სწორად გაიგეთ, ხელოვნების სამეფო კოლეჯის სტუდენტმა, ჯულიან მელქიორიმ პირველი ხელოვნური ფოთოლი შექმნა, რომელიც ზუსტად ისევე მუშაობს, როგორც ჩვეულებრივი ფოთოლი - ახდენს ფოტოსინთეზს და გამოყოფს ჟანგბადს.
გამოგონება შეუცვლელია კოსმოსური მოგზაურობებისთვის. ერთადერთი პრობლემა იმაშია, რომ ფოთოლი შეიძლება საკმარისად არ აყვავდეს ნულოვანი გრავიტაციის პირობებში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტური იქნება ვიდრე უთვალავი რაოდენობის ჟანგბადის ბალონების ტარება.
ხელოვნური ფოთლები შეიცავს ნამდვილი მცენარის უჯრედებიდან მიღებულ ქლოროპლასტს, რომელიც შემდგომ ჩადებულია აბრეშუმის პროტეინისგან შექმნილ ქსოვილში.
კოსმოსური ოდისეების გარდა არ გაგვიჭირდება დანიშნულებები მოვუძებნოთ დედამიწაზეც. მაგ. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, როგორც ბუნებრივი ჰაერის ფილტრი დიდი შენობების სავინტილაციო სისტემებში, ან დეკორაციული მიზნებისთვის, რაც დამატებითი სუფთა ჰაერის წყარო იქნება.
დანარჩენი კი იხილეთ ვიდეოში: