Jump to content

Recommended Posts

Posted

გაგიმარჯოთ ფორუმელებო!

samorez.jpg

იყოს ეს თემა რჩევებისათვის მოდინგის შესახებ,რა როგორ დავამზადოთ და რა სად შეიძლება შევიძინოთ და ა.შ.

გავუზიაროთ ერთურთს გამოცდილება :)

ახლა კი სტანდარტულად რა გვჭირდება მოდინგისთვის:

დრელი, ლობზიკი(მე არ ვიყენებდი ხოლმე),რკინის მაკრატელი მშვენიერია ფანჯრის ამოსაჭრელად კეისის

შეიძლება მოქლომები(ზაკლობკები) დაგჭირდეთ ორგმინის სამაგრად,მაგრამ როდესაც არ გვაქვს მისი ხელსაწყო,ეგეც საყიდელია,ამიტომ მარტივი და ლამაზი ვარიანტიც არსებობს

ჭანჭიკები,რომელიც მონიკელებულიდან-შავ მატოვი ფერამდე ვარირებს,+ უფრო ლამაზიცაა.

ასევე თავებიც არის სხვადასხვა ფორმის

e5f4360120a2204d21a9ab835056a2b7.jpg

button_screw_hpi_z353_l.jpg

არის ასეთებიც,მატოვები,ლამაზებია,მეტალი მაღAლი ხარისხისაა და 5მმ-იანი სისქის 20მმ-ზე(სიგრძე) 40 თეთრი ღირს(ჩვეულებრივი იმავე ზომისანალოგი კი 5-10)

შეღებვა,,ეს ცოტა არ იყოს,კარგად თუ გინდა იყოს,მაშინ თანხა არ დაზოგოთ.

წინა თემა მოდინგზე კი ჩაბარდა წარსულს

ახლა კი

კეისების დატიუნინგებას ახლა ფორუმელი ლუკა ეწევა და მშვენივრად გამოსდის:

ბევრი რამე არ დამიწერია,თუ კითხვები გექნებათ,გიპასუხებთ!

  • Upvote 7
Posted

ვაა მაგარი თემაა ნიკა.გაიხარე.ძაან კარგია.მეც ვაპირებდი ოდესღაც კეისის გაკეთებას საკუთარი ხელებით მაგრამ მერე გადავიფიქრე და ახლა თუ მოვიცალე გავაკეთებ აუცილებლად.მაგარი მუღამი მაქ ამის გაკეთების.

+1 ნიკა საუკეთესო თემ(ებ)ის გახსნისთვის. :thumbsup: :thumbsup:

  • Upvote 2
Posted

ვაა მაგარი თემაა ნიკა.გაიხარე.ძაან კარგია.მეც ვაპირებდი ოდესღაც კეისის გაკეთებას საკუთარი ხელებით მაგრამ მერე გადავიფიქრე და ახლა თუ მოვიცალე გავაკეთებ აუცილებლად.მაგარი მუღამი მაქ ამის გაკეთების.

თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდა,მკითხე.

მთAვარი გამომრჩა:

კეისის გვერდები დაფარულია ცინკით,რომელიც გალვანიზაციით ედება,ცინკი კი ძნელად იღებს საღებავს.

სინთეთიკური(გაშრობას 1-2 დღე უნდა,გამოშრობას 5 დღე მაინც) საღებავით გირჩევთ შეღებოთ კეისი და არა ნიტროთი(მალე შრება)

სინთეთიკურის 800 მილილიტრი ღირს 15 ლარი.

ნიტროსი-800 მლ 7 ლარი.

დაგრუნტვა სასურველია(სპეციალური ცინკის გრუნტით),მაგრამ სინთეთიკას უფრო მეტი ადჰეზიურობა ახასიათებს,ვიდრე ნიტროს.

თუ არ გაქვთ პულვერიზატორი(და არც იმ 5 ლარიანი გინდათ შეღებოთ) ,ღრუბელი (გუბკა) გამოიყენეთ,მშვენივრად ღებავს(+ ისაა,რომ სინთეთიკა გუბკას არ ალღობს,ნიტრო კი პირიქით).

გაითვალისწინეთ,სინთეთიკურს "სინთეთიკური გამხსნელი" უნდა,თუ გახსნით 646 ნომერ გამხსნელში,არ მოურიოთ,პირდაპირ გადააქციეთ.

