Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HP დაგვპირდა, რომ ცოტა ხანში დაიწყებს ნოუთბუქ Pavilion dm1-ის განახლებული ვერსიის გამოშვებას. გაუმჯობესდა როგორც მახასიათებლების მხარე, ასევე ექსტერიერის ზოგიერთი ელემენტიც. სენსორული პანელის ქვეშ, გაჩნდა ორი ცალკეული ღილაკი, ხოლო ყურსასმენებისთვის და მიკროფონისთვის განკუთვნილი ერთადერთი 3,5 დიამეტრ ზომის პორტი, შეიცვალა ორი გასასვლელით. გარდა ამისა, დამატებულ იქნა საფარველის ფერის ახალი ვარიანტებიც.

9Pm193mp.jpg

1QaZvsCg.jpg

HP Pavilion dm1 ხელმისაწვდომია როგორც ჰიბრიდულ AMD E-300 და E-450 პროცესორების თანხლებით (ადრე, მოწყობილობის კომპლექტაციაში მხოლოდ APU E-350 იყო), აგრეთვე დაბალვოლტაჟიანი Intel Core i3 მოდელებითაც. პირველ შემთხვევაში, ლეპტოპის შეკვეთა შესაძლებელი იქნება აშშ-ში, 21 სექტემბრიდან - 399$-ად, ხოლო ვერსიები Intel-ის CPU-ებით გამოჩნდება 30 ოქტომბრის თვიდან, 600$-ად. ასეთი დიდი სხვაობა ღირებულებაში აიხსნება არამხოლოდ მეორე მათგანის უფრო ძვირადღირებულ მოდელისა და ლოგიკით, არამედ მეორე ვარიანტის ბაზურ არსენალში შესულია შიდა ოპტიკური წამყვანიც.

8vs3dW5W.jpg

რაც შეეხება სხვა კომპონენტებს, მათ ცვლილებები არ შეეხოთ: პროდუქტი უწინდებურად აღჭურვილია შუქდიოდური განათების მქონე, 11,6-დუიმიანი ეკრანით, 320-დან 750 გბ-მდე მყარი დისკით ან 128 გბ-იანი SSD-თი, Wi-Fi და Bluetooth-ადაპტერით (დამატებითი გადახდის შემთხვევაში კი, HSDPA-ითაც). იგივე დარჩა გაბარიტული ზომები და მასაც - 290 х 214 х 20-30 მმ და 1,6 კგ.

  • Upvote 3
Posted

ერთადერთი netbook-ი რომლის ყიდვაზეც შეიძლება დავფიქრდე.

Posted

კიდევ ცოცხალია HP ? არ წავიდა ბაზრიდან ჯერ ?

მე არ მჯერა მაგ ჭორის

Posted

მე არ მჯერა მაგ ჭორის

რა ჭორის ტელევიზორშიც თქვეს და საიტები გამოტენილი იყო მაგ ინფოთი 10 დღის წინ :D

ოფიციალური ინფორმაციაა

Posted

რა ჭორის ტელევიზორშიც თქვეს და საიტები გამოტენილი იყო მაგ ინფოთი 10 დღის წინ :D

ოფიციალური ინფორმაციაა

პენზიასე აპირებენ გასვლას ?huh.gif

Posted

პენზიასე აპირებენ გასვლას ?huh.gif

არა

კომპიუტერების ბიზნესიდან მიდიან ოღონდ ეტაპობრივად

რაღაც ახალი OS უნდა გამოუშვანო თუ რაღაც ,10 მილიარდათ შეიძინეს რომელიღაც ფირმა

Posted

რაო? ბაზრიდან მიდიან? რაღაც ისეთი წინათ გრძნობა მაქვს რომ აუტკიებელი თავის ატკივება სურთ...

საკაიფოდ არიან კომპიუტერულ ბაზარზე თავისი სტაბილური კლიენტი ყავთ და რათ უნდა OS-ის გამოშვება? ეგენი პროგრამებს აწარმოებენ თუ აპარატურას?

ისე პრინციპში მე მაგრად მკიდია HP რას იზავს თუმცა ზოგადად გული მწყდება სისულელეებს რომ ვხედავ ხოლმე (თუმცა ჯერ დეტალებში გარკვევაა საჭირო)

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.