Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HIS-ის მოდელთა რიგში გამოჩნდა ვიდეობარათი Radeon HD 6870, რომელიც აღჭურვილია საკუთარი წარმოების გაგრილების სისტემა IceQ-თი. ის თავის მხრივ, შედგება ოთხი სითბური მილაკისგან და ცხელი ჰაერი გააქვს სისტემური ბლოკიდან გარეთ, ბეჭდურ დაფაზე განლაგებულ სავენტილაციო ხვრელების მეშვეობით. ტურბინა კი იწოვს ნაკადს ქულერის ორი მხრიდან, რამაც წესით უნდა გააუმჯობესოს ტემპერატურა - კვების გადამყვანის ახლომდებარე ზონისთვის.

d6737a8f4e511e12fcee2ac9e0df71f5.jpg

ახალმა გაგრილების სისტემამ 24°C-ით შეამცირა ტემპერატურა და 10 დბ-ით ხმაურის დონე - რეფერენსულ მოდელთან შედარებით. აჩქარების ასეთი პოტენციალით, ინჟინრებმა არ გაზარდეს სიხშირეები და დატოვეს ნომინალურ, 900 და 4200 მჰზ-ზე - ბირთვისა და 1 გბ GDDR5 მეხსიერებისთვის შესაბამისად. ბარათის შემადგენლობაში აგრეთვე შედის მყარი დროსელები (Solid State Choke), რომლებიც კვების სისტემაზე მაღალი დატვირთვების დროსაც კი, ჩუმად მუშაობენ.

8d698564f3707236477c441ec631cdcc.jpg

HIS 6870 IceQ-ს ასევე გააჩნია ორი DVI, Mini Display Port და ერთი HDMI პორტი. კომპლექტთან ერთად, მყიდველი მიიღებს კუპონს - სიმულატორ DiRT 3-ის ჩართვისთვის და 50%-იან ფასდაკლებას - პროგრამა TriDef 3D Experience-ზე, რომლის საშუალებითაც ხდება ვიდეოს, გამოსახულებისა და თამაშების ჩართვა სტერეოსკოპულ რეჟიმში.

  • Upvote 4
Posted

ეს სერია გარგილების სიტემით მართლა კარგია მაგრამ დიზაინი არ მომწონს მე და ფერი კიდევ

Posted

მხეცია !

მაგრად მომწონს

  • Upvote 1
Posted

მხეცია !

მაგრად მომწონს

+1

ყველანაირად მომწონს

Posted

HIS Radeon HD 6870 IceQ 1GB card http://guru3d.com/news/his-radeon-hd-6870-iceq-1gb-card/ მეც არ მომწონს ამის დიაზინი საზიზღრათ გამოიყურება თეთრ და ლურჯ ტონებში, გაგრილება მართლა კარგი აქვს

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.