Jump to content

Recommended Posts

Posted

Logitech-მა წარმოადგინა Logitech Gaming Keyboard G105 და Logitech Laser Mouse G9X, რომლებიც მწარმოებლის სიტყვებით, სპეციალურად არიან დაპროექტებულნი თამაშ Call of Duty: Modern Warfare 3-ში გამოყენებაზე გათვლით. კლავიატურის თავისებურებებს განეკუთვნება მწვანე ფერის შუქდიოდური განათება ('ღამის ხედვის სამხედრო მოწყობილობების სტილში' - აღნიშნავს კომპანია) და ექვსი პროგრამირებადი ღილაკის არსებობა, რომელთაგანაც თითოეულს გააჩნია სამი მდგომარეობა - არჩეული რეჟიმის მიხედვით. გათვალისწინებულია 18-მდე მაკრობრძანების 'სწრაფი ჩაწერის' შესაძლებლობა.

dc25ef358ed6096ffab232a8e7bd54fa.jpg

გარდა ამისა, კლავიატურა აგრეთვე აღჭურვილია ხუთამდე კლავიშზე დაჭერის ამოცნობის ფუნქციით. არის ღილაკები ხმის რეგულირებისა და დამკვრელის მართვისთვის, ისევე, როგორც გადამრთველი, რომელიც ახდენს Windows და Context Menu-ს ბლოკირებას.

14912bf6d6a9f33b7f973d83d557aabc.jpg

Logitech Laser Mouse G9X-ს უნარი აქვს გადაადგილების დაფიქსირებისა 2,4 მ/წმ სიჩქარით. შესაძლებელია რეზოლუციის მომართვა 200-დან 5700 dpi-მდე. პროდუქტის დაკავშირება ხდება USB-ს საშუალებით, ხოლო ამოკითხვის სიხშირე - 1000 გჰზ-მდე. სურვილისამებრ რეგულირდება მისი მასაც, რითაც მიიღწევა მაქსიმალური კომფორტი და სიზუსტე - განათების ფერის მსგავსად.

კლავიატურის გაყიდვები ევროპაში ოქტომბრიდან დაიწყება, ხოლო მაუსისა კი - ნოემბრიდან. მათი ფასებია 80 და 100$ შესაბამისად.

  • Upvote 4
Posted

მაგარი რამეებია,მარა მართლა ძვირია,მე ვიქონიებდი დიდი სიამოვნებით

Posted

Logitech debuts Modern Warfare 3 mouse and keyboard http://guru3d.com/news/logitech-debuts-modern-warfare-3-mouse-and-keyboard/ კარგი რამეა მართლა და არც კატასტროფა ფასი ადევს პრინციპში

Posted

ძალიან მაგარი ფირმაა, მე დიდ უპირატესობას ვანჭებ, ყველას მირჩევნია :) მეც ყველაფერი Logitech-ის მაქვს :thumbsup:

Posted

კლავიატურა მექანიკურია? თუ მექანიკურია კაი ფასია

  • 2 weeks later...
Posted

ფასი ნამდვილად ძვირია და (მვ3 გამოვიდა ?)

კი დადეს კიდევაც.

Posted

დღეს უნდა მეყიდა ეს კლავიატურა და აზე არ არიან რა არის.

კიდევ უნდა მეყიდა http://www.amazon.de/Logitech-G500-Gaming-Maus-schnurgebunden/dp/B002LVTP6Q/ref=sr_1_1?s=computers&ie=UTF8&qid=1320427070&sr=1-1 G500 და 80ევრო ღირდა, მეთქი თქვენ შით ხომ არა გაქვთქო და წამოვედი ესე იმედ გაცრუებული :SNEMOTICON13:

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.