-
Posts
1927 -
Joined
-
Last visited
-
Days Won
11
Content Type
Profiles
Forums
Events
Everything posted by Beka_Tchighladze
-
http://www.guru3d.com/news-story/g-skill-phoenix-blade-series-480gb-pcie-ssd.html აი ძმაო სისწრაფე
-
-
ყველა იმას ცდილობს რომ სწრაფი იყოს კომპიუტერი და შენ რატო გინდა რო შეანელო???
-
http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=18075&category_id=4&option=com_virtuemart&Itemid=6 http://pcshop.ge/index.php?page=shop.product_details&flypage=flypage-gur.tpl&product_id=18032&category_id=53&option=com_virtuemart&Itemid=6&lang=ka lenovo რაც დაგილინკე ეგ დატესტილი მაქ მეგობარსაქ და მართლა კარგია ხოლო ეგ ასუსი არვიცი რაც უწერია კარგი ლეპტოპი ჩანს
-
Palit GeForce GTX 980 Super-JetStream
Beka_Tchighladze replied to Beka_Tchighladze's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
დავწერ მერე განხილვას და დავამატებ -
საღოლ 3000-იდან 1500 -ამდე განახევრდა ფასი ტიტან ბლექი $1000 ღირს $500-უგებ თუ აიღებ z-ს
-
მაგ ჰანთერებსაც შეუძლიათ
-
ღირს კიარა რაღადროს 8 -არის გადადი 8.1 ზე გააქტიურე სკაიპით და ვსო
-
EVGA GeForce GTX 970 სრული მიმოხილვა
Beka_Tchighladze replied to Beka_Tchighladze's topic in NVIDIA (ვიდეო დაფები)
აპინეთ ეს თემა არაა 970 ზე თემა ამ განყოფილებაში -
GeForce GTX 970 არის NVIDIA-ს ახალ GM204-ის GPU-ზე დაფუძნებული ვიდეო ადაპტერი, მოგეხსენებათ ამ ახალ სერიაში NVIDIA-მ ძალიან დახვეწა თავისი არქიტექტურა და ყველაფერი გაუმჯობესებულია წინა სერიებთან შედარებით. GTX 970 -ის ბაზისური სიხშირე არის 1050 MHz ხოლო BOOST სიხშირე დგება 1178MHz -ზე. ზემოთ ნაჩვენები მახასიათებლებით GTX 970 -ის შესაძლებლობები შეადგენს GTX 980 -ის შესაძლებლობების 97%-ს ROP პერფორმანსში, ხოლო 79%-ს shading/texturing/geometry პერფორმანსში, მეხსიერების კონფიგურაცია არ შეცვლილა და ისეთივეა როგორც 980-ში და ჩვენ ვხედავთ 4GB GDDR5 მეხსიერებას 7GHz სიხშირით 256-bit bus-ზე. 770-ის მეხსიერებასთან შედარებით NVIDIA-მ დააწესა ახალი სტანდარტი VRAm-ში და ის გაიზარდა 2GB-ით. რაც შეეხება ენერგო მოხმარებას GTX 970 მოიხმარს ბევრად ნაკლებ ელექტრო ენერგიას ვიდრე GTX 980 და GTX 770 მისი TDP სტოკზე შეადგენს 145W-ს, 80W -ით ნაკლებს GTX 770- თან შედარებით რომლის TDP შეადგენს 225 W-ს თუმცა ნამდვილად ძალიან კარგი გრაფიკული ბარათი გამოვიდა NVIDIA არ ურჩევს GTX 770 -ის მფლობელებს გადავიდნენ GTX 970 რადგან არ იქნება ისეთი დიდი სხვაობა მათ შორის თუმცაღა უფრო ადრეული სერიებიდან ნამდვილად დაინახავთ ბევრად უკეთეს შედეგს, ეს რაც შეეხებოდა ზოგადად და ზედაპირულად ვისაუბრეთ NVIDIA GeForce GTX 970-ზე. ახლა შევუდგეთ არარეფერენს ვერსიას EVGA GTX 970 FTW ACX 2.0 -დახასიათებას ტესტირებას და ასე შემდეგ. პირველრიგში აღვნიშნავ რომ EVGA GTX 970 FTW ACX 2.0 არის უძლიერესი GTX 970 ამავე კომპანიის სხვა წინა სერიის ბარათებთან შედარებით ამ მონსტრს აქვს ACX ქულერები მაქსიმალური გაგრილებისთვის რათქმაუნდა ხმაურის დონე მინიმუმამდეა დაყვანილი ხოლო მისი შესაძლებლობები ბევრად დიდია ვიდრე რეფერენს ვერსიისა. როგორც ვხედავთ core სიხშირეები გაზრდილია როგორც სტოკზე ისე boost-ზე, მეხსიერების სიხშირე და მოცულობა იგივეა. ენერგო