Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Colorful-მა წარმოადგინა ვიდეობარათი ColorFire Xstorm HD 6850 X2 4GB, რომელზედაც ჩინელი ინჟინრები ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, მოდელი აღჭურვილია ორი Radeon HD 6850 GPU-თი, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდებიან შიდა CrossFireX-ხიდისა და 4 გბ მეხსიერების (2 გბ თითოეულზე) საშუალებით. ყოველ მათგანს გააჩნია 960 ნაკადური პროცესორი და დაკავშირებულია 256-ბიტიან ინტერფეისთან. კვებას უზრუნველყოფს ორი 8-პინიანი პორტი, ხოლო ძაბვის რეგულატორები კი ორგანიზებულნი არიან 12-ფაზიან სქემაში.

de7279ad2857522b501a3bf719c377e3.jpg

c618a7697cfffc6834382d0e09142a87.jpg

088f4958d61456abfff5bfedcac9704e.jpg

უნდა აღინიშნოს, რომ ბეჭდურ დაფაზე ყველა კონტაქტი, რომელიც განკუთვნილია კომპონენტების დარჩილვისთვის (მიპაიკებისთვის :D), დაფარულია ვერცხლის ფენით. მწარმოებლის თქმით, ეს შეამცირებს ძალისხმევას და ხელს შეუწყობს გაგრილებას. გარდა ამისა, მასზე აგრეთვე განლაგებულიან DIP-გადამრთველები - ძაბვის დეტალური რეგულირებისთვის და მისი გაზომვის საკონტროლო წერტილები, რომლებიც კომფორტული მიდგომისთვის იმყოფებიან კვების პორტებთან ახლოს.

862da6f2e4829833b80527fa41c6d6ff.jpg

49841cdc314dded960033ea3d8df10ea.jpg

dad74a0aef86f9f8d84814796e090cdf.jpg

ჯამპერების წყვილი იძლევა BIOS-ის ორ მიკროსქემას შორის გადართვის საშუალებას, რომელთაგანაც ერთში ჩაშენებულია ტაქტური სიხშირეებისა და ძაბვისა ქარხნული მნიშვნელობები, ხოლო მეორეში კი - გაზრდილი.

ვიდეობარათის გაგრილებაზე ზრუნავს ორი ფენის მქონე ქულერი, მასიური რადიატორი და ხუთი სითბური მილაკი. ფასის ჯერჯერობით უცნობია.

  • Upvote 5
Posted

არი რა,მარა ადგნენ ეს უტვინოები და გააკეთონ ცოტა ენერგო-ნაკლებებზე ორ-ბირთვიანი 6770-ზე კაი იქნებოდა,ენერგიასაც ნორმის ფარგლებში დაწვავდა და ფეროფმანსი კი ექნებოდა 560თი-ს დონის ოღონდ ფასი 170დოლარი კაი იქნებოდა

Posted

რაღაცები გაუკეთებიათ მართლა ამაში. საინტერესოა ვერცხლი თუ გაზრდის რამენაირად წარმადობას :)

Posted

ხო გურუ3დ-ზეც დაიდო ამ კარტაზე ინფო http://guru3d.com/news/colorfire-xstorm-hd-6850-x2-4gb-card/

Posted

შეჭამეს ტვინი ამ არასტანდარტული 2 ბირთვიანებით ,მაგრამ ესენი ცუდი ნამდვილად არაა ფასის და მიხედვით

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.