X-treme user Posted October 21, 2011 Posted October 21, 2011 სისტემურ დაფა Classified SR-2-ის შარშანდელი რელიზი EVGA-სთვის წარმატებული აღმოჩნდა, ამჯერად კი, ის აპირებს ანალოგიური გადაწყვეტილების წარმოდგენას Intel Xeon E5 (LGA2011) მოდელებისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ფოტოსურათზე ეს პროდუქტი გამოსახულია გაგრილების სისტემის ელემენტების, ჩიპსეტისა და დამატებითი მიკროსქემების გარეშე - PCI Express x16 ინტერფეისებთან. HPTX ფორმ-ფაქტორის ბეჭდურ სქემაზე განთავსებულია 12 სლოტი DDR3 ოპერატიული მეხსიერებისთვის, შვიდი - ვიდეობარათებისთვის, მინიმუმ ექვსი SATA პორტი - მყარი დისკებისთვის და USB 3.0-ის გარკვეული რაოდენობა. კომპლექტაციაში აგრეთვე შესულია წყვილი ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet, 7.1-არხიან აუდიოკოდეკი, Bluetooth, EVBot-კონექტორი, POST-კოდების ინდიკატორი, Power, Reset და Clear CMOS ღილაკები. პროცესორის კვება ორგანიზებულია 7-ფაზიანი სქემის მიხედვით, ხოლო ძირითად ATX 24-pin-ის გარდა, ადგილზეა ორ-ორი 8 და 6-პინიანი გასასვლელიც. ჯერჯერობით უსახელო ნაწარმის ოფიციალური ანონსი შესაძლოა ან ამ წლის ბოლოს, ან მომდევნოს დასაწყისში. მისი ღირებულება ალბათ 500$-ს გადააჭარბებს. Overclockers.ua 7
მიშა Posted October 21, 2011 Posted October 21, 2011 მაგრად მაინტერესებს რა კატეგორიის ხალხი ყიდულობს ასეთებს, ოვერქლოქერების გარდა. წინა მოდელი 650$ ღირდა და ეს თუ "მხოლოდ" 500-ზე მეტი ეღირება, საინტერესოა.
HD4890 Posted October 22, 2011 Posted October 22, 2011 აუ რა მაზერიააა ( ამას 2 1000 იანი კვება დაჭირდება აბა ისე როგორ უნდა წაიღოს თან 7 ვიდეოკარტა რო ჩადო 10 წელი კომპი არ უნდა გამოცვალო თუ ყველაფერს ჩაუსვავ რამაგარია :D
T a S o T T i Posted October 23, 2011 Posted October 23, 2011 აუ რა მაზერიააა ( ამას 2 1000 იანი კვება დაჭირდება აბა ისე როგორ უნდა წაიღოს თან 7 ვიდეოკარტა რო ჩადო 10 წელი კომპი არ უნდა გამოცვალო თუ ყველაფერს ჩაუსვავ რამაგარია 7 ვიდეო კარტას ვერ ჩასვამ ყველა 1 სლოტიანი ხომ არ იქნება :D :D
Power_VANO Posted October 23, 2011 Posted October 23, 2011 მაგრად მაინტერესებს რა კატეგორიის ხალხი ყიდულობს ასეთებს, ოვერქლოქერების გარდა. წინა მოდელი 650$ ღირდა და ეს თუ "მხოლოდ" 500-ზე მეტი ეღირება, საინტერესოა. ან ოვერქლოქერები, ან ბევრი ფული რომ აქვთ ისეთები, ან ენთუზიასტები ნუ ოვერქლოქერებიც ისეთი, ბევრი ფული რომ აქვთ, თორემ ჩვეულებრივი OC-რი ვერ იყიდის რა თქმა უნდა ნუ გარკვეულ შემთხვევაში საქმისთვისაც შეიძლება გამოიყენო მომენტ, რატომაც არა.
westsider Posted October 23, 2011 Posted October 23, 2011 nu es mazeri araa zviri zviria is procesorebi rac amaze midis ...
ოთო Posted October 23, 2011 Posted October 23, 2011 აუ რა მაზერიააა ( ამას 2 1000 იანი კვება დაჭირდება აბა ისე როგორ უნდა წაიღოს თან 7 ვიდეოკარტა რო ჩადო 10 წელი კომპი არ უნდა გამოცვალო თუ ყველაფერს ჩაუსვავ რამაგარია 2 1200 იანი ბარეღამ, 7ს ვერ ჩასვავ, 4 ზე მეტს ერთდროულად ვერ აამუშავებ 7 ვიდეო კარტას ვერ ჩასვამ ყველა 1 სლოტიანი ხომ არ იქნება :D შენც მაგრა ეკრვევი რა :D
ოთო Posted October 23, 2011 Posted October 23, 2011 აბა 7 ცალი რათ უნდა? PCI -ზე მარტო ვიდეო ხო არ ჯდება ლან კარტა საუნდ კარტა უსბების დასამატებლები ტვ ტუნერი SSD და სხვა უამრავი რამე შეიძლება PCI-ში ჩაარჭო
ოთო Posted October 23, 2011 Posted October 23, 2011 ხო მაგრამ მაგათთვის ხომ ცალკე სლოტებია? ცალკე რას ქვია?? საუნდი და ლანი ინტეგრირებული აქვს, მაგრამ ცალკე მდგომი უფრო მაღალი ხარისიხაა SSD-ს შნურითაც ერთდება და PCI-ზეც (PCI-ზე მომუშავე უფრო სწრაფია)
Ironclad Posted October 24, 2011 Posted October 24, 2011 maxishine-ის ნაირი ტიპები ყიდულობენ ესეთ ნაწილებს...
