სოსო Posted August 31, 2011 Posted August 31, 2011 ცნობილი რომ CD და DVD დისკები დიდ ხანს ვერ ძლებენ, როგორც წესი 5-10 წლის შემდეგ ინფორმაცია დისკიდან აღარ იკითხება. ტემპერატურის ცვალებადობა, ტენიანობა, მზის პირდაპირი სხივები და კიდევ მრავალი ფაქტორი კიდევ უფრო ამცირებს მათ სიცოცხლის ხანგრძლივობას; ეს ფაქტორები იწვევენ ალუმინის აცლას, დამცავი და პლიკარბონატისფენის დაშლას, რის გამოც დისკი ინფორმაციის მუდმივად შესანახად არ გამოდგება. კომპანია Milleniata-მ Hitachi-LG Data Storage-თან ერთად შეიმუშავეს დისკი რომელიც გამძელეა გარემოს მავნე ფაქტორების მიამრთ რაც დისკის სიცოცხლის ხანგრძლივობას ათას წლამდე ზრდის !!! M-Disc-ი როგორც მას მწარმოებელი უწოდებს არის 4.7 GB ტევადობის და მასზე ჩაწერა შეიძლება ნებისმიერ DVD წამკითხველზე, სპეციალური LG-ის ფირმის Super-Multi Drive საშუალებით, ჩაწერის მაქსიმალური სიჩქარე 4X-ია, სამომავლოდ 8X-მდე ვარაუდობენ ჩაწერის სიჩქარის გაზრდას. ჩაწერა დისკზე შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად. M-Disc-ის გამძლეობის შესამოწმებლად ის მოათავსეს ადუღებულ წყალში და შემდეგ თხევად აზოტში. კომპანია Millenniata უკვე იღებს შეკვეთებს თავის პროდუქტზე და შეკვეთის გაფორმება შეიძლება ოფიციალურ საიტზე millenniata.com სადაც ასევე მოყვანილია დისკების ტექნიკური მახასიათებლები. ერთი დისკის ფასი სულ რაღაც 3 დოლარს შეადგენს, ხოლო 10 დისკიანი შეკვრის ფასი 26 დოლარია. მომავალში კომპანია გეგმავს Blu-ray ფორმატში M-Disc-ის გამოშვებას. წყარო: overclockers.ru 2
ჯამბო Posted August 31, 2011 Posted August 31, 2011 ბლუ რაი დისკის გაკეთება კი მესმის ამ ტექნოლოგიით.. ნუ ფილმების დისკებისთვის მაგალითად. მაგრამ პრასტოი DVD-ს ან CD-ს რა მუღამი აქვს.. ვინ ინახავს მაგათზე ინფოს უკვე :chojinfc:
მიშა Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 აქეთ-იქით უნდა მოკიდო ხელი, მერე შუაში დააჭირო... ცოტა მაგრად... უფრო მაგრად... უფრო... ჰოდა აღმოჩნდება, რომ თქვენი მარადი დისკი სულაც არ ყოფილა მარადი
agapo Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 რით ვერ მიხვდნენ რომ დისკების ხანა დასასრულს უახლოვდება, მანამდე არაფერი ეტკინოთ სანამ მე მაგ დისკს ვიყიდი :keh:
სოსო Posted September 1, 2011 Author Posted September 1, 2011 ვა არადა მე სერიოზულად ვფიქრობ რომ ვიყიდო სურათებს შევინახავდი ზედ და მექნებოდა მუდმივი ბექაფი იავიცი...
f-22raptor Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 აქეთ-იქით უნდა მოკიდო ხელი, მერე შუაში დააჭირო... ცოტა მაგრად... უფრო მაგრად... უფრო... ჰოდა აღმოჩნდება, რომ თქვენი მარადი დისკი სულაც არ ყოფილა მარადი ჰო და რად უნდა მაგას ადუღებული წყალი და თხევადი აზოტი ?
NEIRON Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 მკვდარს ბალზამით "ალამაზებენ"! მადლობთ ნიუსისთვის! მარადიული დისკი
Blaster Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 ბლუ რაი დისკის გაკეთება კი მესმის ამ ტექნოლოგიით.. ნუ ფილმების დისკებისთვის მაგალითად. მაგრამ პრასტოი DVD-ს ან CD-ს რა მუღამი აქვს.. ვინ ინახავს მაგათზე ინფოს უკვე მე უფრო სწორად ვინახავდი და ეხლა 200-ზე მეტი დისკი მექნება გამოუშვას blu ray მალე თუ ძვირი არ იქნება მაგაზე გადავიტან და საერთოდ გადავალ blu ray-ზე :user:
საბა Posted September 1, 2011 Posted September 1, 2011 მადლობა სოსო ნიუსისთვის, მაგრამ მგონი რომ დიდად პოპულარული ვერ გახდება ეს დისკები, ფასის მიუხედავადაც კი.
fashisti Posted September 5, 2011 Posted September 5, 2011 ხოლო 10 დისკიანი შეკვრის ფასი 26 დოლარია ისე გრძელვადიანად დიდი ინფორმაციის შესანახად არაა მომგებიანი ანუ 470 გიგაბაიტი დაგიჯდება 260 დოლარი როცა მაგ ფასად 3 ცალ 2 ტერაბაიტიან ვინჩესტერს იყიდი
სოსო Posted September 5, 2011 Author Posted September 5, 2011 ისე გრძელვადიანად დიდი ინფორმაციის შესანახად არაა მომგებიანი ანუ 470 გიგაბაიტი დაგიჯდება 260 დოლარი როცა მაგ ფასად 3 ცალ 2 ტერაბაიტიან ვინჩესტერს იყიდი რომელიც 5 წელიწადში მოკვდება
ჯამბო Posted September 5, 2011 Posted September 5, 2011 რომელიც 5 წელიწადში მოკვდება თუ მხოლოდ ინფოს შესანახად არ გინდა , ანუ 24/7-ზე არ იყენებ 5 წელზე გაცილებით მეტი ხანი გაგიძლებს , თან იმაზე საიმედოდ ვიდრე დისკზეა... და ყოველდღიურად ეგ დისკიც რო იხმარო 5 წელზე მეტს ისიც ვერ გაგიძლებს (მაგდენიც თუ გაძლო...)
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now