Jump to content

Recommended Posts

Posted

თანამშრომლობა თამაშების შემქმნელებსა და კომპანია-მწარმოებლებს შორის სულ უფრო მეტად ვრცელდება. პრაქტიკულად ყველა გეიმერული ანონსს (თუნდაც Battlefield 3 ან DiRT 3-ის შემთხვევაში) თან ერთვის აქტიური ხელშეწყობა პოპულარიზაციის მიზნით - AMD-ს, Nvidia-ს და მათი პარტნიორების მხრიდან. საპასუხოდ კი, ამ კორპორაციების საამებლად, სტუდიები ძირითად ყურადღებას უთმობენ გრაფიკულ შემადგენლობას და ხშირად სხვა სფეროებზე მეტისმეტად გულმოდგინედ არ იხარჯებიან.

ამჯერად, კომპანია EVGA-მ დაანონსა ვიდეობარათი GeForce GTX 580 Superclocked Batman Arkham City Edition. შეფუთვის დიზაინი და აღნიშნული გმირის გამოსახულებამ წესით უნდა მიიზიდოს ამ მუქი რაინდის ეპოპეის მოყვარულები. შედის თუ არა კომპლექტში კუპონი მის ჩასატვირთად, ჯერჯერობით უცნობია.

7fa52d1e206fe7cc71ea3c59644279c6.jpg

cd9bc29997b1ba3a4b5ee014f494cc53.jpg

ჩვენს წინაშე, ფაქტიურად უბრალო GeForce GTX 580 Superclocked ვერსიაა, იგივე სიხშირე - 797/1594/4050 მჰზ-ით - ბირთვის, შეიდერული ბლოკებისა და 1,5 გბ ვიდეომეხსიერებისთვის შესაბამისად. კომპონენტური თვალსაზრისითაც, ის რეფერენსული პროდუქტის იდენტურია. პორტების სახით, წარმოდგენილია ორი DVI და ერთი mini-HDMI. რაც შეეხება მის ფასს, ის 30$-ით უფრო მეტია (530$) - ადრე გამოშვებულ 'ჩვეულებრივ სუპერ-აჩქარებულ' მოდელთან შედარებით.

  • Upvote 5
Posted

ეს ისეთი ვარიანტი ხომ არ არის, პარკს რომ შემოახევ, ჩადგავ სისტემაში და აღმოაჩენ რომ რეფერენს სიხშირეებზე მუშაობს :xelitavi:

Posted

ეს ისეთი ვარიანტი ხომ არ არის, პარკს რომ შემოახევ, ჩადგავ სისტემაში და აღმოაჩენ რომ რეფერენს სიხშირეებზე მუშაობს :xelitavi:

:xelitavi: :xelitavi: :xelitavi:

Posted

ამ თამაშის ფანატებისთვის განკუთვნილი ვიდეო ბარათი :chojinfc:

Posted

EVGA launches GeForce GTX 580 Batman: Arkham City edition http://guru3d.com/news/evga-launches-geforce-gtx-580-batman-arkham-city-edition/ ვნახე მეც, კარტა სტანდარტული ვერსიაა და ბეტმენი აქვს დახატული ზატო თამაშიც მოყვება ვისაც ყიდვა უნდოდა და კარტის დათრევასაც აპირებდა

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.