Jump to content

Recommended Posts

Posted

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Intel-ი გეგმავდა LGA 1155-ზე შესრულებულ, ახალ იაფფასიანი პროცესორების გამოშვებას, ჩვენთვის ცნობილი იყო, მაგრამ 'პრემიერების დღე' სწორედ გუშინ შედგა, როდესაც იაპონურ საიტებზე გაჩნდა ბოქს-CPU-ების ფოტოსურათები, რომლებიც აღნიშნულ ბაზარზე აღმოაჩინეს.

მაშ ასე, შევხედოთ Intel-ის პრაის-ლისტის ძირითად ცვლილებებს, რომლებიც 17 ივლისის შემდეგ პირველად მოხდა. პირველ რიგში, გაიზარდა Sandy Bridge თაობის Core i5 და Core i3 ასორტიმენტი, რომელსაც შეემატა ახალი მოდელები:



  • Core i5-2320 (SR02L) -> ოთხი ბირთვი, ოთხი ნაკადი, 6 მბ კეში, სიხშირე - 3.0 გჰზ, 177$;
  • Core i3-2130 (SR05W) -> ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 3.4 გჰზ, 138$;
  • Core i3-2125 (SR0AY) -> ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 3.3 გჰზ, 134$;
  • Core i3-2120T -> ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 2.6 გჰზ, TDP = 35 ვ, 127$

.

e6bfe85c270e114165012f97bc9c8fec.jpg

შემცირებული ენერგომოხმარების მქონე, ზოგიერთი პროცესორი სიმბოლურად გაიაფდა 2-6%-ით.

5d3b7cff0096a2c246d8a44f43f76926.png

გამოშვებულ იქნა Pentium-ის ახალი მოდელებიც LGA 1155-ზე:



  • Pentium G860 (SR058) -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 3.0 გჰზ, 86$;
  • Pentium G630 (SR05S) -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 2.7 გჰზ, 75$;
  • Pentium G630T -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 3 მბ კეში, სიხშირე - 2.3 გჰზ, TDP = 35 ვ, 70$

.

b69dd0035e857813f6378119f6ef4304.jpg

გარდა ამისა, OEM-კომპლექტაციაში ხელმისაწვდომი Celeron პროცესორები Sandy Bridge LGA 1155-ზე, როგორც იქნა გაჩნდნენ Intel-ის პრაის-ლისტშიც



  • Celeron G540 (SR05J) -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 2 მბ კეში, 2.5 გჰზ, 52$;
  • Celeron G530 (SR05H) -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 2 მბ კეში, 2.4 გჰზ, 42$;
  • Celeron G440 (SR0BY) -> ერთი ბირთვი, ერთი ნაკადი, 1 მბ კეში, 1.6 გჰზ, 37$;
  • Celeron G530T -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 2 მბ კეში, 2.0 გჰზ, 47$

.

cec16b230142f6151d1eb53faef35b0d.jpg

ახალი მოდელები გამოჩნდა მობილურ სეგმენტშიც:



  • Core i7-2960XM -> ოთხი ბირთვი, რვა ნაკადი, 8 მბ კეში, 2.7 გჰზ, 1096$;
  • Core i7-2860QM -> ოთხი ბირთვი, რვა ნაკადი, 8 მბ კეში, 2.5 გჰზ, 568$;
  • Core i7-2760QM -> ოთხი ბირთვი, რვა ნაკადი, 6 მბ კეში, 2.4 გჰზ, 378$;
  • Core i7-2640M -> ორი ბირთვი, ოთხი ნაკადი, 4 მბ კეში, 2.8 გჰზ, 346$;
  • Celeron B840 -> ორი ბირთვი, ორი ნაკადი, 2 მბ კეში, 1.9 გჰზ, 86$

.

Intel-ის სხვა პროცესორების ფასები არ შეცვლილა.

  • Upvote 6
Posted

კარგი ინფორმაციაა... მაგრამ K ი3-ში მაინც არ არის როგორც ვხედავ :(

Posted

2125–ს და 2130–ს რომელი IGP აქვთ ?

Posted

და ამას რატომ აქვს ამხელა ფასი? Core i7-2960XM -> ოთხი ბირთვი, რვა ნაკადი, 8 მბ კეში, 2.7 გჰზ, 1096$;

თან მობილური სეგმენტისთვის თუ არის წარმომიდგენია ეს რანოუთშიც იქნება რა ფასი ექნება იმას

Posted

ვაა მობილუ სეგმენტში უკვე კარგი სიხშირეებია :rolleyes:

მაღალი ფასი იმიტომ რომ ,ასეა ,მობილურ ნაწილებს დიდი ფასი ადევს უფრო

Posted

და ამას რატომ აქვს ამხელა ფასი? Core i7-2960XM -> ოთხი ბირთვი, რვა ნაკადი, 8 მბ კეში, 2.7 გჰზ, 1096$;

თან მობილური სეგმენტისთვის თუ არის წარმომიდგენია ეს რანოუთშიც იქნება რა ფასი ექნება იმას

სად ნახე მაგის ფასი

ინტელის საიტზე რაც ინტერფეისი შეიცვალა ძებნა მაგარი გართულდა :(

ეგ ღია მამრავლით პროცესორია ! :)

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.