მოხმარებაც იგივეა და ფასი ოდნავ მეტი, თუ მის სიხშირეებს შევადარებთ 980 ის რეფერენს ვერსიას დავინახავთ, რომ 980-ის BOOST სიხშირე უტოლდება ამ ვერსიის სტოკ სიხშირეს, რაც გასაოცარი შედეგია. გაგრილების კონსტრუქცია დამზადებულია ალუმინისგან და შედგება 4 სითბური მილაკისაგან. კონსტრუქცია სრულად ფარავს ვიდეო ბარათს და აგრილებს ყველა მის ოდნავ თბილ ადგილსაც კი. GTX 970 -ს აქვს 3 ბიოსი რომლის გადართვა მექანიკურად ხდება. მაგრამ გადამრთველი არის ძალიან პატარა და თითქმის შეუმჩნეველი ასე რომ აუცილებელია დიდი დათვალიერება რადგან შევამჩნიოთ ის. GTX 980-ისგან განსხვავებით GTX 970 აქვს NVIDIA-ს ძველი პორტებიც. 2X DL-DVI, 1X HDMI 2.0, და 1X DP 1.2 აგრეთვე კარტას აქვს 2 ცალი 6 პინიანი კვების კონექტორი. ბარათს მოყვება EVGA-ს სტანდარტული სარაზგონო სოფთი EVGA PrecisionX და EVGA OC scannerX ეს სოფტი გვეხმარება რაზგონსა და მონიტორინგში. ახლა კი გადავიდეთ ტესტებზე. ტესტები ჩატარდა შემდეგ სისტემაზე ბენჩებისას თამაშები იყო უმაღლეს გრაფიკაზე ტესტების შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა Metro: Last Light Company Of Heroes 2 Bioshock Infinite Battlefield 4 Crysis 3 Crysis Warhead Total War: Rome 2 Thief GRID 2 აგრეთვე ვიდეო გაიტესტა OC რეჟიმში და მისი შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა ასე რომ ეს უკანასკნელი როგორც ტესტებიდან ჩანს არის R9 290X -ზე 1 %-ით ძლიერი და 4K გეიმინგში თავის მხარდამჭერ ტექნოლოგიებთან ერთად ჯობია ზემოთხსენებული ვიდეო კარტის აღება მითუმეტეს რომ მისი ფასი არის სრულებით მისაღები $329.99 დღეისთვის სულ ეს იყო მადლობთ ყურადღებისათვის
- 49 replies
-
- 18
-
-
გამარჯობათ ბიჭებო, თუ ვინმეს გქონიათ Autocad Civil 3d სთან შეხება, აი ტოპოგრაფიული რუკის გასაკეთებლად შესაბამისი აღნიშვნები, ჩვენ ვიყენებთ რუსული აღნიშვნების სტილს და ამას შიგნით აქვს ჩაწერილი ამერიკული სტილი, თუ ვინმემ იცით სად ვიპოვო არ დაგეზაროთ რააა მითხარით ან როგორ მოვაგვარო
-
გაიხარე ძმა თავიდან შევედი და გასწორდა
-
ხო მაგრამ როდის დგება ის მოგვიანებით 2 დღე კი ვაცადე და
-
.....................................
-
Colorful-მა წარადგინა ახალი GTX 980 iGame გრაფიკული ადაპტერი. GTX 980 არის მსოფლიოში უსწრაფესი გრაფიკული ადაპტერი რომელსაც გააჩნია NVIDIA Maxwell არქიტექტურა, ახალ ამაღელვებელ გეიმინგ ტექნოლოგიებით, ეს ინოვაციები უზრუნველყოფს, გასაოცარ შთაბეჭდილებებს ვირტუალურ რეალობაში HD და ultra გაფართოების 4K ეკრანით. ადაპტერს აქვს 8 პინიანი კვების კონექტორი და 100 მმ -იანი გაგრილების ფანები. კარტას აქვს ორმაგი ბიოსის რეჟიმი ერთი რეჟიმით კართა მუშაობს 1127 MHz core სიხშირე 1216 MHz GPU Boost -ის შემთხვევაში და 7.00 GHz memory სიხშირე . ხოლო მეორე რეჟიმში ქლოქები შემდეგ ნაირად ნაწილდება 1178 MHz core, 1279 MHz GPU Boost, და 7.01 GHz memory. უკანა მხრიდან კარტა ასე გამოიყურება
-
