X-treme user Posted November 26, 2011 Author Posted November 26, 2011 როგორც ცნობილია, მომდევნო კვირას, კომპანია NVIDIA უშვებს 448 შეიდერ-პროცესორების მქონე, GeForce GTX 560 Ti-ს. თუმცა, სინამდვილეში გაცილებით მეტი საფუძველი არსებობს იმისა, რომ ის GeForce GTX 570-ის ახლო ნათესავად მივიჩნიოთ. ორივე მათგანი დაფუძნებულია 320-ბიტიან GF110-ზე, პირველი მათგანის სიხშირეები შეადგენს 730/1460/3800-ს, მეორისა კი - 732/1464/3600-ს. GDDR5-ის ოდენობა 1280 მბ-ია, ხოლო ენერგომოხმარების თვალსაზრისით, ის მხოლოდ 9 ვ-ით ჩამორჩება GeForce GTX 570-ს. ყველაზე მთავარი განსხვავება კი შეიდერებშია: 448-480-ის წინააღმდეგ. ფორუმ XtremeSystems.org-ის გვერდებზე გამოჩნდა სლაიდი NVIDIA-ს ოფიციალურ პრეზენტაციიდან, სადაც ჩანს, რომ GeForce GTX 570, Battlefield 3-ში, 1920 х 1080 პიქსელ გაფართოებით, სულ უმნიშვნელოდ უსწრებს ახალ ვიდეობარათს. ეს სავსებით კანონზომიერია, თუ გავითვალისწინებთ მსგავსებას მათ ტექნიკურ მახასიათებლებში. ZOTAC-ისა და Asus-ის ამ ბარათის ფოტოსურათები და ცოტაოდენი ცნობები უკვე გამოჩნდა. მეორე მათგანში, ის მუშაობს 732/1464/3800 მჰზ სიხშირეებზე, ხოლო რეკომენდირებული ფასი ეტალონურ მოდელზე იქნება 289$. ანონსი თავის მხრივ, 29 ნოემბერს არის დაგეგმილი. Overclockers.ru
George Posted November 30, 2011 Posted November 30, 2011 ესეც ამ კარტის აბზორი გურუ3დ-ზე GeForce GTX 560 Ti 448 core review http://www.guru3d.com/article/geforce-gtx-560-ti-448-core-review/ მხეცი კარტა გამოუვიდათ და ვინც GTX570 უმიზნებდა ვურჩევ ამის არარეფერენს მოდელი დაითრიოს და ფაქტიურათ იგივე პერფორმანს მიიღებს რაც მაგ კარტაზე იგრებში, აი რამე ასეთს მეც დიდი სიამოვნებით დავითრევდი არარეფერენს ვერსიას
X-treme user Posted November 30, 2011 Author Posted November 30, 2011 აი ზოგიერთი სხვა მწარმოებლის ვერსიები ამ ბარათისთვის: Gainward-ის გადაწყვეტილების სიხშირეები შეადგენს 732/1900 მჰზ-ს, ინტერფეისი 320-ბიტიანია, ხოლო მეხსიერების ოდენობა - 1280 მბ. მისი გაგრილების სისტემა შესრულებულია სასიამოვნო, შავ/წითელ ფერებში: კომპანია Palit-ის ეს ვიდეობარათიც ქარხნულ სიხშირეებზე იმყოფება. პირველ რიგში, ის ყურადღებას იპყრობს კომპლექტში თამაშ Battlefield 3-ის არსებობით. Inno3D-მ თავისი მოდელი ოდნავ, 760/1644/3800 მჰზ-მდე ააჩქარა. Overclockers.ru
George Posted December 1, 2011 Posted December 1, 2011 Inno3D GTX 560 Ti 448 HyperCore Graphics Card http://guru3d.com/news/inno3d-gtx-560-ti-448-hypercore-graphics-card-/
George Posted December 2, 2011 Posted December 2, 2011 ატიმ შეიძლება დაახლოებით ამ კარტის სიძლიერის 6930 კარტა გამოუშვასო კონკურენციის გასაწევათ http://www.3dnews.ru/news/620822/
George Posted December 29, 2011 Posted December 29, 2011 ZOTAC GeForce GTX 560 Ti LE 448 Cores აბზორი რუსულათ http://www.3dnews.ru/video/621525/ იფ დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი მასეთ მოდელს მაინც, მართლა კარგათ უჭირავს თავი რაზგონზე უკვე DX11 იგრებში FULL-HD-ზე
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now