Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ინფორმაციული წყარო იტყობინება, კომპანია MSI-მ გადაწყვიტა, რომ სათამაშო ხაზის (G-series) GT780DXR (სურათზე) და GT683DXR ნოუთბუქები აღჭურვოს ახალ ფლაგმანურ პროცესორ Core i7-2670QM-ით. ანალოგიური ოპცია ხელმისაწვდომი იქნება ულტრათხელ X460-სთვისაც. ეს CPU, Core i7-2630QM-ის შემცვლელად წარმოგვიდგება: ორივე მათგანი Sandy Bridge არქიტექტურაზეა დაფუძნებული, თუმცა ახლის ტაქტური სიხშირე 200 მჰზ-ით მაღალია და შეადგენს 2,2 გჰზ-ს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მაჩვენებლის მაქსიმალური დონე აღწევს 3,1 გჰზ-ს, ამასთან, მისი TDP წინამორბედის იდენტურია - 45 ვ.

f6c8353c31919c52d9fa49773cbe4996.jpg

შეგახსენებთ, რომ გეიმერული სერიის ორივე ლეპტოპი დაკომპლექტებულია 1,5 გბ-იანი NVIDIA GeForce GTX 570M დისკრეტული ვიდეობარათებით. რაც შეეხება ეკრანის ზომებს, უფროსი მოდელისთვის ის გახლავთ 17,3, უმცროსისთვის კი - 15,6 დუიმი, გაფართოება ორივე მათგანისთვის Full HD-ია. საუკეთესო შემადგენლობის შემთხვევაში, პროდუქტებში აგრეთვე მოთავსებულია 16 გბ DDR3 მეხსიერებაც.

  • Upvote 4
Posted

ფასი და გამოსვლის თარიღი ჯერ უცნობია

Posted

აუჰ კარგია !... მომწონს ამ სერიის ლეპტოპები !... :thumbsup:

Posted

აი ეს MSI ლეპი მომწონს მაგრად ყველანაერად კარგია და ეფექტურობა ყველაფრის და მიხედვით რევიუებში 90-100 % უწერია , არც ძალიან ცხელია და 3 წლიანი გარანტიით იყიდება :)

Posted

აი ეს MSI ლეპი მომწონს მაგრად ყველანაერად კარგია და ეფექტურობა ყველაფრის და მიხედვით რევიუებში 90-100 % უწერია , არც ძალიან ცხელია და 3 წლიანი გარანტიით იყიდება :)

:thumbsup:

Posted

მაგარი ლეპია ძალიან,ცინცხალ,მარა ელ.ენერგიასაც კარგად მოიხმარს ხო?

Posted

არა პროცის ენერგო მოხმარება იგივეა რაც წინა მოდელების ,ამას ალბათ 9 -Cell ბატარეა ექნება ეგ კი მოიხმარს მეტს მაგრამ იმდენს არა რამდენსაც ამ დონის დესკტოპ სისტემა

Posted

რაც არ უნდა იყოს იაფი არ ეღირება , ასე რომ :chojinfc:

Posted

ამ კონფიგის ლეპი იაფი არ ეღირება რა ფირმისაც არ უნდა იყოს :chojinfc: თუმცა მაცბუკის ყიდვას ესეთი მოგივა კაცს

Posted

საკაიფო გარეგნობა აქვს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.