ძალიან კარგი განმარტებაა.თუ ოდესმე დავაპირებ გაკეთებას,აუცილებლად გავითვალისწინებ ;)

Posted

ნიკა გამარჯობა,ალუმინის შეღებვა როგორ ხდება?

Posted

ნიკა გამარჯობა,ალუმინის შეღებვა როგორ ხდება?

ალუმინი სხვათაშორის საღებავს იმაგრებს ნორმალურად(ღია ოღონდ),

მაგრამ გრუნტი საჭიროა.

ახლა ალუმინი რაც იყიდება, არის გალაკული რომ არ გაშავდეს ჟანგბადთან კონტაქტში(არ შემიღებავს და ვერ გეტყვი,სჯობს სატესტოდ პატარა დეტალზე გამოცადო),საკმაოდ მედეგი ლაქი უსვია.

ასევე ზუმფარის გადასმასაც აქ მნიშვნელობა,ეცადეთ,პარალელური განაშკურკი არ იყოს,საღებავი ოდნავ ცუდად ემაგრება და გაშკურკულის პერპენდიკულარულად არა მაგრამ პარალელურად ძვრება .

გრუნტიდან გირჩევ კაპაროლის "ალ გრუნტს"(სპეციალურად ცინკის გრუნტია),800 გრამს 35 ლარი მივეცი,ეგეც პატარა დაფასოვება ძლივს გამომიძებნეს,მაგრამ ისეთი მაგარი ადჰეზია აქვს,მაგარი(მანქანაზეცაა დასხმული,თეთრი ფერისაა).

  • Upvote 1
Posted

მადლობა რჩევისთვის,მე ორნაირი ალუმინი მაქვს გამოყენებული,ნაწილი ანოდირებულია ნაწილი არა,გაშკურკვას რაც შეეხება, ბოლო პირი სველი შკურკით დავამუშავე და ჭირდება კი ეგეთი გაპრიალება თუ ზედმეტია?

Posted

მადლობა რჩევისთვის,მე ორნაირი ალუმინი მაქვს გამოყენებული,ნაწილი ანოდირებულია ნაწილი არა,გაშკურკვას რაც შეეხება, ბოლო პირი სველი შკურკით დავამუშავე და ჭირდება კი ეგეთი გაპრიალება თუ ზედმეტია?

გაპრიალება არა

1000 იანი მაქსიმუმ,ზევით არც უნდა წასვლა, 500-იანიც კარგია,გაპრიალებით ცუდად დაიმაგრებს საღEბავი

თქვენს კეისზე ნიტროს დაასხამთ თუ სინთეთიკურს?

Posted

თქვენს კეისზე ნიტროს დაასხამთ თუ სინთეთიკურს?

რომელსაც მირჩევ,პრიალა არ მინდა რომ იყოს.

Posted

ესეც ის ჭანჭიკები:

http://s017.radikal.ru/i412/1110/2c/ca727ec3d779.bmp

http://s017.radikal.ru/i419/1110/7d/ad021b4a62ab.bmp

ლამაზებია ახლოდან,შეღებილები არაა,მეტალია ასე დამუშავებული.

Posted

რომელსაც მირჩევ,პრიალა არ მინდა რომ იყოს.

სინთეთიკური რა თქმა უნდა.

მატოვის აქვს 1 პრობლემა,თუ ცხიმიანი ხელი მოკიდა ადამიანმა,იგი უკვე ანარეკლს იღებს.

ფერის შერჩევაზე,არ ვიცი,უცხო,ყველა შავად ღებავს

პერლამუტროვი არ იქნება ურიგო.

ეგ ჭანჭიკები აქ იყიდება სადმე?

კი,ელიავაზე ვიყიდე

ამაზე პატარა ზომას ვერ წავაწყდი,ესენი 5მმ-იანებია.

დახლები რომ აქვთ,სადაც რკინეულობას ყიდიან,იქ აქვთ რამოდენიმეს,შუაგულშია.

მატორები სადაცაა დიდები,იქით აქეთ კი ჩAმოყოლებაა რკინეულობის დახლების,მანდ ულაგიათ.

Posted

მატოვის აქვს 1 პრობლემა,თუ ცხიმიანი ხელი მოკიდა ადამიანმა,იგი უკვე ანარეკლს იღებს.

ამაში გეთანხმები,ფერს რაც შეეხება,შავი

Posted

ამ პატარებს 30 თეთრი მივეცი თითოში.სიგრძე 1,5 სმ-ა.

