Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HP-მ განაცხადა ხუთი ახალი მონიტორის გაყიდვების დაწყების შესახებ. მათგანი ოთხი მოდელი - ZR2740w (27 დუიმი, იხ. ფოტოსურათი), ZR2440w (24 დუიმი), ZR2240w (21,5 დუიმი) და ZR2040w (20 დუიმი) აღჭურვილნი არიან IPS ტიპის პანელით, ხოლო Compaq LE2202x (21,5 დუიმი) ორიენტირებულია მცირე ბიზნესის სეგმენტზე და დაფუძნებულია TN-ზე.

QX4o4d4D.jpg

20-დუიმიანი დისპლეის გაფართოება შეადგენს 1600 х 900-ს, 21,5-სთვის 1920 х 1080, ხოლო 24 და 27-იანებისთვის კი 1920 х 1200 და 2560 х 1440 შესაბამისად. გარდა ამისა, ყველა მათგანის კომპლექტაციაში შედის შუქდიოდური განათება. სხვა მახასიათებლები შემდეგნაირად გამოიყურება:

HP Compaq LE2202x:



  • სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1
  • სიკაშკაშე - 250 კდ/მ2
  • ვიდეოგასასვლელები - D-Sub, DVI

HP ZR2040w



  • სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1
  • სიკაშკაშე - 250 კდ/მ2
  • ვიდეოგასასვლელები - D-Sub, DVI, DisplayPort

HP ZR2240w



  • სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1
  • სიკაშკაშე - 250 კდ/მ2
  • ვიდეოგასასვლელები - D-Sub, DVI, DisplayPort, HDMI

HP ZR2440w



  • სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1
  • სიკაშკაშე - 250 კდ/მ2
  • ვიდეოგასასვლელები - DVI, DisplayPort, HDMI

HP ZR2740w



  • სტატიკური კონტრასტულობა - 1000:1
  • სიკაშკაშე - 380 კდ/მ2
  • ვიდეოგასასვლელები - DVI, DisplayPort

ფასები უკვე ცნობილია: ZR2740w - $729, ZR2440w - $425, ZR2240w - $289, ZR2040w - $189. ხოლო ყველაზე იაფი კი Compaq LE2202x-ია - $179.

  • Upvote 2
Posted

ხო ეგ S-IPS 8 ბიტიან პანელზეა და საკმაოთ ძვირიც ღირს მაგ სერიის მონიტორები, სხვათაშორის თბილისშიც აქვთ ორიენტ ლოჯიკში თითქმის იგივე ფასში რაც ამერიკაში ჯდება, კონტრასტს დააკვირდი მარტო 1000:1-ი აქვს, მანდ მთავარი აქცენტი ცვეტოპერედაჩაზეა გაკეთებული ხედვის კუთხეზე, 1000:1-იც სრულებით საკმარისია და არაფერს აფუჭებს დიდათ, აი რესპონს ტაიმში კი მართლა მოიკოჭლებს, დელი ჯობნის თურმე მაგაში, ალბათ იმიტომ რომ იმას 6 ბიტიანი პანელი აქვს მარტო E-IPS-ზე, მაგრამ ჩვენებით ისიც კარგია საკმაოთ და ტნ ჯობნის

  • 4 weeks later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.