Jump to content

Recommended Posts

Posted

loixh.jpg

ყველას თუ არა ალბათ ბევრს მაინც გემახსოვრება ის დრო როდესაც მოხდა გადასვლა PCIe სლოტზე,

რაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო გეიმერებისათვის და ზოგადად PC ენთუზიაზისტებისათვის,

შემდეგ გამოვიდა PCIe 2.0 სლოტი,რასაც დიდი ფურორი მოყვა,და დაიპყრო ყველას გულები,

ახლა კი დადგა დრო რომ კიდევ ერთი საფეხურით მაღლა გადავინაცვლოთ და მივესალმოთ PCIe 3.0 სლოტს

რომლის შესახებაც უკვე გავრცელდა ცნობები

კერძოდ კი ის რომ მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ექნება PCIe და PCIe 2.0 ის თავსებად ვიდეო დაფებთან,

ანუ თქვენ შეგეძლებათ თქვენი "ძველი" ვიდეო ბარათები უპრობლემოდ ამუშაოთ ამ სლოტზეც.

3.0 ის Encoding Scheme იქნება ამჯერად 128b/130b

და data transfer rate 8GT/s,

(PCI ის აქვს 2.5GT/x და PCIe 2.0 ს 5GT/s)

PCIe 3.0 bandwidth X1 სლოტზე იქნება 1GB/s

ხოლო X16 ზე 32GB/s

ჯერჯერობით სულ ეს არის რაც ამ საკითხთან დაკავშირებით გაჟღერდა ...

როგორც კი გავრცელდება ახალი ცნობები,მაშინვე შეგატყობინებთ :)

  • Upvote 1
Posted

ანუ გამტარობაა მეტი

რომელიც რეალურად ჯერ მეტი არ გვჭირდება მაგრამ მაინც კარგია რომ მეტია?! :D

Posted

ანუ გამტარობაა მეტი

რომელიც რეალურად ჯერ მეტი არ გვჭირდება მაგრამ მაინც კარგია რომ მეტია?! :D

ბევრი რამე არ გვჭირდება დღეს მოდერო ბიძია,

მაგრამ გვაქვს და ესეც იყოს, რას გვიშლის :D

Posted

კარგია კარგი :D მალე გამოგვეყენებინოს :xelitavi:

Posted

ისა და რა უნდა მეკითხა ერთი ვიდეოს 32X რეჟიმში ჩასმა შეიძლება?

აი სამ ან ოთხ ვიდეოს ვინც ჩააყენებს მაგათთვის უფრო კარგი იქნება წინათ ხო 8X რეჟიმში უწევდათ არა მუშაობა? მართალია FULL HD მონიტორზე სხვაობა მინიმალური იყო მაგრამ მაინც ახლა კი 3.0-ის 8X იგივე იქნება რაც 2.0-ის 16X როგორც ვესტმა თქვა ამიტომ დაისვენებს ხალხი უაზრო ნერვიულობისგან

Posted

ისა და რა უნდა მეკითხა ერთი ვიდეოს 32X რეჟიმში ჩასმა შეიძლება?

აი სამ ან ოთხ ვიდეოს ვინც ჩააყენებს მაგათთვის უფრო კარგი იქნება წინათ ხო 8X რეჟიმში უწევდათ არა მუშაობა? მართალია FULL HD მონიტორზე სხვაობა მინიმალური იყო მაგრამ მაინც ახლა კი 3.0-ის 8X იგივე იქნება რაც 2.0-ის 16X როგორც ვესტმა თქვა ამიტომ დაისვენებს ხალხი უაზრო ნერვიულობისგან

32X იცი რამსიგრძე იქნებოდა? :D

30 სანტიმეტრიანი სლოტი იქნებოდა 32X :)

ფიზიკური სიგრძეა საჭირო ამ საქმისთვის (რგოროც ყოველთვის :D )

Posted

ხო რავიცი აბა ვიდეო კარტის სლოტებზე ვკითხულობდი და 1X 2X 4X... 32X გვხვდებაო და მეც დავეჭვდი იქნებ მართლა არის თქო :D ...

ისე აი 1X რამხელაა ზომაში? ნუ ისე კი ვიცი მაგრამ ეგ კბილანების რაოდენობით ან რამე განსაკუთრებულით ხომ არ გამოითვლება?

Posted

ხო 1X ძაან პატარაა და 8X რეალურად შეიძლება 16X ის ნახევარი იყოს მაგრამ უბრალოდ 16X იყენებენ სტანდარტ ზომად

გამოყენებაშია 1X 4X და 16X სიგრძეები

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.