X-treme user Posted September 16, 2011 Posted September 16, 2011 IDF-ის გამოფენაზე, კომპანია MSI-მაც წარმოადგინა X79 ჩიპსეტზე დაფუძნებული სისტემური დაფები LGA 2011 სოკეტზე და ასევე სისტემა Ivy Bridge პროცესორზე. X79A-GD65 (8D) შესრულებულია ATX ზომის მიხედვით, მას გააჩნია რვა მეხსიერების სლოტი DDR3-2400 მოდულებისთვის, ჯამური ოდენობით 64 გბ-თი, რომლებსაც შეეძლებათ 4-არხიან რეჟიმში მუშაობა. გაფართოების შესაძლებლობებს უზრუნველყოფს სამი PCI Express Gen 3 x16, ორი PCI Express Gen 2 x16 და ერთი PCI Express Gen 2 x1. გარდა ამისა, მის აღჭურვილობაში აგრეთვე შედის ოთხ-ოთხი SATA 6 და SATA 3 გბიტ/წმ პორტი. მის თავისებურებათა რიცხვს კი განეკუთვნება საფირმო ტექნოლოგია OC Genie II და ClickBIOS II (UEFI). X79A-GD65 დაფა ძალიან წააგავს ზემოაღნიშნულ მოდელს, მაგრამ მისი მეხსიერების მოდულებისთვის განკუთვნილი სლოტები ორჯერ ნაკლებია. უმცროსი X79A-GD45-იც ATX ზომისაა. მან მიიღო ოთხი სლოტი DDR3-2400 მეხსიერებისთვის (64 გბ-მდე ოდენობით), სამი PCI Express Gen 3 x16 და ოთხი PCI Express Gen 2 x1. ასევე, ორი SATA 6 და ოთხი SATA 3 გბიტ/წმ პორტები. მწარმოებლის თქმით, ამ დაფების სერიული ნიმუშები სულ ცოტა ხანში, ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება. გაყიდვები კი დაიწყება Sandy Bridge-E პროცესორის ანონსის შემდეგ, ანუ დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებიდან. მათ აგრეთვე დააზუსტეს სიტუაცია PCI Express 3.0. სლოტების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბარათებს, რომლებსაც შეეძლებათ ახალი ინტერფეისის უპირატესობების გამოყენება, გამოშვებულ იქნებიან მომავალი წლის პირველ თვეებში. უფრო ზუსტად კი, ეს მოსალოდნელია იანვრის თვეში. ქვედა ფოტოსურათებზე ნაჩვენებია სისტემა, რომელიც დაფუძნებულია X79A-GD45-ზე. ამ 'ენთუზიასტების პლატფორმის' კონფიგურაციაში, აგრეთვე შესული იყო ორი N560GTX-Ti Hawk ბარათი SLI-ში, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და Kingston-ის წარმოების SSD. IXBT 3 Quote
სოსო Posted September 16, 2011 Posted September 16, 2011 'ენთუზიასტების პლატფორმის' ინტელის ბოქს ქულერზე ძალიან არა შთამბეჭდავად გამოიყურება ClickBIOS II (UEFI). მაგარი სასიამოვნოა ახალი ტიპის ბიოსების და მაუსიც ასწორებს :) Quote
Barca Posted September 16, 2011 Posted September 16, 2011 MSI ის არ ეშლება არც დიზაინი და არც კარგი ფუნქციების მქონე პროდუქცის გამოშვება Quote
Albert Einstein Posted September 16, 2011 Posted September 16, 2011 ასუსი და გიგაბაიტი რას გვიმზადებენ საინტერესოა :babu: Quote
Barca Posted September 16, 2011 Posted September 16, 2011 ასუსი და გიგაბაიტი რას გვიმზადებენ საინტერესოა არაფერს ისეთს განსხვავებულს ,სტადარტული სერიები ისევ იქნება და დამატებით თუ გამოვა G1 სერიის მსგავსი გიგაბაიტიდან კარგი იქნება Quote
ბექა Posted September 16, 2011 Posted September 16, 2011 ინტელის ბოქს ქულერზე ძალიან არა შთამბეჭდავად გამოიყურება მაგარი სასიამოვნოა ახალი ტიპის ბიოსების და მაუსიც ასწორებს ზოზო მეც დამიტოვე ხოლმე პორტალისთვის ლამაზი რაღაც ჩანს Quote
სოსო Posted September 16, 2011 Posted September 16, 2011 ზოზო მეც დამიტოვე ხოლმე პორტალისთვის ლამაზი რაღაც ჩანს ოკ :) Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.