Jump to content

Recommended Posts

Posted

გერმანიის როგორც მინიმუმ ორ ონლაინ-მაღაზიაში მიიღება შეკვეთები LGA2011 სისტემური დაფების შეძენაზე. ჯერჯერობით ხელმისაწვდომია მხოლოდ სამი მოდელი და ყველა მათგანი განეკუთვნება ASRock X79 სერიას. როგორც მოსალოდნელი იყო, მათი ფასები მაღალია: ASRock X79 Extreme4-M ღირს 179, Extreme4192, Extreme7265€. რა თქმა უნდა, ანონსის თარიღის მოახლოებისას, ეს ნიშნულები ალბათ რამდენადმე დაიწევს, მაგრამ უნდა გათვალისწინებულ იქნას ისიც, რომ მოწინავე მწარმოებლები Asus და Gigabyte-ის პროდუქტები შედარებით უფრო ძვირია, ვიდრე ASRock-ისა.

c830e411a6ffc848c3d820de6cbfc6be.jpg

189b29b2621145e1de2b7fe12f4c6f61.jpg

Extreme7 გაფორმებულია შავ ფერში, აღჭურვილია ხუთი PCI Express x16 ინტერფეისით - Nvidia 3-Way SLI და AMD CrossFireX-ის მხარდაჭერით, ექვსი DDR3-2400+ სლოტით, 11 Serial ATA პორტით (4 ცალი - 3 გბიტ/წმ და 7 - 6 გბიტ/წმ), როგორც მინიმუმ ექვსი გასასვლელით - ფენებისთვის და ოთხი USB 3.0-ით (მათგანი ორი განთავსებულია უკანა პანელზე). გარდა ამისა, ის ითვალისწინებს 3-სექციან რადიატორს - კვების ელემენტებზე და მცირე ფენს, რომელიც მოთავსებულია X79-ის ქულერზე. აღსაღნიშნია ის ფაქტიც, რომ ასეთი ზომის 'ხრახნები', მტვრის შეგროვების მხრივ, განსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობით არ გამოირჩევიან და მისმა გაჩერებამ შესაძლოა ჩიპსეტის გადახურება და მისი მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვიოს, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ASRock-ის ინჟინრებმა გაითვალისწინეს X79-ის დაცვის სისტემა - მაღალი ტემპერატურების გავლენისგან. LGA2011 სოკეტი დაკომპლექტებულია 8-არხიანი (ან 16-იანი) სქემით. დამატებით სიმძლავრეს უზრუნველყოფს EPS12V და Molex 4-pin კონექტორები.

897e160344f3ff6daa07460e57327149.jpg

ივნისის Computex-ის გამოფენის ფოტოსურათები, თავის მხრივ, შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ოდნავ გავეცნოთ ASRock X79 Extreme4-საც. მასზე ჩვენ ვხედავთ 4 სლოტს - DDR3 ოპერატიული მეხსიერებისთვის, სამ PCI Express 3.0 x16 ინტერფეისს და 10 SATA-ს. მისი სხვა სპეციფიკაციები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

  • Upvote 3

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.