როგორც სათაურიდან შეიტყვეთ თემა შეეხება C#-ს.
მოკლე მიმოხილვა:
C# არის მკაცრად ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ენა, რომელიც "მაიკროსოფტმა" შექმნა 2000 წელს და განკუთვნილია ძირითადად მისი .NET(იკითხება როგორც "დოთ ნეთ") პლატფორმისთვის.
სახელი "C#(C Sharp - სი შარფი)" შთაგონებულ იქნა მუსიკალური ნოტაციით, სადაც "#"(ე.წ. დიეზი) აღნიშნავს რომ მისი მომდევნო ნოტი აღებული უნდა იქნას ნახევარი ტონალობით მაღლა. პრინციპი იგივეა როგორც "C++"-ში სადაც ოპერატორი "++" მიუთითებს ერთით გაზრდაზე.
პროგრამული ენა საკმაოდ ჰგავს მის "კონკურენტ" JAVA-ს, ასევე C/C++-ს და Javascript-ს რადგან სინტაქსი სწორედ ამ პროგრამებიდანაა აღებული. ასე რომ ვისაც რაიმე შეხება გქონიათ ზევით ჩამოთვლილ ენებთან C#-ის ათვისება არ გაგიჭირდებათ.
რაც შეეხება სასწავლო მასალას:
ვიდეო გაკვეთილები(ინგლისური)
წიგნები ინგლისურ ენაზე
სავარჯიშოები
ჯერ-ჯერობით სულ ესაა. სავარჯიშოებს კვირაში ერთხელ დავამატებ.
P.S. უმჯობესი იქნება თუ VISUAL C#-ის წიგნებს მას შემდეგ გადახედავთ რაც C#-ის საბაზო ცოდნას მიიღებთ, რადგან ზემოხსენებულ წიგნებში აქცენტი გაკეთებულია აპლიკაციების აწყობაზე და არა C#-ის საფუძვლებზე. თუ ინგლისური იცით გირჩევთ სწავლა ვიდეო გაკვეთილებით დაიწყოთ.
ესეც სამუშაო პროგრამა:
მხოლოდ Visual Studio 2010 Ultimate (ENG) გადმოწერეთ. დანარჩენები არ დაგჭირდებათ.