Jump to content

Recommended Posts

Posted

Cooler Master Silent Pro hybrid კვების ბლოკების სერიაში მწარმოებელმა გადაწყვიტა მაღალი სიმძლავრისა და უხმაურო მუშაობის რეჟიმის გაერთიანება, ანუ იმ პარამეტრებისა, რომლებიც იშვიათად გვხვდება ერთ მოწყობილობაში. წარმოდგენილ იქნა სამი მოდელი - 850, 1050 და 1350 ვ-ით. ისინი შეესაბამებიან 80Plus Gold სტანდარტის მოთხოვნილებებს, ხოლო მათი ეფექტურობის დონე კი აჭარბებს 90%-ს - უკვე ნახევარი დატვირთვის დროს.

b805a273e7836fc84acb91b4bcbe4087.jpg

პროდუქტების გაგრილებაზე ზრუნავს 135 მმ-იანი ფენი, მაგრამ 200 ვ-ზე ნაკლები დატვირთვის შემთხვევაში, ის გაჩერებულია. მათთან ერთად, კომპლექტს ერთვის გაფართოების მოდული, რომელიც ყენდება 5-დუიმიან განყოფილებაში. მისი საშუალებით მოხდება აღნიშნული და კიდევ სამი სისტემური ხრახნის ბრუნვების რეგულირება; გადამრთველის საშუალებით კი, ეს მოქმედება შესაძლებელია განხორციელებულ იქნას როგორც სამომხმარებლო, ისევე ავტომატურ პირობებშიც.

7ffd9527e2f021fff3dd9c4192bf7a1c.jpg

ტექნოლოგია Hybrid Transformer გულისხმობს ტრანსფორმატორისა და რადიატორის ერთობლივ მონტაჟს, რითაც მეოთხედით მცირდება საერთო გაბარიტები და უმჯობესდება სითბოს მოცილება. ამ მხრივ კი, ბლოკები აღჭურვილნი არიან აქტიური PFC-თი. დენის ძალამ ერთადერთ 12 ვ-იან ხაზე შეიძლება მიაღწიოს 70, 82 და 105 ამპერს - 850, 1050 და 1350 მოდელებისთვის.

5fcae05115b9d2395e400625489cba69.jpg

ნაწარმები შეესაბამებიან ATX12V V2.3 და EPS12V V2.92 სტანდარტებს, სქემაში კი გამოყენებულია იაპონური კონდენსატორები. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს სრული მოდულური კონსტრუქცია, 12 კაბელი - SATA-დისკების დასაკავშირებლად და 6 ცალი 8-პინიანი - ვიდეობარათებისთვის. გარანტია მოქმედებს 5 წლის განმავლობაში, ფასები რა თქმა უნდა, თითოეული მათგანისთვის განსხვავებულია და შეადგენს 200, 250 და 300$-ს შესაბამისად.

  • Upvote 4
Posted

ოჰო კაი რარაც ჩანს :) 850-იანს ვიქონიებდი სიამოვნებით :D

Posted

ოჰო კაი რარაც ჩანს :) 850-იანს ვიქონიებდი სიამოვნებით :D

კი მართლაც კაი კვება

Posted

ოჰო,რა კარგი კვებააააა

Posted

შესანიშნავია სიმძლავირთაც და ვიდზეც ძალიან ლამაზია...............................

  • 2 months later...
Posted

Cooler Master Silent Pro Hybrid 850 Watt PSU review http://www.guru3d.com/article/cooler-master-silent-pro-hybrid-850-watt-psu-review/

  • 2 months later...
Posted

Cooler Master Silent Pro M2 1000W PSU review http://www.guru3d.com/article/cooler-master-silent-pro-m2-1000w-psu-review/

Posted

ოჰო კაი რარაც ჩანს :) 850-იანს ვიქონიებდი სიამოვნებით :D

ხე ხე ჩემი კვება გაიჩითა:) ნუ მართალია ჯერ გზაშია მაგრამ ჩამოვა მაქსიმუმ 10 დღეში:)

ვნახავთ რეალურად როგორია და რისი მაქნისია:)

707a9c45354d.png

Posted

ხე ხე ჩემი კვება გაიჩითა:) ნუ მართალია ჯერ გზაშია მაგრამ ჩამოვა მაქსიმუმ 10 დღეში:)

ვნახავთ რეალურად როგორია და რისი მაქნისია:)

707a9c45354d.png

ხო რო ჩამოვა დაწერე აბა როგორი იქნება

Posted

აუცილებლად:)

სურათებსაც ავტვირთავ კომპისასაც და კვებისასაც

Posted

საილენთ პრო მაგარი ვერსიებია..

ძველი საილენთ პრო მაქვს რასაც ხედავთ და გიჟი რამეა..

სულ მაქსიმალურად ვწურავ ხოლმე რაზგონზე სისტემას და არც კვნესის არც ხურდება.

4.76 ზე პროცესორი და ვიდეოც პოლნად დარაზგონებული.

და რაც მე მაგაზე კარტები მაქვს ჩართული კიდევ :D

200სერიის SLI-საც გაქაჩავს მემგონი :D

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.