სოსო Posted September 6, 2011 Posted September 6, 2011 პირველად ასეთი ტიპის სერვერული ოპერაციული სისტემა მაიკროსოფტმა 2010 წელში გამოუშვა, ეხლა უკვე გვაქვს მეორე ვერსია Windows MultiPoint Server 2011. ამ ვინდოუსის მთავარი ხიბლი არის ის, რომ ერთ კომპიუტერით ერთდროულად რამდენიმე მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ისე რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ. ამ ვერსის ვინდოუსი იდეალურია სასწავლო მიზნებისათვის, ფაქტიურად ერთი კომპიუტერის ფასად ჩვენ ვიღებთ რამოდენიმე კომპიუტერს, მინიმალურ დენის დანახარჯებს და არ არის საჭირო ქსელის გამართვა. http://www.microsoft.com/windows/multipoint/default.aspx ასევე სხვა სერვერული ოპერაცული სისტემებისგან განსხვავებით ამ ვერსიის ვინდოუს გააჩნია უფრო გამარტივებული ადმინისტრაციის ინტერფეისი. ვინდოუსი ძირითადად ორ ვერსიაში გამოდის სტანდარტული და პრემიუმი, სტანდარტულზე დასაშვებია მაქსიმუმ 10 ვირტუალური მომხარებელი, 8GB მეხსიერება და მხოლოდ ერთ სოკეტიანი მაზერები, პრემიუმ ვერსიაზე დასაშვებია 20 მომხმარებელი, 32GB მეხსიერების მხარდაჭერა და ორ სოკეტიანი სისტემა. აქ შეგიძლიათ ნახოთ როგორ მუშაობს ეს სიტემა 4
გათი Posted September 6, 2011 Posted September 6, 2011 მშვნიერი რამაა, ყოველტვის მაინტერესებდა ასეთი რამ. Thin PC-იც მაგარია, შეკვეცილი ვინ 7-ის პონტში. :thumbsup:
fashisti Posted September 8, 2011 Posted September 8, 2011 კაი ინფოა ეს სისტემა ხშირად აინტერესებთ იუზერებს... ისე ნეტა ამის სიმულირება თუა შესაძლებელი? მაგალითად VM-ში რომ დავაყენო ნუ დაყენებით კი დადგება ალბათ მაგრამ მერე მომხმარებლებს ვერ შევუერთებ :D
Boss Posted February 28, 2012 Posted February 28, 2012 ვიწერ და ავტვირთავ მერე სერვერზე და გადაწერეთ.
Twister Posted February 29, 2012 Posted February 29, 2012 ესეთი ვარაინტია გპი-ში გაკეთებული გამოცდები სადაც იწერება ხოლმე.
lio Posted May 8, 2012 Posted May 8, 2012 აუ ჩემი სამსახურისთვის მაგარი სისტემაა. უნდა დავუჯდე და დავამუღამო ეგ.
system 32 Posted May 12, 2012 Posted May 12, 2012 რამდენიმე კითხვა მაქვს: აქ ეხლა მონიტორები როგორ შეაერთეს? 1 VGA პორტში ამდენი მონიტორი? თუ რამე გადამყვანით შეაერთეს? ან კლავიატურები, ან მაუსები? :D
gio_kiborg Posted May 12, 2012 Posted May 12, 2012 არსებობს აპარატურული მოწყობილობა ე.წ Thin Client, რომელზეც ერთდება მონიტორიც, კლავიატურაც და სხვა პერიფერია (პრონტერი, სკანერი და ა.შ) Thin Client უზრუნველყოფს სერვერთან კავშირს და Windows-ის "ჩატვირთვას" დაახლოებით ისეთი ვარიანტია, როდესაც PC-ს გავრცელებამდე იდგა ერთი MainFrame და მასზე დაკავშირებული იყო რამდენიმე ე.წ Dumb ტერმინალი ამ სურათზე სქემა ძალიან ადვილი გასაგებია: ბევრად იაფია ვიდრე მთლიანი კომპიუტერი, ბევრად პატარა, და ენერგოეკონომიური, შესაბამისად ამგვარი ქსელის აწყობაზე გაცილებით ნაკლები ხარჯები და სივრცეა საჭირო, ასევე მოვლა-პროფილაქტიკაზეც გაცილებით ნაკლები დრო იხარჯება
ბექა Posted May 13, 2012 Posted May 13, 2012 ვთქვათ და 10 კომპი მინდა ერთსადაიმავე მონაცემებზე სერვერი რომ დადგა ასე და გაყო 10 ნაწილად რესურსს როგორ გაიყოფენ ?
gio_kiborg Posted May 13, 2012 Posted May 13, 2012 მაგაშია საქმე, რომ გაიყოფრნ, სერვერი უწევს მენეჯმენტს თითოეული იუზერისთვის გამოყოფილ სიმძლავრეს კონკრეტულად როგორ აკეთებს ამას მართალი გითხრა არ ვიცი, დეტალურად MS-ის საიტზე შეიძლება იყოს დოკუმენტაციაში
system 32 Posted May 14, 2012 Posted May 14, 2012 ეხლა რა მაინტერესებს, თავსებადობის მხრივ როგორაა საქმე? მაგალითად დრაივერები როგორც სერვერ 2008 r2-ზე მიდის 64 ბიტიანი სევენის, აქაც ეგრეა? თავსებადია 64 ბიტიანი სევენის დრაივერები? აქტივაციის მხრივ როგორაა? აქტივატორი დააგდეთ რა ვინმემ როგორც გავიგე დაზ ლოადერი არ მუშაობს ამაზე, ასევე პროგრამები და ანტივირუსი რომლებია თავსებადი?
gio_kiborg Posted May 14, 2012 Posted May 14, 2012 ეხლა რა მაინტერესებს, თავსებადობის მხრივ როგორაა საქმე? მაგალითად დრაივერები როგორც სერვერ 2008 r2-ზე მიდის 64 ბიტიანი სევენის, აქაც ეგრეა? თავსებადია 64 ბიტიანი სევენის დრაივერები? აქტივაციის მხრივ როგორაა? აქტივატორი დააგდეთ რა ვინმემ როგორც გავიგე დაზ ლოადერი არ მუშაობს ამაზე, ასევე პროგრამები და ანტივირუსი რომლებია თავსებადი? ეგ იყიდება აპარატურასთან ერთად, ანუ სერვერზე დაყენებული და გამართული... კრაკებზე და დრაივერების თაობაზე არაფერი ვიცი, შესაძლოა Win7 ან Server 2008 R2 დრაივერები წავიდეს, სახლში გამოსაყენებლად არაა, ორგანიზაციებისთვისაა, ისინი კი გატეხილებს არ იყენებენ (ნორმალურ ქვეყნებში) და დაკრაკვის საჭიროებაც არაა... შეიძლება Server 2008R2-ის რომელიმე აქტივატორმა აამუშაოს, დაძებნე MyDigitalLife-ზე
Recommended Posts