მეტალი მართლაც სჯობს ბევრ ძველ რუსულ ჭანჭიკებსაც კი.

Posted

გავალ ერთი კიდევ ჩამოვივლი,ადრე ვიყავი და არავის არ ჰქონდა,კიდევ ერთხელ მადლობა

Posted

გავალ ერთი კიდევ ჩამოვივლი,ადრე ვიყავი და არავის არ ჰქონდა,კიდევ ერთხელ მადლობა

ეს ადგილია

9c4bb22f1dd9.png

ისრით მონიშნული როა,მანდაა ახლო მახლო(დიდი ძრავები,სხვარკი აპარატები და ათAსი რამე უდევთ მანდ).

როგორ დავჭრათ ორგმინა

ორგმინის დაჭრას თუ დაიწყებთ ხელის ხერხით ან ლობზიკით,დიდი ალბათობაა,რომ ეგ 3 მმ-იანი მინა გაგებზაროთ ან სწორი კიდე დეფექტიანი გამოვიდეს

ამიტომ,როცა გვინდა ჩამოვჭრათ ორგმინა,ვიყენებთ კარგად გალესილ შილას,ანუ წვეტიან წამახვილებულ საგანს,თუნდაც ბეტონის ლურსმანს(დუბელს)

ვადებთ რკინის სახაზავს(ან თუნდაც სწორ ფიცარს) და ჩამოვხაზავთ რამდენჯერმე(დავაწვებით ასე მაქს. 5 კგ ძალით),შემდეგ მოერე მხრიდან იმავეს ვიმეორებთ და ბოლოს უკვე "გადავკეცავთ" გადანახაზ ადგილზე და მივიღებთ სწორად ჩამოჭრილს.

პ.ს:როცა დაჭრას დაიწყებთ,მიეყრდნეთ სახაზავის კიდეს რომ არ აგისხლტეთ შილა.

Posted

ორგმინის ფასები ხომ არ იცი და სად შეიძლება იაფად ყიდვა რამდენ მილიმეტრიანის და რა სახეობის ორგმინებია ხელმისაწვდომი თბილისში?

Posted

ორგმინის ფასები ხომ არ იცი და სად შეიძლება იაფად ყიდვა რამდენ მილიმეტრიანის და რა სახეობის ორგმინებია ხელმისაწვდომი თბილისში?

d45f4b9d4353.png

აქ იყიდება

ელიავაზე

1 კვადრატზე ნაკლებს კი ლისტიდან არ ჩAმოგიჭრიან.

Posted

1 კვადრატული მ. 90 ლარი დამიფასეს მანდ. ეტყობა 5-6 მილიმეტრიანზე მითხრეს მაგ ფასი.

Posted

1 კვადრატული მ. 90 ლარი დამიფასეს მანდ. ეტყობა 5-6 მილიმეტრიანზე მითხრეს მაგ ფასი.

კი,5-6 მმ-იანი ძვირია,3 მმ აიღE,მეტი სქელი რად გინდა,არც არაფერში.

Posted

მოდინგისთვის და არამარტო,წავაწყდი მონიკელებულ ჭანჭიკებს, 8მმ-იანს,2 სმ-სიგრძის

მეტალიც კარგი ხარისხისაა,გაქლიბვისას ისხლეტს ქლიბს(იმ წინა შAვებს სჯობს).

b39cb465d247.jpg

8477694207b5.jpg

Posted

ორგმინას წებოთი ვერ დავაწებებ? და ამოჭრის საშუალება არ მაქ და არ იცით სადმე ადგილი სადაც ლომზიკით ამომჭრიან იაფად და ლამაზად?

Posted

ორგმინას წებოთი ვერ დავაწებებ? და ამოჭრის საშუალება არ მაქ და არ იცით სადმე ადგილი სადაც ლომზიკით ამომჭრიან იაფად და ლამაზად?

ლუკა ამოდინგებს,შედი ლინკზე და დაეკონტაქტე.

წებო არ წავა,სილიკონი მაგალითად არ იმაგრებს ორგმინაზე,2მაგი სკოჩი წავა.

ვინტებით უკეთესია.

Posted

გაუმარჯოს ბიჭებს,ეს ლინკიც ნახეთ,იქნებ გამოგადგეთ :)

  • Upvote 1

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.