Jump to content

Recommended Posts

Posted

საერთაშორისო გამოფენა IFA-ზე, კომპანია Toshiba-მ წარმოადგინა Qosmio სერიის ახალი პროდუქტი, რომლის კორპუსშიც გაერთიანებულია 23-დუიმიანი Full HD (1920 x 1080) დისპლეი და Intel Sandy Bridge პროცესორის ბაზაზე დაფუძნებული, მაღალი წარმადობის მქონე მობილური პლატფორმა. Toshiba Qosmio DX730 მონობლოკის მახასიათებლების სიაში შესულია SO-DIMM DDR3 სტანდარტის 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, დისკრეტული ვიდეოადაპტერი NVIDIA GeForce GT 540M, მყარი დისკი 2 ტბ-მდე ტევადობით. გარდა ამისა, უკაბელო მოდულები Wi-Fi 802.11 b/g/n და Bluetooth 3.0, 1,3 მპ-იანი ვებ-კამერა, DVD ან Blu-ray-წამყვანი, TV-ტიუნერი.

99d899813ccaba1325f99966c68b3008.jpg

ცალკე აგრეთვე აღნიშნეს, რომ აღნიშნულ ნაწარმში ინტეგრირებული სტერეოსისტემა შემუშავებულ იქნა ცნობილ იაპონურ კომპანია Onkyo-ს სპეციალისტების მიერ. რაც შეეხება გაყიდვების დაწყებას, Toshiba Qosmio DX730 ბაზრებზე წესით, მიმდინარე წლის მე-4 კვარტალში უნდა გამოჩნდეს, თუმცა ჯერჯერობით მისი ფასი არ ხმაურდება.

  • Upvote 1
Posted

სათამაშოდ საშუალო დონე გამოდის რადგან 540M აქვს ,ისე კარგია რომ All In One PC ც გამოუშვეს ამ სერიაში

Posted

აი საინტერესოა რა ეღირება,

მერე გავნსაზღვრავ ამის ავკარგიანობას.

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.