Jump to content

Recommended Posts

Posted

ნოუთბუქების ერთადერთი მსხვილი მწარმოებელი, რომელიც ჯერჯერობით არ ისწრაფვის Intel-ის ინიციატივის მხარდაჭერისკენ - ულტრაბუქების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რჩება Dell. ამასთან, კომპანიაში აცნობიერებენ ბაზარზე თხელი და მსუბუქი ლეპტოპების აქტუალობის დონეს და აგრძელებენ შესაფერისი პროდუქტების შემუშავებებსაც. მათგან ერთ-ერთი გახდა XPS 14z, რომელიც ჩინეთ გაყიდვაში გამოჩნდა.

ace6075117a0ea138ee98757fd6d84de.jpg

Engadget-ის ცნობებით, აღნიშნული ნაწარმი აღჭურვილია შუქდიოდური განათების მქონე, 14-დუიმიანი ეკრანით, 1366 x 768 გაფართოებით, მაგრამ ამ კომპონენტის ჩარჩოს მოხაზულობის გამო, ის თავისი ზომებით თანაფარდობას უწევს 13.3-იან მოდელებს. მოდიფიკაციის მიხედვით, მასში შეიძლება მოთავსებულ იქნას 2.4 გჰზ სიხშირიანი პროცესორი Intel Core i5-2430M ან Core i7-2640M - 2.8 გჰზ-ით. ბაზურ კომპლექტაციაში, ოპერატიული მეხსიერების ოდენობა შეადგენს 4 გბ-ს, ხოლო მყარი დისკისა კი 500 გბ-ს. გრაფიკული ქვესისტემის თვალსაზრისით, წარმოდგენილია დისკრეტული ბარათი GeForce GT 520M - ტექნოლოგია Optimus-ის მხარდაჭერით, რომელიც იძლევა CPU-ში ინტეგრირებულ ბირთვსა და ძირითად GPU-ს შორის გადართვის საშუალებას.

XPS 14z-ის გაბარიტები უტოლდება 335 x 234 x 23 მმ-ს, ხოლო მასა კი დაახლოებით 2 კგ-ს. გაყიდვები ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზე, წესით, მიმდინარე წლის IV კვარტალში უნდა დაიწყოს და იმედი გვაქვს, რომ კომპანია ამ პროდუქტის სასიამოვნო ფასითაც მიიპყრობს მომხმარებელთა ყურადღებას.

  • Upvote 2
Posted

მმევასება ეს, მაგრამ ნამეტანი ძვირი ღირს :user:

Posted

ლამაზი დიზაინიც აქვს ,ცოტა ვიდეო მოიკოჭლებს ,GT 540M კარგი იქნებოდა

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.