მიშა Posted October 18, 2011 Posted October 18, 2011 უკვე თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Canon-მა სამზეოზე თავისი ფლაგმანი EOS-1D Mark IV გამოუშვა. 16-მეგაპიქსელიანი კამერა Full Frame კატეგორიისაა და მართლაც უმაღლესი დონის რამ არის. და აი დღეს ჩემ რესურსზე წავაწყდი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქენონი აპირებს ახალი ფლაგმანის გამოშვებას, რომელსაც EOS-1D X ერქმევა. როგორც ფოტოდან ჩანს, იგი გარეგნულად ძლერ წააგავს წინამორბედ 1D-ებს: მაგრამ მწარმოებელი გვარწმუნებს, რომ კამერა თავიდან ბოლომდეა გადამუშავებული. აქვს 18 მეგაპიქსელიანი Full Frame ფორმატის სენსორი. აღჭურვილია Digit 5+ პროცესორით, 14-ბიტიანი მონაცემთა გადაცვლით და შეუძლია 14fps სიჩქარით მიყოლებით გადაღება (მაგრამ ავტოფოკუსით "მხოლოდ" 12fps). კამერის ახალი პროცესორი Digic 5+ მის წინამორბედზე 17-ჯერ სწრაფია. მწარმოებელი აცხადებს, რომ კამერას ავტოფოკუსისთვის მეორე პროცესორიც ექნება (ცალკე პროცესორი სპეციალურად ავტოფოკუსისთვის!) და "ორბირთვიანი" ქენონი ყველა მის წინამორბედს გადაუსწრებს სისწრაფით, წარმადობითა და ხმაურის დონით (რათქმაუნდა ხმაური ნაკლები იქნება). ავტოფოკუსის პროცესორს თავის საქმის შესასრულებლად 100000 პიქსელიანი სენსორი აქვს გამოყოფილი, რაც ექსპოზიციის უფრო სწორ გაზომვას უზრუნველყოფს. იგი აგრეთვე იმუშავებს კამერის ახალ "EOS iTR AF" სისტემასთან (EOS Intelligent Tracking and Recognition Autofocus), რომელიც მოძრავ ობიექტებზე ფოკუსირებისთვის გამოიყენება. რაც შეეხება სენსორს, Canon-ის რწმუნებით, მას EOS სერიაში ყველაზე ნაკლები ხმაური ექნება. მას EOS 1D Mark IV-ის სენსორთან შედარებით 1.25 მიკრონით დიდი პიქსელები აქვს, ხოლო EOS 5D Mark II-თან შედარებით - 0.55 მიკრონით. ამან მართლაც შეიძლება "დააგდოს" ხმაურის დონე. გათამამებული მწარმოებელი ISO 204800-ზეც მაღალ წარმადობას და სუფთა ფოტოებს გვპირდება. როგორც ამ დონის კამერებს შეეფერებათ, 1D X-ს 61 წერტილიანი ავტოფოკუსი ექნება. ცენტრში განთავსებული 21 წერტილი "სტანდარტული" ცენტრალური ავტოფოკუსისთვისაა განკუთვნილი f/5.6 დიაფრაგმამდე, ხოლო მათგან კიდევ ხუთი (დიაგრამაზე მუქ ლურჯად ხატია) - f/2.8-მდე. მარჯვნივ და მარცხნივ არსებული ოც-ოცი წერტილი f/4.0-მდე მუშაობს. დამატებითი ფოტოები: წინხედი უკანხედი (არ გამიბრაზდეთ ტერმინზე ) ზედხედი გვერდხედი ობიექტივის სამაგრი უკაბელო კონტროლერი Canon EOS-1D X ხელმისაწვდომი 2012 წლის მარტში გახდება. დანარჩენ ინფორმაციასაც მაშინ მივიღებთ. მანამდე კი ცნობილია, რომ კამერის კორპუსი ("ბოდი") დაახლოებით 6800$ ეღირება, ხოლო უკაბელო კონტროლერი - 600$. აქვე დავძენ, რომ EOS-1D X-დაანონსების დროს (ანუ დღეისთვის) Canon-ს 50 მილიონზე მეტი "EOS" სერიის DSLR აქვს გამოშვებული, ხოლო 1D X-ის სერიაში გაშვების დროისთვის მას 70 მილიონზე მეტი "Canon EF" ლინზა ექნება გამოშვებული. 3
bastera Posted October 18, 2011 Posted October 18, 2011 ძალიან კარგი სიახლეა. მარა ფასი რაღაც მაფიქრებს.ვითომ ჯობია ნიკონ D3s-ს ეს ნივთი?? ---------------------------------------------- არა რა მე ამ ნიკონის ძალიან გადამკვდარი ფანი ვარ და რატომ არ ვიცი :chojinfc:
მიშა Posted October 18, 2011 Author Posted October 18, 2011 ძალიან კარგი სიახლეა. მარა ფასი რაღაც მაფიქრებს.ვითომ ჯობია ნიკონ D3s-ს ეს ნივთი?? ---------------------------------------------- არა რა მე ამ ნიკონის ძალიან გადამკვდარი ფანი ვარ და რატომ არ ვიცი ძალიან გთხოვ შემდეგში ამხელა პოსტს ნუ დააკოპირებ არაა ძვირი ახალი მოდელისთვის 7000$. ნიკონს რაც შეეხება, დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით უნდა სჯობდეს, სინამდვილეში რა იქნება, რომ გამოვა მერე ვნახავთ. ეგ კიარა, ახლა Nikon-ის ჯერია რამე ახალი რომ დააანონსოს :)
gamer1 Posted October 18, 2011 Posted October 18, 2011 ძალიან გთხოვ შემდეგში ამხელა პოსტს ნუ დააკოპირებ არაა ძვირი ახალი მოდელისთვის 7000$. ნიკონს რაც შეეხება, დაანონსებული ინფორმაციის მიხედვით უნდა სჯობდეს, სინამდვილეში რა იქნება, რომ გამოვა მერე ვნახავთ. ეგ კიარა, ახლა Nikon-ის ჯერია რამე ახალი რომ დააანონსოს მაგ ფასში მანქანას ვიყიდი ან 5 ლეპს რაამბავია 7000 დოლარი
მიშა Posted October 18, 2011 Author Posted October 18, 2011 მაგ ფასში მანქანას ვიყიდი ან 5 ლეპს რაამბავია 7000 დოლარი რაც მართალია, მართალია :)
ANuB1S Posted November 3, 2011 Posted November 3, 2011 მაგ ფასში მანქანას ვიყიდი ან 5 ლეპს რაამბავია 7000 დოლარი amis myidvels manqanac eyoleba, laptopebic eqneba da sheidzleba sakutari tvitmfrinavic hqondes :D 1
walkman Posted November 3, 2011 Posted November 3, 2011 amis myidvels manqanac eyoleba, laptopebic eqneba da sheidzleba sakutari tvitmfrinavic hqondes და ამას პლიუს სჭირდება კიდევაც ეს კამერა. იმიტომ რომ მაგით ცხოვრობს ნუ საქართველოს არ ვგულისხმობ :D
George Posted January 25, 2012 Posted January 25, 2012 Canon EOS 5D Mark III Full-Frame DSLR Spotted http://guru3d.com/news/canon-eos-5d-mark-iii-fullframe-dslr-spotted/
George Posted March 3, 2012 Posted March 3, 2012 Canon EOS 5D Mark III DSLR announced http://guru3d.com/news/canon-eos-5d-mark-iii-dslr-announced/ 3500$ ეღირებაო და 22.3 მეგაპიქსელი ექნებაო ამ ახალს
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now