებული ტექნიკა Original Equipment Manufacturer-ებისთვის, ანუ მსვილი აპარატურის მწარმოებელი ფირმებისთვის, როგორიცაა მაგალითად HP, Dell, Asus და ა.შ

მათ აძლევს სიტყვაზე 1000 ლიცენზიას ერთი სერიული ნომრით, სამაგიეროდ, აქტივაციისთვის ისინი ამატებენ თავიანთი კომპიუტერების და ლეპტოპების BIOS-ში SLIC 2.0/2.1 სერთიფიკატებს, ასევე Windows-შიც

ამაზეა დაფუძვნებული DAZ Loader-ის მუშაობა, "ატყუებს" Microsoft-ს, რომ გვაქვს ვთქვათ HP-ს ლეპტოპი მოყოლილი Windows-ით

Retail ანუ საცალო გაყიდვის ლიცენზიაა, რომელსაც მოყვება უნიკალური სერიული ნომერი, მასეთი Windows შეგიძლია იყიდო სიტყვაზე Alta-ში

მარტივად რომ ვთქვათ, იგივე სერიული ნომრით სხვა Windows-ს ვერ გაააქტიურებ

ზოგჯერ OEM მწარმოებლები Windows-ში ამატებენ თავიანთ მოდიფიკაციებს: თემებს, ლოგოებს, პროგრამებს და ა.შ, თუმცა ყიდიან ამ Windows-ს აპარატურასთან ერთად, აყოლებენ არა Windows-ის საინსტალაციოს, არამედ Recovery დისკს, ან ხშირად, როგორც ახლაა პირპირ ვინჩესტერზე ჩაწერილ სარეზერვო ასლას, რომელიც იდეაში მუშაობს მხოლოდ კონკრეტულ მოდელთან

Retail-ს კი ეს შეზღუდვა არა აქვს, სადა გინდა დააყენე, თუკი შესაბამისი სერიული ნომერი (ან ჩვენს შემთხვევაში კრეკი) გაქვს

  • Upvote 9
Posted

გაიხარე "ძმაო",ასე რომ ჯობია retail.მე ახლა oem მაქვს.

Posted

კი ეგრეა, დაახლოებით "კორპორაციულ" და "საცალო"-ს შორის განსხვავებასავითაა, თუ ზუსტად ეგ არაა.

Posted

gio_kiborg

ძალიან კარგად გაქვს განმარტული.

არც მე ვიცოდი ზუსტად რა განსხვავება იყო

  • 1 year later...
Posted

ამ თემაში არ განიხილება სვა საკითხები გარდა Windows-ის OEM და Retail ვერსიებისა

ზედმეტ პოსტებს ვშლი

გამეორების შემთხვევაში ვორნი!

  • 2 years later...
Posted

ასეთი კითხვა:
რამდენია დაახლ. ფასნამატი ნუ ავიღოთ მაგალითად თანამედროვე სისტემა oem და reteil win 10 შემთხვევაში კომპ. სისტემებზე?
ბარსელონა შენ გეცოდინება ზუსტად :)

Posted
37 minutes ago, shavlego said:

ასეთი კითხვა:
რამდენია დაახლ. ფასნამატი ნუ ავიღოთ მაგალითად თანამედროვე სისტემა oem და reteil win 10 შემთხვევაში კომპ. სისტემებზე?
ბარსელონა შენ გეცოდინება ზუსტად :)

მაგალითად ნოუთბუქი რომ ავიღოთ Free Dos ით რომელიც ღირს 1000 ლარი, იგვე ნოუთბუქი OEM ვინდოუსით ეღირება მაქს 100-150 ლარით მეტი, მაგრამ Ritail ვერსია რომ იყიდო ცალკე დაახლოებით 3 მაგი ფასი დაგიჯდება

  • Upvote 1
  • 3 weeks later...
Posted

ისე, სხვათა შორის Alta-ში OEM ლიცენზიებს ყიდიან

არ ვიცი როგორ, აგრამ 3-ჯერ იაფია Retail-ზე

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.