iliko1990 Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 როგორ უნდა მოექცე სერიულ პორტატულ კომპიუტერს, რათა წამიერად გაზარდო მისი ფასი რამდენჯერმე და ამასთან უცვლელი დატოვო მისი ელექტრონული შიგთავსი? პასუხი, როგორც ჩანს, ნათელია – უბრალოდ იგი 24-კარატიანი ოქროს ბრწყინვალე კორპუსში უნდა მოათავსო, მის ზედაპირზე ეფექტური "უზორი" ამოტვიფრო და ზედა სახურავი კაშკაშა ბრილიანტებით მორთო! (ალბად დამეთანხმებით,რომ ცოტა არ იყოს "ნეტწყვის მომგვრელია ამის გაგონებაც კი ) სწორედ ეს გააკეთეს კომპანიის Computer Choppers სპეციალისტებმა, რომლებმაც საიუველირო ხელოვნების მორიგი შედევრი შექმნეს ოქროს ნოუთბუქის MacBook Pro სახით, რომელსაც ძვირფასი კრისტალებისგან შესრულებული Apple-ის საფირმო ემბლემა ამშვენებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალურ კომპიუტერზე არსებული ორნამენტის შერჩევა საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია თავად კლიენტს. უეჭველია, რომ ასეთი ექსკლუზივი პირველ რიგში “ვაშლოვანი” პროდუქციის ფანატებზეა ორიენტირებული, რომლებიც სრულიად არ განიცდიან უფულობას. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის ფასი ჯერჯერობით უცნობია, დარწმუნებულნი ვარ , რომ უბრალო მოკვდავისთვის ასეთი ფეშენებელური სათამაშო ხელმისაწვდომი ვერ იქნება. ალბად დამეთაბხმება ყველა,ეს თითოეული ადამიანისთვის საოცნებო MacBook-ი იქნება. წყარო: www.mactrast.com 4
iliko1990 Posted October 15, 2011 Author Posted October 15, 2011 ხო ლევან მაგრად გაუბერეს.რა აზრიაქ ამის გამოშვებას.ხალხის 95-98 % ვერ იყიდის :chojinfc: :D
gio_kiborg Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 2-მაც რომ იყიდოს კომპანიას მაყუთი იმდენი დარჩება თავის თავს 1000%-ით ამოიღებს ეგ სულ მცირე ხუთციფრიანი რიცხვი ეღირება
iliko1990 Posted October 15, 2011 Author Posted October 15, 2011 ხო ეღირება მეტიც კი გიო ისე მგონი ვისაც ფული არ ენანება იყიდის
მიშა Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 ილიკო დინოზავრის ძვლები არაა ამაში ჩაკერებული, როგორც აიპადში იყო? :chojinfc:
gio_kiborg Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 რო გადაგეწვას, რა უნდა ქნა? მაგ ლეპტობს რეალურად სამუშაოდ არავინ იყიდის ისედაც თუ გადაიწვება გადაადნობ ბოლო-ბოლო :)
T a S o T T i Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 მაგ ლეპტობს რეალურად სამუშაოდ არავინ იყიდის ისედაც თუ გადაიწვება გადაადნობ ბოლო-ბოლო მოკლედ რომ გადაგეწვას რეალური mac book-ის ფასი დაკარგო მოხსნი კორპუსს კლავიატურას და გადაიტან სხვა მისნაირ სატამაშოზე :D
lomsa Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 ალბად დამეთაბხმება ყველა,ეს თითოეული ადამიანისთვის საოცნებო MacBook-ი იქნება. ცდები მაკბუკი არა ლოგო და ჩონჩხი მომეცი და დანარჩენი შენი იყოს :jump:
iliko1990 Posted October 15, 2011 Author Posted October 15, 2011 ილიკო დინოზავრის ძვლები არაა ამაში ჩაკერებული, როგორც აიპადში იყო? ძვლები არა მიშა თმები :chojinfc: ცდები მაკბუკი არა ლოგო და ჩონჩხი მომეცი და დანარჩენი შენი იყოს კარგი რა ლომსიკ ახლა თავს ნუ გვაცოდებ.მაგის ლოგოს ფასად მანქანა და სახლი მოგივა რო გადაგეწვას, რა უნდა ქნა? რა უნდა ქნა და უკან უნდა მიაბრუნო :lolik:
SileNt. Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 გინდ ოქროს იყოს , გინდ ბრილიანტის , მაინც ნაგავია :chojinfc: 1
Barca Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 გინდ ოქროს იყოს , გინდ ბრილიანტის , მაინც ნაგავია :xelebi:
მიშა Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 გინდ ოქროს იყოს , გინდ ბრილიანტის , მაინც ნაგავია ძვირფას ნაგავსაც დაფასება უნდა :chojinfc:
gajaviki Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 სუფთა ეს ვარიანტია მადლობთ ნიუსისთვის! :lollol: :lollol:
NEIRON Posted October 15, 2011 Posted October 15, 2011 მაკბუკმა რამდენით მოიმატა წონაში არაა ცნობილი?
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now