Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-ს სპეციალისტებმა მოიგონეს, თუ როგორ დაიცვან გრაფიკული ბარათები მტვრის დაგროვებისგან, რომელიც ხვდება ქულერში ჰაერთან ერთად და თანდათანობით ამცირებს გაგრილების ეფექტურობას. მწარმოებლის შეფასებით, ასეთი რადიატორის გამო, GPU-ს ტემპერატურა სრულ დატვირთვაზე, შეიძლება გაიზარდოს დამატებით 15°C-ით.

fYdotN2P.jpg

aRBnTOm8.jpg

მეთოდის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ კომპიუტერის ჩართვიდან 30 წამის განმავლობაში, ბარათის ფენებმა იმუშაონ საპირისპირო მიმართულებით და სრული სიმძლავრით, ჰაერის გარეთ გამოტანაზე. ამ დროის გასვლის შემდეგ, ქულერი უბრუნდება ნორმალურ რეჟიმს. ოპერაციის რეგულარული განმეორება არ მისცემს მტვერს რადიატორის ფირფიტებზე დაგროვების საშუალებას.

კომპანია აპირებს ტექნოლოგია Dust Removal-ით აღჭურვოს თავისი ყველა ახალი პროდუქტი.

  • Upvote 6
Posted

საინტერესო ის არის რამდენ ხანში ერთხელ გააკეთებს მაგ მოქმედებას,

ან მომხმარებელს თუ ექნება საშუალება თვითონ აკონტროლოს მაგის სიხშირე

თორე შეიძლება რამე სერიოზული ოპერაციის დროს დაიწყოს მაგან ეგ სამუშაო,

და ეგ 15 გრადუსი სავალალო გამოდგეს კარტისთვის.

Posted

საინტერესო ის არის რამდენ ხანში ერთხელ გააკეთებს მაგ მოქმედებას,

ან მომხმარებელს თუ ექნება საშუალება თვითონ აკონტროლოს მაგის სიხშირე

თორე შეიძლება რამე სერიოზული ოპერაციის დროს დაიწყოს მაგან ეგ სამუშაო,

და ეგ 15 გრადუსი სავალალო გამოდგეს კარტისთვის.

მეთოდის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ კომპიუტერის ჩართვიდან 30 წამის განმავლობაში, ბარათის ფენებმა იმუშაონ საპირისპირო მიმართულებით და სრული სიმძლავრით, ჰაერის გარეთ გამოტანაზე.
  • Upvote 1
Posted

სოსო

. ოპერაციის რეგულარული განმეორება არ მისცემს მტვერს რადიატორის ფირფიტებზე დაგროვების საშუალებას.

:ugly_confused2:

Posted

უაზრობაა.. პატარა შედეგი ექნება მაგრამ მტვერი მაინც დაგროვდება რადიატორზეც და ფანზეც :chojinfc:

Posted

საინტერესო ვერსიაა, მაგრამ მე მაინც მამაპაპურ მეთოდი მირჩევნია :D

Posted

ვიდეოზე არ მიცდია მაგრამ პროცესორს წელიწადში ერთხელ მტვერსასრუტით მივადგები ხოლმე და მტვერი რაცაა აბსოლიტურად ყველაფერს იწოვს... ნუ მაგ დროს ქულერი უკუღმა ისე ბრუნავს მეშინია არ მოსძვრეს ან რამე მაგდაგვარი :D

Posted

ნებისმიერ შემთხვევაში უკეთესია ვიდრე სულ არაფერი !!!

Posted

რომ დაუფიქრდეს კაცი აბა წარმოიდგინეთ როდესაც გამორთულია ფანი და არ მუშაობს მტვერი ედება იქაურობას ჩვეულებრივ რეჟიმში ეს მტვერი ფანს შეაქვს და ილექება რადიატორზე (ჩართვისას ხდება დალექვა აბა ჰაერი შედის და გამოდის და მუშაობისას ნაკლები მტვერი შედის ვიდრე მუშაობის დაწყებისას)

შედეგი ექნება ამას ჩემი აზრით.

Posted

შედეგი აუცილებლად ექნება მაგრამ არ ც ისე დიდი მაგრამ სულ არაფერს მაინც ჯობია

Posted

კარგია, მომეწონა :)

Posted

ხო აჩვენეს განსხვავებაც? 15 თუ არა 10 გრადუსი ხომ მაინც იქნება უკიდეურეს შემთხვევაში? ესეც კარგია

მტვერი მუშაობაშიც ედება, ჩართული ელ-მოწყობილობა ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს და იზიდავს მტვრის ნაწილაკებს, ფენი კი მოხვეტავს და მიიკრავს დამუხტულს, უკან დაბრუნებაც კარგი აზრია, თან ჩართვისას 30 წამი არაფერია

რეგულარულობაში ალბათ იგულისხმება ყოველი ჩართვა

პროცესორის ქულერებზეც შეიძლება მაგის გაკეთება იდეაში, MSI ალბა თავიდ დედიკოებზე დაამატებს მაგ ფუნქციას BIOS-ში

თუ მართლაც მასეთი ეფექტურია, მარტივი და გენიალური გადაწყვეტილებაა

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.