Jump to content

Recommended Posts

Posted

Leadtek-ის ვიდეობარათების ასორტიმენტს შეემატა კიდევ ერთი ახალი მოდელი - WinFast GTX 560 Ti Hurricane. მის თავისებურებად, რომელიც მაშინვე იპყრობს ყურადღებას, წარმოადგენს ლურჯი შეფერილობის მქონე გაგრილების სისტემა, ორი 90 მმ-იან ფენით. საფარქვეშ დამალულია ალუმინის რადიატორი, რომელსაც უერთდება 8 მმ დიამეტრის, სპილენძის ორი სითბური მილაკი.

4e508d7ed6af837322c83e62658ea0bd.jpg

მწარმოებლის განცხადებით, ასეთი ქულერი უფრო ეფექტურად ახდენს GF114 გრაფიკულ პროცესორის ტემპერატურის შემცირებას - რეფერენსულ მოდელთან შედარებით, რომელშიც გამოყენებულია 6 მმ დიამეტრის ჰითპაიპები. გარდა ამისა, აღნიშნული მოდელი ამავდროულად ჩუმიც არის: თავისუფალ რეჟიმში, ხმაურის დონე უტოლდება 21, ხოლო დატვირთვისას კი - 43 დბ-ს.

GPU-ბირთვის ტაქტური სიხშირე შეადგენს 822, შეიდერ ბლოკებისთვის - 1644, 1 გბ მეხსიერებისთვის კი - 4000 მჰზ-ს. მას აგრეთვე გააჩნია DirectX11 - Shader Model 5.0-ით, OpenGL 4.1, NVIDIA PhysX, 3D Vision და CUDA-ს მხარდაჭერაც. ადგილზეა ორი DVI-I და ერთი mini-HDMI პორტიც.

  • Upvote 2
Posted

საკმაოდ კარგი ვიდეო ბარათია ,მიუხედავად იმისა რომ ეს ფირმა გაგონილიც არ მქონდა ნამდვილად კარგი რამე ჩანს ,გაგრილებაც კარგი აქვს და ა.შ

102b.jpg

Posted

ფასი რა იქნებაა?

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.