Jump to content

Recommended Posts

Posted

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ანონსიდან უკვე რვა თვე გავიდა, კომპანია Sony Ericsson მხოლოდ ახლა აპირებს სმარტფონ Xperia pro-ს გამოშვებას. ეს მოდელი გამოირჩევა გამოსაწევი QWERTY-კლავიატურით და 3,7 დუიმ დიაგონალის და 854 х 480 პიქსელ გაფართოების მქონე, სენსორულ ეკრან Reality Display-ით.

a37cc85a0172035e8c3fe55e759516ac.jpg

პროდუქტი დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon MSM8255 პლატფორმაზე და 1 გჰზ სიხშირეზე მომუშავე პროცესორზე. გარდა ამისა, მის აღჭურვილობაში ასევე შედის 320 მბ ფლეშ-მეხსიერება, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 2.1 ადაპტერები, A-GPS მოდული და მაშუქიანი უკანა კამერა 8 მპ-ით, რომელსაც შეუძლია მაღალი გაფართოების ვიდეოს ჩაწერა 720p-ში.

კორპუსზე აღმოაჩენთ microSD მეხსიერების ბარათებისთვის განკუთვნილ სლოტს (კომპლექტს თან ერთვის 8 გბ-იანი მოდელი), Micro USB და HDMI გასასვლელებს. ავტონომიურ ფუნქციონირებას კი უზრუნველყოფს 1500 mAh ტევადობის ელემენტი. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება ფერთა გაფორმების სამ ვარიანტში: შავ, ვერცხლისფერსა და წითელში.

გაყიდვები უკვე ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება, ხოლო ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

  • Upvote 2
Posted

კარგი ჰარდი აქვს , მაგრამ ეს მრგვალი დიზაინი ვერ მოიშალეს :D

Posted

მეზიზრება რა სონი-ერიქსონი იმენნა

Posted

ძლიერი აპარატია :) მაგრამ ჩემი play სახეს აძრობს :D

Posted

მეზიზრება რა სონი-ერიქსონი იმენნა

+1

კიდე ერთი 8 თვე გადაედოთ და ეგაა რა :thumbdown:

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.