Jump to content

Recommended Posts

Posted

გაგრილების სისტემის მწარმოებელმა Phanteks-მა წარმოადგინა თავისი სადებიუტო ნაწარმი - პროცესორის ქულერი PH-TC14PE. პროდუქტის წინასწარი ანონსი ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში შედგა, თუმცა კომპანიამ მხოლოდ დღეს გაავრცელა ინფორმაცია მის დეტალურ მახასიათებლებსა და რეკომენდირებულ ღირებულების შესახებ. ფერადი ვერსიები ევროპაში გაიყიდება 85, ხოლო პირველ ორ ფოტოსურათზე მოცემული მოდელები კი 80 ევროდ.

46b5b135c03565947e1de390b485ea39.jpg

479a55acdf28f1d98f601ada99b87b17.jpg

ნაწარმს გააჩნია Intel-ისა და AMD-ს ყველა თანამედროვე პლატფორმის მხარდაჭერა (მათ შორის LGA2011 და AM3+-სიც) და შედგება სპილენძის ნიკელირებულ ძირისგან, ხუთ ამავე მეტალის, 8 მმ სისქის სითბური მილაკისგან, ალუმინის ორსექციანი რადიატორისა და ორიგინალური მოყვანილობის ხრახნების მქონე, წყვილ, 140 x 140 x 25 ზომის ფენისგან. ისინი თავის მხრივ, მუშაობენ 1200 ან 900 ბრ/წთ სისწრაფით (გადამყვანით დაკავშირებით) და გამოსცემენ არაუმეტეს 19 დბ ხმაურს. კონსტრუქციის წონა შეადგენს 1,25 კგ-ს - ორი 'პროპელერის' მასის ჩათვლით. თვითონ Phanteks PH-TC14PE-ის გაბარიტები შემდეგნაირია: 159 მმ (სიგრძე) x 140 მმ (სიგანე) x 171 (სიმაღლე).

391b390907909bd4b1202652205e9a4d.jpg

1564ba94dd06648f86473f579c70877d.jpg

  • Upvote 1
Posted

ეს ფერადი ქულერები მაგარია

ყველანაირ კეისს და მაზერს რომ მოარგო ეტყობა :D

რომელიღაც ბრენდს ჰქონდა ეგრე სხვადასხვა ფერის ფანები

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.