Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Samsung-მა სულ ახლახანს დასრულებულ გამოფენა IFA 2011-ზე, ბევრ ახალ ნაწარმთან ერთად, აგრეთვე წარმოადგინა ნოუთბუქი 300V5 - Series 3 ხაზიდან. ის გამოირჩევა თვალწარმტაცი დიზაინით, ეფუძნება AMD პლატფორმას და უკვე ხელმისაწვდომია ევროპის ბაზრებზე, 500 ევროდ. მის კონფიგურაციაში შედის ნომინალურ სიხშირე 1,8 გჰზ-ის მქონე (ტურბო-რეჟიმში 2,5 გჰზ-მდე) ჰიბრიდული პროცესორი AMD A8-3510MX, 4 გბ ოპერატიული მეხსიერება და 640 გბ ტევადობის მყარი დისკი. გრაფიკულ მხარეზე პასუხისმგებელია ერთდროულად ორი GPU - CPU-ში ინტეგრირებული AMD Radeon HD 6620G და დისკრეტული AMD Radeon HD 6470M, 1 გბ მეხსიერებით. ეკრანის დიაგონალი შეადგენს 15,6 დუიმს, ხოლო გაფართოება კი - 1366 х 768 პიქსელს. მწარმოებლის მიერ განცხადებული დისპლეის სიკაშკაშის დონე შეადგენს 400 კდ/მ2-ს.

x5rpUQew.jpg

4XegOL2L.jpg

გარდა ამისა, კომპლექტაცია აგრეთვე მოიცავს 1,3 მპ-იან ვებ-კამერას, ხმაურის ჩამხშობი სისტემის მქონე მიკროფონი, SD, SDHC და SDXC მეხსიერების ბარათების წამკითხველი მოწყობილობა, ოპტიკური წამყვანი - ორფენიანი DVD-დისკის ჩაწერის შესაძლებლობით, Gigabit Ethernet ადაპტერი, Bluetooth 3.0 და Wi-Fi.

z7XmNWWl.jpg

Samsung Series 3 300V5-ის გაბარიტული ზომებია 366,9 x 240 x 29,9-31,6 მმ, მასა - 2,45 კგ. ის აღჭურვილია 48 ვ/წმ ტევადობის მქონე, 6-სექციანი ლითიუმ-იონის ელემენტით და მუშაობს 64-ბიტიან Windows 7 Home Premium ოპერაციული სისტემის ქვეშ.

  • Upvote 3
  • 4 weeks later...
Posted

სასტიკად არ უხდება ეს თეთრი ფერი :D

თვითონ ლეპი არის რაა

Posted

მართალია, ძირითადი მასაც რომ ლურჯის ტონალობაში იყოს, ან ვერცხლისფერში, უფრო მოუხდებოდა.

Posted

მართალია, ძირითადი მასაც რომ ლურჯის ტონალობაში იყოს, ან ვერცხლისფერში, უფრო მოუხდებოდა.

თეთრი მაგარი ფერია პროსტა არ უხდება მაგ დიზაინს და ლურჯს.

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.