Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Enermax-მა გამოუშვა ETD-T60 სერიის ორი პროცესორის ქულერი, ETD-T60-TB და ETD-T60-VD სახელწოდებებით. პროდუქტებში გამოყენებულია საფირმო VGF (Vortex Generator Flow) და VEF (Vacuum Effect Flow), რომლებიც განკუთვნილია სითბოს მოცილების გაუმჯობესებისთვის. ჰორიზონტალურად განლაგებული 120 მმ-იანი T.B.Silence ფენიდან წარმოქმნილი ჰაერის ნაკადი მიმართულია სისტემური დაფისკენ, ხოლო მისი სიჩქარე კი რეგულირდება 800-1800 ბრ/წთ ფარგლებში. ამასთან, წარმადობა იცვლება 63,83-დან 147,303/სთ-მდე (მოდელ ETD-T60-VD-სთვის კი - 56,51-129,09 მ3/სთ-მდე), ხოლო ხმაურის დონე - 16-დან 26 დბ-მდე. ETD-T60-VD მეორე მოდელისგან განსხვავდება შუქდიოდური განათების არსებობით (წითელი და ლურჯი ფერები, მუშაობის 11 რეჟიმი).

df61460aeb4672b3e2dc91d543b39365.jpg

bb09c37c077ffa9cf775c2e9019dae4f.jpg

ნაწარმების წონა, რომლის კონსტრუქციაშიც შესულია 55 ფირფიტის მქონე ალუმინის რადიატორი და ექვსი 6-ელემენტიანი ნიკელირებული სითბური მილაკი, შეადგენს 540 გ-ს. ზომები კი შემდეგნაირია: Enermax ETD-T60-TB-სთვის - 151 x 137 x 112 მმ, ETD-T60-VD-სთვის კი - 151 x 131 x 115 მმ.

a1e07c858e5f9963009072b6ec1e8886.jpg

a6469578dfa9e060bbcd72f587e6050d.jpg

უნივერსალურ სამაგრ AAP (Auto-Adjustable-Pressure)-ის საშუალებით, ქულერების დაყენება Intel LGA 775, 1155, 1156, 1366 ან AMD AM2, AM2+, AM3, AM3+, FM1 სოკეტის პროცესორებზე. კომპლექტში აგრეთვე შესულია თერმოპასტის პორციაც. ღირებულება ETD-T60-TB და ETD-T60-VD-ის ღირებულება კი - 59 და 69$-ია შესაბამისად.

  • Upvote 2

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.