Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია BIOSTAR Group-მა განაცხადა ახალ სისტემურ დაფა - TA990FXE-ის მიწოდებების დაწყების შესახებ. ის აგებულია ATX ზომის მიხედვით (305 x 244 მმ), აღჭურვილია AMD AM3 სოკეტით და განკუთვნილია ყველაზე მომთხოვნი კატეგორიის მომხარებლებზე - ოვერქლოქინგისა და კომპიუტერული თამაშების მოყვარულებზე. მას საფუძვლად უდევს AMD 990FX და SB950 სისტემური ლოგიკის მიკროსქემების ნაკრები და გააჩნია AMD Phenom II X6, Phenom II X4, Phenom II X3, Phenom II X2, Athlon II X4, Athlon II X3, Athlon II X2 და Sempron და ასევე ჯერ არგამოსული AMD FX პროცესორების მხარდაჭერა. TDP-ს მაქსიმალური მაჩვენებელი კი, შეიძლება შეადგენდეს 140 ვ-ს.

8a473a0052a76758b3b4ae84b79e3809.jpg

დაფის კომპლექტაციაში შესულია ოთხი DDR3 DIMM სლოტი და ითვალისწინებს 16 გბ ოდენობის, DDR3-800, DDR3-1066, DDR3-1333, DDR3-1600, DDR3-1866 და DDR3-2000 მჰზ 2-არხიან ოპერატიულ მეხსიერებებს. მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს სამი PCI Express x16 2.0, რომლებიც მუშაობენ x16, x16 და x4 კონფიგურაციებში. გარდა ამისა, არის ასევე ორი PCI და ერთი PCI Express x1 2.0.

არსენალი აგრეთვე მოიცავს SATA RAID 0,1,5 და 10-ის მხარდაჭერის მქონე, ხუთ ცალ SATA 6 გბიტ/წმ პორტს, ექვს USB 2.0-ს, FireWire IEEE 1394a-ს, Ethernet 10/100/1000 მბიტ/წმ ადაპტერსა და 8-არხიან ხმის კოდეკს. კომპლექტს თან ერთვის შესაბამისი და eSATA 3 გბიტ/წმ პორტით განივა.

6e3b4b866acefa156d009b8a3cd83d86.jpg

TA990FXE-ის კონსტრუქციაში გამოყენებულია მყარი ელექტროლიტის კონდენსატორები. პროდუქტს აგრეთვე გააჩნია მწარმოებლის საფირმო ტექნოლოგიების მაქსიმალური სიის მხარდაჭერა, მათ შორის 'მწვანე' უტილიტა BIOSTAR G.P.U-სიც (Green Power Utility) - სისტემის მცირე დატვირთვის დროს, ენერგიის ოპტიმიზირებულ გამოყენებისთვის; ოვერქლოქინგის საშუალებების, აპარატული debugging-ის, BIOS-ის განახლებისა და აღდგენის, BIO-Remote 2-ის - მობილური მოწყობილობებიდან დისტანციური მართვისთვის.

BIOSTAR TA990FXE-ის მიწოდებები რუსეთში უკვე დაწყებულია და მისი რეკომენდირებული ფასი 170$-ია.

  • Upvote 5

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.