T a S o T T i Posted October 27, 2011 Posted October 27, 2011 ძვირი კია მაგრამ მაგარია მაგარი კია მაგრამ სახლის პირობებში დიდი უარზრობაა :)
ANuB1S Posted November 11, 2011 Posted November 11, 2011 მაგარი კია მაგრამ სახლის პირობებში დიდი უარზრობაა ვისაც ფული აქვს და კაიფობს იმისთვის სულაც არაა უაზრობა :)
George Posted December 12, 2011 Posted December 12, 2011 EVGA SR-X Dual Socket LGA 2011 Motherboard Photo Preview http://guru3d.com/news/evga-srx-dual-socket-lga-2011-motherboard-photo-preview/ მართლა მონსტრობაა რაღაცა
George Posted January 14, 2012 Posted January 14, 2012 EVGA SR-X Dual-Socket LGA 2011 Spotted http://guru3d.com/news/evga-srx-dualsocket-lga-2011-spotted/
Barca Posted January 15, 2012 Posted January 15, 2012 თუ ფული პრობლემა არაა. რატომაც არა. მაგარია თუ ფული პრობლემა არაა რატომაც არა Mars II :D
პირატა Posted January 15, 2012 Posted January 15, 2012 ხოდა ეგრეა. არაა გათვლილი ეს ჩვეულებრივ ხალხზე. ან ჩვეულებრივ ხალხზეა გათვლილი, რომელსაც PC-ს გარდა არაფერი აინტერესებთ
Barca Posted January 15, 2012 Posted January 15, 2012 ORIGIN მა გამოუშვა აწყობილი დეკტოპი რომელსაც 4 ცალი ეს ვიდეო ბარათი აქვს აი ხოდა კიდევ ამის პროცი 5.7 GHz ზე მუშაობს 24/7 ზე უპრობლემოდ გაგრილებაზე აღარაფერს ვიტყვი
OgaiB Posted January 15, 2012 Posted January 15, 2012 ORIGIN მა გამოუშვა აწყობილი დეკტოპი რომელსაც 4 ცალი ეს ვიდეო ბარათი აქვს აი ხოდა კიდევ ამის პროცი 5.7 GHz ზე მუშაობს 24/7 ზე უპრობლემოდ გაგრილებაზე აღარაფერს ვიტყვი ლამერებზეა გათვლილი მაგ 4 ბარათის მასე ჩასმა. ძალიან გაცხელდებიან, რადგან ტურბინაზეა მაგის ქულერი და ვერსაიდან შეიტანს ცივ ჰაერს ზედა სამი. ქვედას კიდევ არაუშავს მაზერი Asus Rampage IV Extreme-ა, 2011 სოკეტი. კეისი და გაგრილება Little Devil-ისაა: http://www.ldcooling.com/shop/l/85-ld-pc-v10-phase-change.html 5.7-ზე მომუშავე 2011 სოკეტის პროცესორი არც ისე ადვილი საპოვნელია. შეიძლება ითქვას დღესდღეობით თითზე ჩამოსათვლელია
westsider Posted January 15, 2012 Posted January 15, 2012 ლამერებზეა გათვლილი მაგ 4 ბარათის მასე ჩასმა. ძალიან გაცხელდებიან, რადგან ტურბინაზეა მაგის ქულერი და ვერსაიდან შეიტანს ცივ ჰაერს ზედა სამი. ქვედას კიდევ არაუშავს მაზერი Asus Rampage IV Extreme-ა, 2011 სოკეტი. კეისი და გაგრილება Little Devil-ისაა: http://www.ldcooling.com/shop/l/85-ld-pc-v10-phase-change.html 5.7-ზე მომუშავე 2011 სოკეტის პროცესორი არც ისე ადვილი საპოვნელია. შეიძლება ითქვას დღესდღეობით თითზე ჩამოსათვლელია და თან 5.7 24/7 ზე? ზღაპარია და სისულელეა თან ყიდიან და გარანტიაც უნდა მისცენ ხოდა მაქსიმუმ 4.5 ზე მისცენ გარანტია
Barca Posted January 15, 2012 Posted January 15, 2012 კი გარანტიით იყიდება ,3 წლიანითაც დაჟე ოღონდ თანხმა უფრო მეტია გადასახადი და ისე კი ძალიან ძვირი ღირს ეს სისტემა ადრე გამოუშვა მაგ ფირმამ ეგეთი სისტემა რომელსაც X-Box 360 ჰქონდა ჩაშენებული ქეისში ნიუსიც დევს შესაბამის განყოფილებაში
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now