გათი Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 Firefox ინტერფეისს შეიცვლის Honeycomb სისტემისთვის ნუ იმას რა დამალვა უნდა რომ Mozilla Firefox-ის უერთგულესი მომხმარებელი ვარ, ხოდა ამ ბოლო დროს ანდროიდსაც ცოტათი "გვერდით მვიუჯექი", შესაბამისად ძალიან გამიხარდა ამ ამბის გაგება : Mozilla-ს ჯგუფი დიდი ხანია ცდილობს მათი სახელგანთქმული Open-Source ბრაუზერი სხვადასხვა პლატფორმებზე აამუშავოს, ეს დაიწყო ადრეული Maemo OS-ით, გავრცელდა სხვადასხვა პლატფორმებზეც ძრავის სახით(MeeGo), ვიხილეთ მისი ანდროიდისეული ვერსია (რომელიც ახლაც ხელმისაწვდომია Android Market-ში). უკანასკნელ დღეებში კი გავრცელდა მისი მისი Honeycomb UI-ს ვარიანტები, ჯერ საკმაოდ ადრეულ სტადიაზეა და სავარაუდოდ ეს სურათებიც არ არის რეალობასთან ახლოს, თუმცა მიხარია რომ მოზილა ცდილობს მობილური პლატფორმების დაპყრობას. ესეც რამდენიმე სურათი, უფროსწორედ კი mock-up: ვიზუალური თემა: Firefox ზუსტადაა მორგებული Android 3.0-ს, კარგად ითვისებს მის მინიმალისტურ ინტერფეისის სტილს. თუმცა ყველაფრის მიუხედავად მაინც იგრძნობა რომ ეს Firefox-ია მსგავსი ვიზუალური ელემენტებითა და დიდი ღილაკებით Awesomebar: Awesomebar სანიშნეების, ისტორიისა და desktop activity-ს საჩვენებლად იგივე სტილის მენიუს იყენებს, როგორსაც 2.x ვერსიის ანდროიდები. როგორც შეამჩნიეთ ტაბები მარცხენა მხარესაა გადატანილი რაც სენსორულ ეკრანზე ბევრად უკეთესია - მარცხენა ხელით ადვილად მისაწვდომი გახდება საიტებზე გადართვა ტაბები: ტელეფონებისათვის განკუთვნილ ვერსიაში ინტერფეისის ოპტიმალური მოხმარების მიზნით მრავალი ელემენტი ამოიღეს, ახლა კი როდესაც უკვე დიდ ეკრანზე გადააქვთ touch experience უკვე რამრავი ინტერფეისის ელემენეტი დააბრუნეს, ისეთი როგორიცაა ტაბები. ლანდშაფტურ რეჟიმში ტაბები მარცხნივ thumbnail-ების სახით ჩანს, ასე რომ მარცხენა ხელით ტაბებს გადაშლით მარჯვენათი კი საიტებს დაათვალიერებთ, პორტრეტულ რეჟიმში კი ადგილის გასასუფტავებლად ტაბები კვლავ იმალება და მათ დათვალიერება ზედა ნაწილიდან მოგიწევთ. იმედია მალე ხორცი შეესხმება ამ პროექტს და სრულფასოვან browser-ს მივიღებთ ანდროიდზე გამოყენებული წყაროები: Ianbarlov 1
Blaster Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 კარგია ძალიან, რა ჯობია მრავალფეროვნებას იმას ვგულისხმობ რომ სხვა ბრაუზერებიცაა და არჩევანი უკვე გემოვნების საკითხია FireFox-ს რაც შეეხება კარგი გამოუვათ ჩემი აზრით სკრინებზეც მომეწონა. PC ვერსიას ვიყენებდი ძალიან დიდხანს მაგრამ Google Chrome 15 უფრო მომეწონა :D
ANuB1S Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 ანდროიდისათვის დღეს-დღეობით საუკეთესოა ოპერა. მიუხედავად იმისა რომ კომპში სულ FF-ს ვიყენებ, ანდროიდისათვის ვაღიარებ რომ ნაგავია (ჯერ-ჯერობით) ზედმეტად ნელი და მძიმეა. ველი შემდეგ ვერსიას :)
westsider Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 androze opera bevrad jobs fox mzimea da neliი
Blaster Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 ანდროიდისათვის დღეს-დღეობით საუკეთესოა ოპერა. მიუხედავად იმისა რომ კომპში სულ FF-ს ვიყენებ, ანდროიდისათვის ვაღიარებ რომ ნაგავია (ჯერ-ჯერობით) ზედმეტად ნელი და მძიმეა. ველი შემდეგ ვერსიას 2.1-ზე სტოკ ვერსიაზე არც დაყენდა რომ ვცადე ზომითაც დიდია აპკ ოპერა მართლა კარგია თუმცა მე თავის ბრაუზერს ვიყენებ რადგან ხშირად არ მჭირდება საიტების გახსნა ტყუილად არ ვწერ სხვა ბრაუზერს :D
გათი Posted September 1, 2011 Author Posted September 1, 2011 გადადის მწვანეების განყოფილებაში მადლობა, როგორ ვერ მოვიფიქრე ეგ.
გათი Posted September 15, 2011 Author Posted September 15, 2011 Android Honecyomb ვერსიის ბეტა ტესტირება უკვე მიმდინარეობს ვიწრო წრეში :)
Recommended Posts