X-treme user Posted October 18, 2011 Posted October 18, 2011 მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ანონსიდან უკვე რვა თვე გავიდა, კომპანია Sony Ericsson მხოლოდ ახლა აპირებს სმარტფონ Xperia pro-ს გამოშვებას. ეს მოდელი გამოირჩევა გამოსაწევი QWERTY-კლავიატურით და 3,7 დუიმ დიაგონალის და 854 х 480 პიქსელ გაფართოების მქონე, სენსორულ ეკრან Reality Display-ით. პროდუქტი დაფუძნებულია Qualcomm Snapdragon MSM8255 პლატფორმაზე და 1 გჰზ სიხშირეზე მომუშავე პროცესორზე. გარდა ამისა, მის აღჭურვილობაში ასევე შედის 320 მბ ფლეშ-მეხსიერება, Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 2.1 ადაპტერები, A-GPS მოდული და მაშუქიანი უკანა კამერა 8 მპ-ით, რომელსაც შეუძლია მაღალი გაფართოების ვიდეოს ჩაწერა 720p-ში. კორპუსზე აღმოაჩენთ microSD მეხსიერების ბარათებისთვის განკუთვნილ სლოტს (კომპლექტს თან ერთვის 8 გბ-იანი მოდელი), Micro USB და HDMI გასასვლელებს. ავტონომიურ ფუნქციონირებას კი უზრუნველყოფს 1500 mAh ტევადობის ელემენტი. მოწყობილობა ხელმისაწვდომი იქნება ფერთა გაფორმების სამ ვარიანტში: შავ, ვერცხლისფერსა და წითელში. გაყიდვები უკვე ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება, ხოლო ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. TC Magazine, IXBT 2 Quote
Barca Posted October 18, 2011 Posted October 18, 2011 კარგი ჰარდი აქვს , მაგრამ ეს მრგვალი დიზაინი ვერ მოიშალეს :D Quote
AL1eN Posted October 25, 2011 Posted October 25, 2011 ძლიერი აპარატია მაგრამ ჩემი play სახეს აძრობს :D Quote
ჯამბო Posted October 25, 2011 Posted October 25, 2011 მეზიზრება რა სონი-ერიქსონი იმენნა +1 კიდე ერთი 8 თვე გადაედოთ და ეგაა რა :thumbdown: Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.