G751 აქვს Intel core პროცესორი და უახლესი NVIDIA GeForce GTX970M/980M ადაპტერები, აგრეთვე ექსკლუზიური ASUS TurboMaster GPU-OC ტექნოლოგია რომელიც საგრძნობლად ასწრაფებს GPU-ს ლეპტოპს აქვს განსაკუთრებული დიზაინი გეიმერებისთვის, აქვს სწრაფი წვდომის ღილაკები, რაც საშუალებას იძლება ერთი კლიკით გადავიღოთ თამაშის ეტაპი. აგრეთვე მასში გამოყენებული ASUS SonicMaster და ROG AudioWizard ტექნოლოგია. ROG G751 -ში გამოყენებულია Intel core i7 ბოლო თაობის პროცესორი. აგრეთვე როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გამოყენებულია NVIDIA GeForce GTX970M/980M ადაპტერები, როგორც უძლიერესი ჩიპები მობილურ სეგმენტში. ASUS TurboMaster ტექნოლოგია სოფთის გამოყენებით უზრუნველყოფს GPU ტვიკინგს და რაზგონისას გვაძლევს 5 %-იან წარმადობას. რაც შეეხება გაგრილებას მას უზრუნველყოფს 2 ქულერი, რომლებიც განლაგებულია მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე ცალ ცალკე GPU და CPU გაგრილებისთვის. გაგრილებას აქვს სპილენძის 3 სითბური მილაკი აგრეთვე თითოეულისთვის. რაც შეეხება ეკრანს მას აქვს მკვეთრი გამოსახულება Full HD IPS display 178o -იანი ხედვის კუთხით. აგრეთვე აქვს. 4K/UHD (ultra-high-definition) დისპლეის მხარდაჭერაც. აქვს HDMI 1.4, mini DisplayPort, და VGA გამომავალი პორტები, რაც ძალიან კარგია მრავალეკრანისთვის გათვლილი თამაშებისთვის, ფილმების ყურებისთვის და სხვა ბევრი საქმის ერთდოლად გასაკეთებლად. ROG G751 გამოიყურება, როგორც F-22 Raptor-ი აქვს სრულიად მეტალის კორპუსი და ზედ თავზე გამოსახული აქვს ROG -ის ლოგო. კლავიატურა დახრილია კუთხით, რომელიც მოსახერხებელია დიდხანს თამაშისთვის და არ ღლის ხელებს.და რათქმაუნდა ლეპტოპს აქვს მანათობელი კლავიატურა. სრული ტექნიკური დახასიათება პროცესორები Intel Core i7-4860HQ/I7-4710HQ Processor (for G751JY) Intel Core I7-4710HQ Processor (for G751JT) Intel Core i7-4710HQ/I5-4200H Processor (for G751JM) Chipset Mobile Intel HM87 Chipset ოპერაციული სისტემები Windows 8.1 Windows 8.1 Professional ოპერატიული მეხსიერება DDR3L 1600 MHz up to 32 GB ეკრანი 17.3-inch anti-glare Full HD (1920 x 1080) IPS LED backlight (Touch screen G751JM) გრაფიკული ადაპტერები NVIDIA GeForce GTX 980M 4 GB GDDR5 VRAM ( G751JY) NVIDIA GeForce GTX 970M 3 GB GDDR5 VRAM ( G751JT) NVIDIA GeForce GTX 860M 2 GB GDDR5 VRAM ( G751JM) შემნახველი მოწყობილობები NGFF PCIe 512 GB/256 GB SSD (მხოლოდ G751JY-სთვის) 2.5in SATA 2TB(5400 rpm) 2.5in SATA 1TB (7200 rpm) 2.5in SATA 1TB (5400 rpm, w/8GB SSD, SSH) 2.5in SATA 256GB/128GB SSD ორმაგი HDD საფორთი ოპტიკური დისკი DVD Super-Multi / Blu-ray Combo / Blu-ray writer კამერა ჩაშენებული HD camera და array mic ზომები და წონა 416 x 318 x 23 ~ 42mm 5.3kg (8-cell ბატარეა G751JY დაG751JT) 4.3kg (8-cell ბატარეა G751JM)) მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ
-
ჩემთან ყველა ბრაუზერში ხსნის არაა გასასწორებელი სხვა ჰოსტინგზე ავტვირთე ნახე აბა
-
გამარჯობათ გამომიგზავნეს რამდენიმე ნივთზე ქენსელ რექვესთი და აი ამას რომ ვაკლიკებ ასე მიწერს ამის გარდა კიდევ ერთ ნივთზე მაქ გამოგზავნილი და იქაც ეგრე შვრება ხოლო აი აქ კი გამიუქმა თავისუფლად რა ჭირს???
-
აზრი როგორ არ ექნება ისე 630 დაგხატავდა მაგ კვებაზე თუ სადმე იშოვი მაგ ფასად მაგრამ არამგონია
-
http://forum.ge/?f=54&showtopic=34693830
-
MSI Z97 Gaming 5 Motherboard სრული მიმოხილვა
Beka_Tchighladze replied to Beka_Tchighladze's topic in Intel & დედა დაფები
ჩვეულებრივი საშუალო სეგმენტის პლატაა
