ძვირფასო სისტემის ოპერატორებო,
რამდენიმე კაცი ვართ პროგრამირებით დაინტერესებული ამ საიტზე.
ვინაიდან და რადგანაც პროგრამირება, როგორც სამეცნიერო დარგი, პირდაპირ თუ ირიბადაა დაკავშირებული ჩვენი ფორუმის არსებობის თვითმიზანთან, გთხოვთ გაგვიხსნათ ცალკე განყოფილება ამასთან დაკავშირებით, სადაც შეგვეძლება ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება, რითაც ერთობ მოხარული დაგრჩებით.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანების რაოდენობა საკმაოდ დიდია, გარდა კონკრეტული მომხმარებლების სურვილის ასრულებისა, ამ შეთავაზების დაკმაყოფილება გამოიწვევს გარეშე პირთა დაინტერესებას ფორუმისადმი, რაც კიდევ უფრო გაზრდის oc.ge-ს პოპულარობას.
იმედი მაქვს შეძლებისდაგვარად და აკმაყოფილებთ ჩვენს თხოვნას.
პატივისცემით,
მე, გიბსონა და კიდევ რამდენიმე თანა ფორუმელი.