პირველ რიგში მოგესალმებით
ეხლა რაც შეეხება ჩემს გასაჭირს, სრულიად შემთხვევით (სურათის შენახვას ვაპირებდი) და შენახვის მაგივრად დამეკლიკა ამაზე
გაიხსნა ფანჯარა : (... და კომპმა გაჭედა მაუსი მუშაობდა მარტო, ტასკმენეჯერი არ ირთვებოდა) დავაკლიკე OK და ფანჯარა დაიხურა კომპმაც დაიწყო მუშაობა ჩვეულებრივ, მაგრამ ჩემი სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა სადღაც 30 წამში (Internet Explorer)მა დაიწყო თავისით გახსნა (საერთოდ არ ვიყენებ და "დეფაულტ ბრაუზერ"ი Mozilla Firefox-ი მაქვს) და გაიხსნა 60 ფანჯარა და მორჩა... ტასკმენეჯერით მივასიკვდილე და დავასკანერე კომპი Avastით ვერაფერი საეჭვო ვერ ნახა, მერე დავარესტარტე კომპი,
ჩავრთე safe mode და დავასკანერე ხელახლა, შედეგი ნული
Internet Explorer ს რომ ვრთავ არანაირი პრობლემა არ აქვს, მარა თუ ისევ ამას დავაჭერ იგივე მეორდება. Google ბიძიასაც ვკითხე, სხვა ანტივირუსებითაც დავასკანერე მაგრამ ვერც ერთმა ვერანაირი ვირუსი ვერ იპოვა.
იქნებ ვინმეს გქონიათ ანალოგიური შემთხვევა ან იცით რაიმე ამის შესახებ და რამით დამეხმარებით მადლობელი დაგრჩებით :bow: