ამინომჟავები გამოიყენება ცილის სინთეზის დაწყების დასაჩქარებლად, კუნთის ენერგიის ზრდისთვის და კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად.
როდესაც ვვარჯიშობთ ორგანიზმი ეძებს ენერგიის წყაროს, ეს ენერგიის წყარო ცხიმია, მაგრამ თუ ვარჯიში დიდი ხანი გვიწევს მაგალითად გამოშრობისთვის დავრბივართ ან სხვა კარდიო ვარჯიშს ვაკეთებთ ორგანიზმი იწყებს სტრესის ჰორმონის გამოყოფას დაახლოებით ვარჯიშის დაწყებიდან 40 – 60 წუთში, ეს სტრესის ჰორმონი ორგანიზმს აიძულებს მოძებნოს ენერგიის უფრო დიდი წყარო რომელიც არის კუნთოვანი ქსოვილი და აწყებინებს მის დაშლას. ამის შესაჩერებლად სხვადასხვა სახის ამინომჟავა უნდა მივიღოთ.